აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის 2003 წლის 12 თებერვალის დადგენილება „ბიჭვინთის ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ“

მიღების თარიღი 12.02.2003
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 390040050.31.060.000000
გამოქვეყნების წყარო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 10, 18/05/2005
matsne.gov.ge 228 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის 2003 წლის 12 თებერვალის დადგენილება „ბიჭვინთის ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის დადგენილება 2003 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი ბიჭვინთის ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნავს, რომ აფხაზეთი არის ქართული ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი, აქ განისვენებს ერთიანი საქართველოს პირველი ბაგრატოვანი მეფე ბაგრატ III, ხოლო ბიჭვინთა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი და უპირველესი კათედრაა, რომლის ეპისკოპოსიც ჯერ კიდევ 325 წელს ქ. ნიკეის I მსოფლიო კრების მონაწილე წმ. მამათა შორის მოიხსენიება. ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციის გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით ბიჭვინთას მიენიჭა ერთ-ერთი უმთავრესი საეკლესიო სტატუსი. მისი განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანია ბიჭვინთის, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთი ძირითადი ადმინისტრაციული ცენტრის ოფიციალურად ცნობა ხელისუფლების მხრიდან. ამით კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდება აფხაზეთი, როგორც ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი. ბიჭვინთა კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო კათედრად, რაც გულისხმობს აღნიშნული ქალაქის საეკლესიო მმართველობის უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქისადმი დაქვემდებარებას (სტავროპიგიალურობას) და აქ საპატრიარქოს რომელიმე სტრუქტურის ადგილსამყოფელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: 1. ქალაქ ბიჭვინთის ხელისუფლებისა (მმართველობა ან ადგილობრივი თვითმმართველობა) და საქართველოს საპატრიარქოს შორის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით იდება ორმხრივი ხელშეკრულება. 2. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენიდან ერთი თვის ვადაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                    თ. ნადარეიშვილი