⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.07.2025)
გაუქმებულია:

სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2020
ძალის დაკარგვა 24.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1.
სარეგისტრაციო კოდი 010340040.22.030.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,858 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2020 მიღება
24.07.2025 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
სტაჟირება
ინსტიტუტში ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამისა (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა) და ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე
მუხლი 3
სტაჟიორი
პირი, რომელიც სახელმწიფო პროგრამისა და ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას
მუხლი 3
კანდიდატი
პირი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამისა და ამ წესის შესაბამისად გაკეთებული აქვს განაცხადი სტაჟირების შესახებ.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (15)
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი
1. იცავს ორგანიზაციული ქცევის ნორმებს
2. ფლობს კონკრეტული სფეროს შესაბამის თეორიულ ცოდნას
3. დავალებას ასრულებს ხარისხიანად
4. დავალებას ასრულებს დადგენილ ვადებში
5. ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს
6. ავლენს გუნდურად მუშაობის უნარს
ნათესაობა სახელი, გვარი
7. ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე
როდიდან როდემდე
სპეციალობა კვალიფიკაცია
ენა კითხვა
როდიდან-როდემდე ორგანიზაციის – დაწესებულების დასახელება
შეფასების კრიტერიუმები
8. ავლენს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-14 2020 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში სტაჟირების გავლის წესი (დანართი №1); ბ) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №2); გ) სტაჟიორის შეფასების ფორმა (დანართი №3); დ) სერტიფიკატის ფორმა (დანართი №4). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი დანართი 1 სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში სტაჟირების გავლის წესის რეგულირების სფერო სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში (შემდგომში – ინსტიტუტი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. სტაჟირების გავლის მიზანი 1. ინსტიტუტში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორის მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. 2. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის საჯარო მოსამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმებისა და სტანდარტების გაზიარება. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – ინსტიტუტში ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამისა (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა) და ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც სახელმწიფო პროგრამისა და ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამისა და ამ წესის შესაბამისად გაკეთებული აქვს განაცხადი სტაჟირების შესახებ. მუხლი 4🔗. სტაჟიორად მიღება 1. ინსტიტუტში პირი სტაჟიორად მიიღება სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესით და/ან ამ წესით განსაზღვრული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ფორმით. 2. ინსტიტუტში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა. 3. ინსტიტუტში სტაჟიორთა მიღება წარმოებს წელიწადში ორჯერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და, საჭიროების შემთხვევაში, კალენდარული წლის სხვა პერიოდში ამ წესის შესაბამისად. მუხლი 5🔗. სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები ინსტიტუტში სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები: ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №2); ბ) ავტობიოგრაფია; გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ე) ერთი ფოტოსურათი (3X4); ვ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. თავი II სტაჟიორთა შესარჩევი კომისია, კონკურსი მუხლი 6🔗. სტაჟიორთა შესარჩევი კომისია 1. სტაჟიორთა შერჩევის მიზნით, ინსტიტუტში იქმნება სტაჟიორთა შესარჩევი კომისია (შემდგომში – კომისია) ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა. 2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისაგან. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 4. ინსტიტუტში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, უზრუნველყოფს სტაჟიორთა კონკურსთან (შემდგომში – კონკურსი) დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს, აწარმოებს საჭირო დოკუმენტაციას. ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირს არ აქვს ხმის უფლება. 5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი. 8. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში. 9. დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი ყოველი კონკურსის ჩატარებისას იღებს გადაწყვეტილებას სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კონკურსის ეტაპების შესახებ. 10. ამ მუხლის მე- 9 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება აისახება შესაბამის ოქმში. მუხლი 7🔗. კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადება 1. ინსტიტუტში სტაჟიორთა მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, კალენდარული წლის სხვა პერიოდში ამ წესის შესაბამისად. 2. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკურსი ცხადდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (stajireba.gov.ge), ხოლო ინსტიტუტის მიერ ინიციირებული კონკურსის შემთხვევაში, კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახური ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე HR.gov.ge -ზე. 3. კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მონაცემებს კონკურსის თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კონკურსის ჩატარების ეტაპების შესახებ; ბ) ინფორმაციას მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობის შესახებ, რომელსაც განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი; გ) ინფორმაციას სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის, ასევე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით; დ) ინსტიტუტის მიერ ინიცირებული კონკურსის შემთხვევაში ინფორმაციას კონკურსის დამატებით ეტაპებთან დაკავშირებით. მუხლი 8🔗. განაცხადი კონკურსზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (stajireba.gov.ge/ HR.gov.ge) მეშვეობით უნდა გააკეთოს განაცხადი სტაჟირების გავლის თაობაზე. მუხლი 9🔗. ინსტიტუტის მიერ ინიცირებული კონკურსის ეტაპები 1. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) განაცხადის გადარჩევა; ბ) გასაუბრება; გ) ინსტიტუტის დირექტორის გადაწყვეტილებით დამატებით წერითი/ზეპირი დავალება. 2. კონკურსის ეტაპებთან დაკავშირებით, ყოველი კონკურსის ჩატარებისას გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აისახება ოქმში. მუხლი 10🔗. ინსტიტუტის მიერ ინიცირებული კონკურსის საორგანიზაციო საკითხები 1. ინსტიტუტში სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას კოორდინაციას უწევს ინსტიტუტში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი. 2. სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ პირთა მიერ დოკუმენტაციის წარდგენა და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს კონკურსის საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას, მათ შორის, უზრუნველყოფს სტაჟირების გავლის მსურველთა განცხადებების გადარჩევას (წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას) და ორგანიზებას უწევს გასაუბრების ჩატარებას. 4. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისია ინსტიტუტის დირექტორს/კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი. 5. კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟირების კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირები ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით ინიშნებიან სტაჟიორებად. 