„სს ტრანსსერვისი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 17.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/17/1342
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016472
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2020
matsne.gov.ge 1,251 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბადრი ხორავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 92% 16.06.2022 ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 92% 15.12.2023 სონა ლომთაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 91% 24.10.2024 ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 91% 17.12.2019 საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 91% 27.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

„სს ტრანსსერვისი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/17/1342  2019 წლის 17 დეკემბერი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა : თეიმურაზ ტუღუში − სხდომის თავმჯდომარე ; ირინე იმერლიშვილი − წევრი ; მანანა კობახიძე − წევრი ; თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი , მომხსენებელი მოსამართლე . სხდომის მდივანი : მარიამ ბარამიძე . საქმის დასახელება : „სს ტრანსსერვისი “ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ .  დავის საგანი : „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე -12 პუნქტის , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 2​1 მუხლისა და ამავე ბრძანების №1 დანართის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით .  I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1342) მომართა „სს ტრანსსერვისმა “. №1342 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 20 აგვისტოს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს . 2. №1342 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე და 45-ე მუხლები , 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი , „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -15 და მე -16 მუხლები . 3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე -12 პუნქტის თანახმად , ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები შესაძლებელია , განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულებით . 4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 2​1 მუხლი მიუთითებს , რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ამავე დებულების №1 დანართით . თავად №1 დანართი არეგულირებს აკრედიტაციის დამატებით პირობებს , მათ შორის , ადგენს შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს , განსაზღვრავს აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს , შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს , ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურსა და სხვა საკითხებს . 5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) თანახმად , „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია . დაუშვებელია საკუთრების , მისი შეძენის , გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება “. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე -2 და მე -3 მუხლები (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) ადგენდნენ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვისა და ჩამორთმევის წესებს . საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) იცავდა შრომის თავისუფლების უფლებას , ამავე მუხლის მე -2 პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) თანახმად , „სახელმწიფო ვალდებულია , ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას . აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა , გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა . მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით “. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტები (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) ითვალისწინებდა შრომითი უფლებების დაცვას . 6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , „სს ტრანსსერვისი “ არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მქონე პირი , რომელმაც 2018 წლის 13 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა დამატებით სფეროში აკრედიტაციის მოპოვების მოთხოვნით . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოსარჩელეს უარი უთხრა არსებული ხაზების გაფართოების მიზნით აკრედიტაციის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვაზე , რამდენადაც განცხადება წარდგენილ იქნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით განსაზღვრული ვადების დარღვევით . 7. მოსარჩელის განმარტებით , „საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით , ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში , ერთმანეთისაგან გამიჯნულია საქართველოს მთავრობისა და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციები . საქართველოს კანონმდებლობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებენ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული მეწარმე სუბიექტები , ხოლო აკრედიტაციის სისტემის წესების , პროცედურების და შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა არის აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება . საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შედის მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების შენობა -ნაგებობების , აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების დადგენა . 8. მოსარჩელის პოზიციით , მოქმედი კანონმდებლობის თანახმად , ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის აკრედიტაციის მოსაპოვებელი მოთხოვნები და წესი უნდა განესაზღვრა აკრედიტაციის ცენტრს და სხვა არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება . აღნიშნულის საპირისპიროდ , სადავო კანონქვემდებარე აქტით საქართველოს მთავრობამ დაარღვია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლები და აკრედიტაციის დამატებითი მოთხოვნების დადგენის უფლება მიანიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს . 9. მოსარჩელის მოსაზრებით , ვინაიდან საქართველოს მთავრობას კანონმდებლობით არ გააჩნდა აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება , ამ საკითხის მოწესრიგების უფლების დელეგირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის , თავისთავად , კანონის დარღვევაა . 10. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად , სადავო კანონქვემდებარე აქტები ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონს და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს . აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მიუთითებს , რომ არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტებით კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლების (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მოთხოვნას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი . 11. მოსარჩელე , დამატებით , მიუთითებს , რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სადავო ბრძანებით , დროში შეიზღუდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მოპოვებისა და არსებული ხაზების გაფართოების მიზნით აკრედიტაციის მიღების უფლება . შესაბამისად , გასაჩივრებული ნორმებით ახალ კომპანიებს არ ეძლევათ აკრედიტაციის მიღების , ხოლო არსებულ ცენტრებს ახალი აკრედიტაციის მოპოვების ან აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შესაძლებლობა . მოსარჩელე მხარის განმარტებით , საქართველოს კანონმდებლობით , აკრედიტაცია ნებაყოფლობითი პროცესია და მისი მოპოვება , შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში , ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი . აქედან გამომდინარე , სადავო ნორმებით დაუსაბუთებლად იზღუდება საკუთრებისა და მეწარმეობის უფლებები .  II სამოტივაციო ნაწილი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე -2 პუნქტის მიხედვით , მოსარჩელეს უფლება აქვს , უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე . ამასთან , სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას . 2. 2019 წლის 21 მაისს მოსარჩელე „სს ტრანსსერვისმა “ მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე . შესაბამისად , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე -2 პუნქტზე დაყრდნობით , №1342 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს . III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 29-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის პირველი , მე -2, მე -7, მე -8, მე -10 და მე -13 პუნქტების საფუძველზე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ენ ს : 1. შეწყდეს საქმე №1342 კონსტიტუციურ სარჩელზე („„სს ტრანსსერვისი “ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ “). 2 .განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება . 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “. კოლეგიის შემადგენლობა : თეიმურაზ ტუღუში ირინე იმერლიშვილი მანანა კობახიძე თამაზ ცაბუტაშვილი