ინდ.მეწარმე სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 24 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
მოსამართლე – ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
განმცხადებელი – ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძე
წარმომადგენელი – გიგა სულაქველიძე, ზურაბ წკეპლაძე
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
კრედიტორები: 1. სს „საქართველოს ბანკი“
წარმომადგენელი – დავით მესხიშვილი
2. სს „თიბისი ბანკი“
წარმომადგენელი – კობა ქორიძე
3. შპს „ჯიესი“
წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე
4. შპს „აია სითი“
წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე
5. სოფიო ცირეკიძე
წარმომადგენელი – ნინო ჩუბინიძე
მოთხოვნა – ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1. – თამარ ცაგურიშვილი
2. – ნოდარ პაპუკაშვილი
3. – პაატა კუნჭულია
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმე.
2019 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა თამარ ცაგურიშვილმა, ნოდარ პაპუკაშვილმა და პაატა კუნჭულიამ და ი/მ სოფიო ხამაშურიძის წარმომადგენელმა გიგა სულაქველიძემ სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან კრედიტორსა და მოვალეს შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა, რის გამოც ითხოვეს კრედიტორთა კრების 2020 წლის 15 მარტამდე გადადება.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ინდივიდუალური მეწარმე სოფიო ხამაშურიძის გადახდისუუნარობის საქმეზე მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება, შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და დაადგინა:
1. მომრიგებელი საბჭოს წევრების თამარ ცაგურიშვილის, ნოდარ პაპუკაშვილის და პაატა კუნჭულიას და ი/მ სოფიო ხამაშურიძის წარმომადგენლის გიგა სულაქველიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2020 წლის 20 მარტს 15:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) სხდომის დარბაზი №5, შემდეგი დღის წესრიგით:
2.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა;
2.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში;
4. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ.გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს;
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე სხდომის მდივანი: თეონა აბზიანიძე.