📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2020
ძალის დაკარგვა 02.02.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1/1
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016440
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 220 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2020 მიღება
02.02.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1/1 2020 წლის 20 იანვარი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და "სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ"  საქართველოს პრეზიდენტის, 2013 წლის 8 ოქტომბრის, №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-სა. ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი (ტერიტორიული კოეფიციენტი) და ნორმატიული ფასის მარეგულირებელი K კოეფიციენტი 220 (ორას ოცი) ოდენობით თანახმად დანართი  №2-ისა. გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანახმად დანართი № 3-ისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 27 თებერვლის №5/2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 04/03/2019, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016410). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია