„საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ“
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი მიწის მართვა
მიღების თარიღი 10.09.1997
გამომცემი ორგანო მიწის მართვის დეპარტამენტი
ნომერი №2-36
სარეგისტრაციო კოდი 250.013.003.086
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.1997 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | მიწათსარგებლობის ტერიტორიის რეკოგნოსცირება-აზომვითი სამუშაოების ჩატარება, გეგმის შედგენა 1:2000 მასშტაბში |
| 2 | პროექტის შედგენა |
| 3 | პროექტის ნატურაში გადატანა |
| 4 | მიღების პირების აქტის შედგენა |
| N | სამუშაოს დასახელება |
| საანგარიშო თანხა ფართობი 10 ჰა-ზე | 600-მდე |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ“
მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №2-36
1997 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილების შესაბამისად, ხორციელდება საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა. მოსახლეობის
დაბალ გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის 1997 წლის 28 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად ჩაითვალა მიღება-ჩაბარების აქტების გაცემისათვის მომსახურების ღირებულების შემცირება. აღნიშნულის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დანართის მიხედვით მოქალაქეთა „საკუთრებაში გადაცემულ მიწის ფართობზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების ხარჯები“.
2. საპროექტო ორგანიზაციებმა და ცალკეულმა შემსრულებლებმა მიღება-ჩაბარების აქტის გაცემისთვის გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება აწარმოონ დანართის შესაბამისად.
3. მიწის მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის ხარისხის უზრუნველყოფის და მისი ერთიანი სახელმწიფო რეგისტრაციის სისტემისათვის გამოყენების მიზნით, მიწის მართვის რაიონულმა (საქალაქო) სამმართველოებმა არ დაუშვან აღნიშნული აქტების გაფორმება დანართში მოცემული სამუშაოების შესრულების გარეშე.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულების მიმდინარეობაზე დაევალოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ თ. ბექაურს.
თავმჯდომარე ზ. გეგეჭკორი
საკუთრებაში გადაცემულ მიწის ფართობზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის ხარჯები
N
სამუშაოს დასახელება
მომსახურების ანაზღაურების ხარჯები ნაკვეთის ფართობის მიხედვით კვ.მ (ლარებში)
საანგარიშო თანხა ფართობი 10 ჰა-ზე
600-მდე
601-დან 1500-მდე
1501-დან 2500-მდე
2501-დან 5000-დე
5001 დან 7500-დე
7501 დან 10000 -მდე
10001 და მეტი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
1
მიწათსარგებლობის ტერიტორიის რეკოგნოსცირება-აზომვითი სამუშაოების ჩატარება, გეგმის შედგენა 1:2000 მასშტაბში
89
0,6
1,6
2,7
5,2
8,0
9,0
9,5
მიწათმოწ-ყობის ფასთა კრებული ცხრ.151
2
პროექტის შედგენა
138
2,5
2,5
2,5
2,5
2,5
2,5
2,5
ცხ.134
3
პროექტის ნატურაში გადატანა
336
2,4
4,0
5,0
6,0
7,0
8,0
9,0
ცხ.16
4
მიღების პირების აქტის შედგენა
1,40
1,40
1,40
1,40
1,40
1,40
1,40
გვ.261
სულ პირდაპირი ხარჯები
6,9
9,8
11,6
15,1
18,9
20,9
22,4
ბანკის მომსახურება (3 %)
0,2
0,3
0,3
0,4
0,6
0,6
0,6
ჯამი
7,1
10,1
11,9
15,5
19,5
21,5
23,0
დამატებული ღირებულება (20 %)
1,2
2,0
2,4
3,1
3,9
4,3
4,6
სულ ღირებულება
8,3
12,1
14,3
18,6
22,4
25,8
27,6
შენიშვნა: ცალ-ცალკე მდებარე ერთზე მეტი ნაკვეთის შემთხვევაში, აღნიშნულ ღირებულებას დაემატება ერთი ნაკვეთის გამოკლებით ყოველ შემდეგ ნაკვეთზე 10 %.
მაგალითად: თუ კომლს მიღებული აქვს 1,0 ჰექტარი ოთხ ნაკვეთად, ცხრილში 1 ჰექტრისათვის დადგენილ ღირებულებას 25,8 დაემატება 30%, 25,8X 30% =7,74 ლარს. 25,8 +7,74 =33,54 ლარს