იკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,სიტი კრედიტი”-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №26

2020 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „სიტი კრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ზ“  ქვეპუნქტის,  ამავე  კანონის  50-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის N58/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის და პირობების მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის №91/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაუქმდეს   შპს   „სიტი   კრედიტის“   (საიდენტიფიკაციო   ნომერი   205293742) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით - 391209 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია;

2.   ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „შეზღუდული  პასუხისმგებლობის  საზოგადოება „სიტი    კრედიტის“    მიკროსაფინანსო    ორგანიზაციად    რეგისტრაციის    თაობაზე“ საქართველოს  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2009 წლის 15 დეკემბრის  №128 განკარგულება;

3. შპს „სიტი კრედიტის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319)

4. ეს  განკარგულება  გამოცემიდან  10-დღიან  ვადაში  უნდა  გამოქვეყნდეს  ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოს სსიპ  – საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს;

5. აღნიშნული    განკარგულების    გასაჩივრება    შეიძლება    თბილისის    საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

6.  ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის

დეპარტამენტის უფროსი  ირმა ბოკუჩავა.