6. ინსტიტუტში სტაჟირების გავლის კანდიდატი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილია სტაჟიორად დასანიშნად, ინსტიტუტის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირს წარუდგენს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. მუხლი 11🔗. ინსტიტუტის მიერ ინიცირებული კონკურსის პირობები 1. კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არაუადრეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ყოველი მომდევნო ეტაპი – წინა ეტაპის დასრულებიდან არაუადრეს 7 სამუშაო დღისა. 2. გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების გავლის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსით დადგენილ წინა ეტაპს. 3. გასაუბრება ტარდება სტაჟირების გავლის კანდიდატის სტაჟირების გავლისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მოტივაციის, მისი პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების მიზნით. 4. ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი უზრუნველყოფს სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატისათვის ინფორმაციის მიწოდებას, კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე. 5. ინსტიტუტის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი წერილობით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს სტაჟირების გავლის მსურველ კანდიდატს კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 6. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კომისიის მიერ ვერ იქნა შერჩეული დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატი. მუხლი 12🔗. დავის გადაწყვეტა დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III სტაჟიორის და ინსტიტუტის უფლება-მოვალეობები, სტაჟირების ვადა მუხლი 13🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორს სტაჟირების პერიოდში ინსტიტუტის დირექტორის მიერ ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაო აღწერილობის ფარგლებში. 2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს ინსტიტუტის და მთლიანად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტისა და სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს ინსტიტუტის დირექტორს; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 3. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და  რომელიც გამომდინარეობს საჯარო ინსტიტუტის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას ინსტიტუტის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. 4.    სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს ინსტიტუტის დებულების შინაარსიდან, ხოლო  მისი ინსტიტუტში  ყოფნისა  და ქცევის წესები – ინსტიტუტის შინაგანაწესიდან. მუხლი 14🔗. ინსტიტუტის უფლება-მოვალეობები 1. ინსტიტუტი  სტაჟიორს უქმნის სათანადო  პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, ინსტიტუტი და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის ინსტიტუტში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით. 3. ინსტიტუტი ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე. მუხლი 15🔗. სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები სტაჟირების ხელმძღვანელი: ა) ვალდებულია, ინსტიტუტის დირექტორის გადაწყვეტილებით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფის ან პერსონალურად კონკრეტული სტაჟიორის საქმიანობას; ბ) პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. გ) ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით; დ) აფასებს სტაჟიორს დანართი №4-ით გათვალისწინებული სტაჟიორის შეფასების ფორმის მიხედვით. ე) აწვდის ინფორმაციას ინსტიტუტში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირს სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მიერ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე; ვ) უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით  მოითხოვოს  სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა. მუხლი 16🔗. სტაჟირების ვადა ინსტიტუტში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ინსტიტუტის დირექტორის ბრძანების საფუძველზე არაუმეტეს 3 თვემდე ვადით. მუხლი 17🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 სამუშაო დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა; გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინსტიტუტის დირექტორი და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში, აცნობებს ბიუროს. მუხლი 18🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის  ხელმძღვანელი  აფასებს სტაჟიორს დანართი N3-ით გათვალისწინებული სტაჟიორის შეფასების ფორმის მიხედვით და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეფასება განისაზღვრება არანაკლებ 22 ქულით, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დანართი №4), რომელსაც ხელს აწერს ინსტიტუტის დირექტორი. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეფასება 22 ქულაზე ნაკლებია, სტაჟიორს მისივე მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ. დანართი №2 განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ 1. სახელი, გვარი ფოტოსურათი 2. დაბადების ადგილი, თარიღი 3. პირადობის მოწმობის ნომერი 4. ოჯახური მდგომარეობა 5. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------- 6. ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) ნათესაობა სახელი, გვარი სამუშაო ადგილი 7. განათლება (როდის, რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრეთ) როდიდან როდემდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად? 9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) სპეციალობა კვალიფიკაცია 10. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად) ენა კითხვა საუბარი 11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 12. შრომითი საქმიანობა როდიდან-როდემდე ორგანიზაციის – დაწესებულების დასახელება 13. თანახმა ვარ, რომ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები სტაჟირების გავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში გადამოწმებულ იქნეს, გადაეცეს და/ან სხვაგვარად დამუშავდეს საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების/უწყებების მიერ. ხელმოწერა ------------------------- შევსების თარიღი -------------------------- დანართი №3 სტაჟიორის შეფასების ფორმა დაწესებულება (დასახელება):         სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული: _____________________________________________ სტაჟიორის სახელი/გვარი: ____________________________________________________ სტაჟირების ხელმძღვანელი: ____________________________________________________ სტაჟირების დაწყების თარიღი: ____________________________________________________ სტაჟირების დასრულების თარიღი: ________________________________________________ შევსების თარიღი: ____________________________________________________ № შეფასების კრიტერიუმები არ ვეთანხმები  (1 ქულა) ნაწილობრივ ვეთანხმები (2 ქულა) სრულიად ვეთანხმები (3 ქულა) 1. იცავს ორგანიზაციული ქცევის ნორმებს 2. ფლობს კონკრეტული სფეროს შესაბამის თეორიულ ცოდნას 3. დავალებას ასრულებს ხარისხიანად 4. დავალებას ასრულებს დადგენილ ვადებში 5. ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს 6. ავლენს გუნდურად მუშაობის უნარს 7. ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე 8. ავლენს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს 9. ავლენს კრიტიკული აზროვნების/ანალიზის უნარს 10. ავლენს ინიციატივის გამოვლენის უნარს 11. ავლენს კომუნიკაციის უნარს 12. ქულა ___________ დამატებითი კომენტარი/რეკომენდაცია სტაჟიორის შეფასებასთან დაკავშირებით: ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- მენტორის ხელმოწერა: ----------------         სტაჟიორის ხელმოწერა: