# თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

- ტიპი: საქართველოს მთავრობის დადგენილება
- მიმღები ორგანო: საქართველოს მთავრობა
- დოკუმენტის ნომერი: №25
- მიღების თარიღი: 14.01.2020
- კონსოლიდირებული რედაქცია: 31.01.2022
- სარეგისტრაციო კოდი: 200250000.10.003.021733
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4772532
- წყარო: https://legali.ge/law/4772532/

> ეს არის 31.01.2022 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 129-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს „თავისუფალი ზონის შექმნის პირობე



[https://legali.ge/law/4772532/muxli-1/](https://legali.ge/law/4772532/muxli-1/)

---

## მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ინსტრუქცია

თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებებ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-3/](https://legali.ge/law/4772532/muxli-3/)

---

## მუხლი 1. „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრ

_თავი I — ზოგადი დებულებები_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-1-2/](https://legali.ge/law/4772532/muxli-1-2/)

---

## მუხლი 3. 1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარდგენა. გარანტიის ოდე­ნობა განისაზღვრება წარდგენილი თზ-ის მოწყობის გეგმის შესაბა­მისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 2 ევროს ოდენობით

_თავი II — გარანტია_

2. ამ მუხლში მითითებული გარანტია წარმოადგენს:

ა) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – სამსახური) შეთანხმებულ თზ-ის მოწყობის გეგმაში ასახული საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებას;

ბ) თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში შესაძლო წარ­მო­ქმნილი საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნ­ველ­ყოფის გარანტიას.

3. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წე­ლ­ზე ნაკლები. ამასთან, თზ-ის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის გან­მავლობაში.

4. თზ-ის ორგანიზატორმა გარანტია უნდა წარადგინოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვეში.

5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების და­მა­დასტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტი (ასევე არანაკლებ ერთი წლის ვადით, მაგრამ არაუმე­ტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილი უნ­და იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან ახალი გარანტიის წარმოდგენ­ამ­დე იკრძალება თზ-ში საქონლის შეტანა და თზ-დან საქონლის გატანა.

7. გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) შემდეგ არაუგვიანეს ერთი თვისა ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს გარანტიის პირველად ოდენობამდე შევსება.

8. ყოველ 10 წელიწადში გარანტიის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა შეიცვლება ინფლაციისა და ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინებით.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტია წარედგინება სამსახურ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-3-2/](https://legali.ge/law/4772532/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. 1. გარანტიის სახეებია:

_თავი II — გარანტია_

ა) საბანკო გარანტია, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) გარანტის სრული დასახელება და იურიდიული მი­სამართი;

ა.ბ) პრინციპალის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.გ) ბენეფიციარი;

ა.დ) გარანტიის ობიექტი და გარანტის ვალდებულება;

ა.ე) გარანტიის მოქმედების ტერიტორია;

ა.ვ) გარანტიის თანხა და გარანტიის მოქმედების პერიოდი;

ა.ზ) დადასტურებას, რომ გარანტი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში. ამასთან:

ბ.ა) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებუ­ლე­ბების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზატორი სათანადო თანხას შეიტანს სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე – დეპოზიტების საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა სამსახურს მიაწვდის შესაბამის ინფორ­მაციას ერთდროულად ელექტრონული და წერილობითი ფორ­მით;

ბ.ბ) ორგანიზატორი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საგადახდო დავალებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით;

ბ.გ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთი­ან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეო­ბით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

ბ.დ) დეპოზიტზე ყოფნის დროს თანხაზე პროცენტის დარიცხვა, აგრეთვე თანხის ინდექსაცია არ ხდება;

გ) დაზღვევის პოლისი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

გ.ა) მზღვეველის სრული დასახელება და იურიდიული მი­სამართი;

გ.ბ) დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

გ.გ) დაზღვეული (მოსარგებლე);

გ.დ) დაზღვევის ობიექტი;

გ.ე) სადაზღვევო თანხა;

გ.ვ) დაზღვევის მოქმედების ტერიტორია;

