შპს ,,იმპერიალი-2000-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1145-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/ 1145 -1 9

 

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2019 წლის 23 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

  ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე - ციცინო მოსიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი - თეონა აბზიანიძე

 მეურვე: სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე

მოვალე: შპს „იმპერიალი 2000"

განმცხადებლის წარმომადგენელი: ამირან მალაყმაძე (დირექტორი)

წარმომადგენელი - მირიან კვირიტიძე

კრედიტორი: სს „ბანკი ქართუ"

კრედიტორი: სს „დაზღვევის კომპანია ქართუ"

კრედიტორის წარმომადგენელი: ნათია ჩაჩანიძე

კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური

კრედიტორის წარმომადგენელი: მადონა გეწაძე

კრედიტორი: შპს "აგრიკომი"

კრედიტორის წარმომადგენელი: მიხეილ ვაშაკიძე

კრედიტორი: შპს „გალტამი"

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და   დაადგინა:

1. შპს „იმპერიალი-2000“-ის კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს შემდეგი დღის წესრიგით: 1. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა. კრება მოწვეული იქნეს 2020 წლის 24 იანვარს 15:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, სხდომის დარბაზი №5).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კრების თავმჯდომარე ციცინო მოსიძე

კრების მდივანი თეონა აბზიანიძე