„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის N868 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-17/ნ |
|
2020 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“;
„მუხლი 1
დამტკიცდეს ფულადი დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.“.
,,ფულადი დახმარების გაცემის წესი“;
„მუხლი 1. მიზანი
ამ წესის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, გამოყოფილი შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ფულადი დახმარების გაცემის წესის განსაზღვრა.“;
„1. ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე განცხადებების დამუშავებას და ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).“;
„11. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სააგენტოს მიერ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემის პროცესის ობიექტურად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ უზრუნველყოფს მის მიერ ადმინისტრირებადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დევნილთა მონაცემებზე სააგენტოს წვდომას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
12. სააგენტო უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესაბამისი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსების თაობაზე ცნობის წარმოდგენის ნაცვლად შესაბამისი ინფორმაცია, ერთი სარკმლის პრინციპით, თავად გამოითხოვოს და მიიღოს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსგან“, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;
„2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების არსებობისას დევნილი განცხადებით მომართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს. განცხადებას, გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა (პირადობის მოწმობის/პასპორტისა და დევნილის მოწმობის ასლები), თან უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს გარდაცვალებიდან 2 თვის ვადაში;
ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ონკოლოგიური დაავადების დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია;
გ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
დ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა დაბადების მოწმობები;
ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ფორმა № IV- 100ა, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია და სხვა) და სადაზღვევო კომპანიისმიერ თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (თანხის გადარიცხვის ქვითარი/საგარანტიო წერილი) ან თანხის ანაზღაურების თაობაზე წერილობითი უარი, აგრეთვე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა მოცემულ პირზე შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახ. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსების თაობაზე;
ვ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა;
ზ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა, ქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების მოწმობა (მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში) ან/და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.“.
|