გ.ზ) დაზღვევის მოქმედების პერიოდი;

გ.თ) დადასტურება, რომ გარანტი (მზღვეველი) იღებს გამოუწვევად ვალ­დებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გა­რე­შე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თა­ნ­ხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. გარანტიის დეპოზიტის სახით წარდგენის შემთხვევაში:

ა) საბაჟო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული ინფორმაციისა და ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების ურთიერთშედარებას. კერძოდ, ამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება საგარანტიო თანხა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გაანგარიშებულ ოდენობას. შეუსაბამობის შემთხვევაში საგადახდო დავალება არ მიიღება;

ბ) თანხის შემტანის მიერ თანხის განკარგვა ხორ­ციელ­დება სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი ანგარიშიდან. შესა­ბამისი საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინისათვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თანხის შემტანის მიერ მისი განკარგვა;

გ) საგადახდო დავალების ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას მისი რეგისტრაცია ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოს მიერ, რომელიც განახორციელებს თზ-ის პერიმეტრზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლს.

3. გარანტიის საბანკო გარანტიის ან დაზღვევის პოლისით წარდგენის შემთხვევაში:

ა) სამსახური განიხილავს საბანკო გარანტიას/დაზღვევის პოლისს ამ ინ­სტრუქ­ციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დად­გენის მიზნით;

ბ) საბანკო გარანტიის/დაზღვევის პოლისის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სამსა­ხუ­რი ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო და­მოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-4/](https://legali.ge/law/4772532/muxli-4/)

---

## მუხლი 6. 1. სავალდებულოა თზ-ს გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი, კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერიმეტრის გეოგრაფიული მდებარ

_თავი III — ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა მოთხოვნები თზ-ის მოწყობისას_

2. თზ-ის ტერიტორიაზე არსებული მიწისზედა და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობები და სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა შესასვლელ-გამოსასვლელი საბაჟო გამშვები პუნქტებისა, ასევე წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის ელექტრო- და გაზმომარაგების კონსტრუქციებისა) არ უნდა კვეთდეს თზ-ის ღობის ვერტიკალურ სიბრტყეს.

3. თზ-ში კანონმდებლობით დადგენილი წესით (ორგანიზატორის მიერ და მისივე ხარჯით) მოეწყობა თზ-ში შესასვლელები და გამოსასვლელები – საბაჟო გამშვები პუნქტები. საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა მოიცავს:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის, მასზე შენობა-ნაგებობების, სპეციალური ტექნიკის განთავსების პროექტის შეთანხმებას სამსახურთან;

ბ) სპეციალიზებული საავტომობილო და სხვა სახის (რაოდენობის, სიმძლავრის და ა.შ. განსაზღვრისთვის საჭირო) სასწორის განთავსებას;

გ) საქონლის (მათ შორის, რადიაციული, იარაღის (ფეთქებადი მასალა), ნარკოტიკული საშუალების) მალულად გადაადგილების აღკვეთისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სატრანსპორტო საშუალების გახსნის გარეშე საქონლის დათვალიერების, რადიაციული, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა გამომვლენი საშუალებების (რენტგენულ გამოსხივებაზე დამყარებული) რაოდენობის, სიმძლავრის განსაზღვრას და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას. სპეციალურ საშუალებებში იგულისხმება, აგრეთვე, სპეციალიზებული კინოლოგიური მომსახურება;

დ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფასა და შესაბამისად აღჭურვას (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ე) საბაჟო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფას;

ვ) საბაჟო დეკლარაციის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) შევსებას, გამოწერას, კონტროლის დაწესებას, მოხსნისთვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობას;

ზ) საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობას;

თ) ნებართვას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი, თზ-ში საქმიანობის სავარაუდო გეგმის მიხედვით შესაბამისი მასშტაბის ლაბორატორიის მოწყობას;

ი) სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკა-დანადგარების რაოდენობის, სახეობის განსაზღვრასა და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის პირობების და მოთხოვნების შემცირების ან გაზრდის უფლებამოსილება აქვს სამსახურს.

