1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას.
2. წესის მიზანია საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობის სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის (შემდგომში – ხმაური) დონის გაზომვისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მათი კანონიერი ინტერესების დაცვ