5. შესაძლებელია შეიცვალოს თზ-ის ფუნქციონირებისათვის დადგენილი პირობები, რის შესახებაც ერთი წლით ადრე ეცნობება ორგანიზატორს ფუნქციონირების ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ორგანიზატორის წინააღმდეგობის შემთხვევაში სათანადო პასუხისმგებელი ორგანო თავად უზრუნველყოფს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ამისათვის საკმარისი ფუნქციონირების ვალდებულებების უზრუნველმყოფი გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციის საშუალებით.

თავი IV

თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წე

[https://legali.ge/law/4772532/muxli-6/](https://legali.ge/law/4772532/muxli-6/)

---

## მუხლი 7. 1. საქართველოს მთავრობისათვის თზ-ის შექმნის ინიციატივით ორგანიზატორის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის (შემდგომში – სამი­ნისტრო) დას­კვნის მომზადების მიზნით წარდგე

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_

2. თანდართული დოკუმენტაციის სახით წარდგენილი უნდა იქნეს ის ინფორმაცია, რაც საკმარისია საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის, ასევე სხვა პარამეტრების შესახებ სამსახურის მიერ მოთხოვნების განსაზღვრისათვის, აგრეთვე ვალდებულებას ფუნქციონირების დაწყების ვადის ფარგლებში ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ან მტკიცებულებებს, რომ დაკმაყოფილებულია თზ-ის შექმნისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

3. იმ შემთხვევაში, როცა თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიის საზღვრების განლაგების მიხედვით ან/და ორგანიზატორის სურვილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შესვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შეტანა, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პირის გასვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გატანა განხორციელდება უშუალოდ თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიიდან, აუცილებელია წარდგენილ იქნეს ინფორმაცია სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის ან/და სხვა კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების, აგრეთვე, სხვა პარამეტრების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრისათვის.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული ინფორ­მაციის საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების მომზადების მიზნით განცხადების რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

5. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადაა განცხადების რეგისტრაციიდან 25 კალენ­დარული დღ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-7/](https://legali.ge/law/4772532/muxli-7/)

---

## მუხლი 8. 1. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სამუშაო ჯგუფი იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარ

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_

2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით, გარკვეული პერიოდულობით გამართოს ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოს­მენის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფის უფროსი საკუთარი ინიციატივით, ან განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე სხდომის ხელმძღვანელი ვალდებულია, სხდომა გამოაცხადოს დახურულად.

4. დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებისას სამუშაო ჯგუფი მართავს ზეპირი მოსმენის სხდომას და განმცხადებელთან შეთანხმებით განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით დადგენილ ვა­დაში ინფორმაციის წარუდგენლობა არის თზ-ის შექმნისათვის სა­ჭი­რო პირობების განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცე­მის სა­ფუძველი.

6. ამ მუხლში აღნიშნული წესით განსაზღვრული ვადის თაობაზე ეცნობება სამინისტრო

[https://legali.ge/law/4772532/muxli-8/](https://legali.ge/law/4772532/muxli-8/)

---

## მუხლი 9. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს თზ-ის ფუნქციონირების დაწყების ვადა, რომელიც მოიცავს თზ-ის შექმნის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების, საქა

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-9/](https://legali.ge/law/4772532/muxli-9/)

---

## მუხლი 10. 1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების დაწყებამდე ორგანიზატორს უფლება აქვს, დაიწყოს შეზღუდული საქმია­ნობა თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობი

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული უფლების რეალიზაციისათვის ორგანიზატორი წერილობით მიმართავს სამინისტროს თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის წინადადებით, აგრეთვე, სამსახურს – თზ-ის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის შემუშავების თხოვნით.

3. ტექნოლოგიური სქემით განისაზღვრება:

ა) თზ-ში შესატანი ან/და თზ-დან გასატანი საქონლის საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილები;

ბ) საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილიდან თზ-ში ან პირიქით გადაადგილების წესი;

გ) თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი.

4. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული წესით შემუშავებული ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად განახორციელოს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ნებისმიერი ღონისძიება თზ-ის მთელ ტერიტორიაზე.

5. თზ-ის ფუნქციონირებამდე შეზღუდული საქმიანობის დაწყებისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით ტექნოლოგიური სქემის დამტკი­ცება;

ბ) ორგანიზატორის მიერ თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური სქემით განსაზღვრული მინიმალური აღჭურვილობის დამონტაჟება და მისი სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

დ) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 10%-ის ოდენობით სამსახურისათვის წარდგენა;

ე) თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდე­ბუ­ლე­ბათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრო­ბას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლი­ლე­ბის შეტანა.

6. ორგანიზატორს უფლება აქვს, სამსახურისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 50%-ის ოდენობით წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული შეზ­ღუდული საქმიანობის დაწყებისათვის დადგენილი აუცილებელი პირობებიდან არ შეასრულოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები.

7. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ შეტყობინების გამოცემამდე აკრძალულია თზ-ის ტერიტორიაზე შეტანილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამუშავებული საქონლის (მათ შორის, ნარჩენის) თზ-ის ტერიტორიიდან გატანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება თზ-ში შეტანილი საქონლის უკან დაბრუნების მიზნით გატანა, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, ან განადგურებ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-10/](https://legali.ge/law/4772532/muxli-10/)

---

## მუხლი 11. 1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების ვადის და­წყე­ბის ამოწურვამდე 20 კალენდარული დღით ადრე, ან ვადამდე ორგანიზატორის განცხადების საფუძველზე სამსახ

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_

2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემად­გენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

3. ჯგუფის ამოცანაა, დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გან­საზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობა.

4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს ორგანიზატორს.

5. თზ-ის დათვალიერებისას დგება დათვალიერების შედე­გე­ბის ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-11/](https://legali.ge/law/4772532/muxli-11/)

---

## მუხლი 12. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა­წყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამი­სობის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის მოთხოვნას ამ ინსტრუქ

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-12/](https://legali.ge/law/4772532/muxli-12/)

---

## მუხლი 13. 1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გა­დაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესა­ბამი­სობის უარყოფის შემთხვევაში თზ-ის დათვალიერების შედეგე­ბის ამსახველ აქტში ფიქსირდება ინფორმაცია 

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინ­ფორმაციას სამინისტროს უგზავნის სამსახური. სამსახურის მი­ერ გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და ზეპირი მოსმენის გა­მარ­თვის შემდგომ ადგენს დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადა

[https://legali.ge/law/4772532/muxli-13/](https://legali.ge/law/4772532/muxli-13/)

---

## მუხლი 14. ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წე­სით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მო­თხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამა

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-14/](https://legali.ge/law/4772532/muxli-14/)

---

## მუხლი 15. ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წე­სით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მო­თხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამა

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-15/](https://legali.ge/law/4772532/muxli-15/)

---

## მუხლი 16. 1. ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლში აღნიშნული წერილო­ბითი შეტყობინების სამსახურში რეგისტრაციიდან მეორე სამუ­შაო დღეს სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განი

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_

2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემადგენ­ლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

3. ჯგუფის ამოცანაა, დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.

4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.

5. თზ-ის დათვალიერებისას დგება თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-16/](https://legali.ge/law/4772532/muxli-16/)

---

## მუხლი 17. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა­წყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამი­სობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანე

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-17/](https://legali.ge/law/4772532/muxli-17/)

---

## მუხლი 18. იმ შემთხვევაში, როცა ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლში მითითებული დათვალიერების აქტით არ დადასტურდება თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-18/](https://legali.ge/law/4772532/muxli-18/)

---

## მუხლი 19. თზ-ის ფუნქციონირების ვადის განმავლობაში ორგანიზა­ტორი ვალდებულია, უზრუნველყოს თზ-ის ფუნქციონირების და­წყებამდე არსებული ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგა­რების სამუშაო რეჟიმში ყოფნა, ინფრასტრუქტურაში შ

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-19/](https://legali.ge/law/4772532/muxli-19/)

---

## მუხლი 20. ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლში მითითებული ვალდებუ­ლების შეუსრულებლობისას თზ-ის საწარმოების მომსახურე­ბის/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელ­მწი­ფო ორგანო ვალდებულია, ორგანიზატორს ან თზ-ის

_თავი IV — თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი_

თავი V

თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და გარანტიიდან თანხის ჩამოჭ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-20/](https://legali.ge/law/4772532/muxli-20/)

---

## მუხლი 21. 1. ამ მუხლის მიზნებისათვის თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობად ითვლება თზ-ის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში ნებისმიერი წესის/პირობის დარღვევ

_თავი V — თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და გარანტიიდან თანხის ჩამოჭრა_

2. თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარან­ტია, გარანტიის შესრულების (რეალი­ზაციის) მოთხოვნას ან გარანტიი­დან საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორ­ციელებს სამსა­ხური.

3. ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლში მითითებული ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობისას წერილობითი მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ფულადი თანხის ოდენობა და გაუგზავნოს საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინება გარანტიიდან ამ თანხის ჩამოჭრის თაობაზე. საბაჟო ორგანო ვალდებულია, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში გარანტს მოსთხოვოს თანხის ჩამოჭრა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფას გარანტიიდან ჩამოჭ­რილი ფულადი თანხის ფარგლებში ახორციელებს თზ-ის სააგენტო, ხოლო თზ-ის სააგენტოს მიერ მოთხოვნის შესრულების შემდგომ დაუხარჯავი ფულადი თანხის არსებობის შემთხვევაში აღნიშ­ნული თანხა უნდა დაუბრუნდეს ორგანიზატორს.

5. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ვალდე­ბულების შეუსრულებლობისას სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შე­წყვე­ტის) მოთხოვნით.

6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გარანტიიდან მო­თხოვნილი თანხის მიღება, ორგანიზატორი ვალდებულია, წარ­მო­ად­გინოს ახალი გარანტია ან უზრუნველყოს მოთხოვნილი თანხის დაფარვა ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.

7. ორგანიზატორის მიერ ფუნქციონირების ვადის განმავლობაში თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედვე­ლობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის განხორციელებისათვის გარანტიიდან ჩამოჭრი­ლი თანხის თზ-ის სააგენტოს მიერ განკარგვის წესის შემუშავებას ერთობ­ლივად უზრუნველყოფენ სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-21/](https://legali.ge/law/4772532/muxli-21/)

---

## მუხლი 22. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გა­დაწყვეტილების მიღების შემდეგ ან/და თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში, თუ სამსახური აღმოაჩენს, რომ თზ-ში განსხვავებული საქმიანობის დაწყების ან სხვა გარემოების

_თავი V — თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და გარანტიიდან თანხის ჩამოჭრა_

თავი VI

საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესე

[https://legali.ge/law/4772532/muxli-22/](https://legali.ge/law/4772532/muxli-22/)

---

## მუხლი 23. 1. თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის სა­ზ­ღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სა­ტრანსპორტო საშუალების გადაადგილების, თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის კონტროლს ახორციე

_თავი VI — საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესები_

2. საბაჟო კონტროლის პროცედურები ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას შეიმუშავებს სამსახურ

[https://legali.ge/law/4772532/muxli-23/](https://legali.ge/law/4772532/muxli-23/)

---

## მუხლი 24. იმ შემთხვევაში, როცა თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა ხორციელდება თზ-ის შესასვლელ

_თავი VI — საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესები_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-24/](https://legali.ge/law/4772532/muxli-24/)

---

## მუხლი 26. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი განაცხადებს, რომ თზ გამოყენებული იქნება არსებითად მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს ამ ინსტრუქციის მე-3 თავით გათვალისწი

_თავი VI — საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესები_



[https://legali.ge/law/4772532/muxli-26/](https://legali.ge/law/4772532/muxli-26/)
