გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის განხორციელების წესის შესახებ
მიღების თარიღი 20.01.2020
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო ზონა
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016470
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზონა | საცხოვრებელი ადგილი |
| I | ვაჩნაძიანი |
| II | მუკუზანი |
| III | ჩუმლაყი |
| IV | ჭანდარი |
| VI | ჩალაუბანი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.01.2019
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის განხორციელების წესის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2020 წლის 20 იანვარი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამა თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №10 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne .gov.ge, 06/03/2019 , 010250050.35.166.016435)
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამა
მუხლი 1🔗.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა”) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის” პროგრამის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, პროგრამის სამიზნე ჯგუფებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით დახმარების გაცემის პირობებს.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მიზანი
1) აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;
2) სამიზნე ჯგუფების სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა;
3) სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა.
მუხლი 3🔗.
პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 4🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა
პროგრამის მიზანია მძიმე სოციალური ფონის გამო მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და წახალისება. ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი არასრულწლოვანი შვილი, დახმარება გაიცემა მე-4 და ყოველ შემდეგ 18 წლამდე ასკის ბავშვზე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება გაიცემა განცხადებით მიმართვის თვიდან. 18 წლის შესრულების შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვზე დახმარება ოჯახს შეუწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ა. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ა.გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ა.ვ) ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ.
მუხლი 5🔗.
ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა
ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარება გაიცემა 1 წლამდე ასაკის ახალშობილზე, თუ ბავშვი რეგისტრირებულია და ოჯახი ფაქტობრივად მცხოვრები გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გასაცემი თანხის ოდენობა შეადგენს ერთ ბავშვზე 300 (სამას ლარს);
ა) ახალშობილთა ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) საინფორმაციო ბარათი ბავშვის რეგისტრაციის შესახებ;
ა.ე) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 6🔗.
0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
პროგრამის მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი საკვების მიწოდება.
სამიზნე ჯგუფები:
ა) ერთი წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ოჯახი პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მომართვის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა. დახმარება 100 ლარი გაიცემა ყოველთვიურად შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.
ბ) ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დააავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვი. წლიური ლიმიტი განისაზღვროს 2000 ლარით.
ა. ბავშვთა კვების თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ა.ე) ხარჯის აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ა.ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ა.თ) ცნობა სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებაში საკვებით უზრუნველყოფის განცხადებით მიმართვის შესახებ.
მუხლი 7🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვთა საზაფხულო ბანაკი ,,აირჩიე პროფესია"
სამიზნე ჯგუფი:
მეათე კლასის 100-მდე მოსწავლე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებიდან. ბანაკის მონაწილეები 5 დღის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ კურსს 10 სხვადასხვა პროფესიაში.
ა) დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) მშობლის განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ;
ა.ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 8🔗.
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა
პროგრამის მიზანია სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების, ბავშვის მიტოვების რისკის შემცირების და ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდის ხელშეწყობა. სამიზნე ჯგუფი: ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს ოთხი ან მეტი ბავშვი და განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 30 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; გაიცემა ფულადი დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.
ა. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლები;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ;
ა.ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 9🔗.
დაუნის სინდრომის, 0 - 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის და ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსების ქვეპროგრამა
მიზანი: ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა დაუნის სინდრომის, 0-7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის და ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება განხორციელდება წლიური ლიმიტი 1000 ლარის ოდენობით. ბენეფიციარის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.
ა. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) პაციენტის და/ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ა.დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ა.ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან პროგრამაში ჩართვის შესახებ
მუხლი 10🔗.
სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა
მიზანი: მოსახლეობისთვის სამედიცინი მომსახურებაზე (სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა, გამოკვლევები) ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თვითმმართველობის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის განხორციელება.
1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) თანადაფინანსების სამიზნე ჯგუფები და დაფინანსების წესი:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირებზე, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელია გურჯაანის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000- , გასაცემი თანხა შეადგენს სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარის;
ბ) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანზე გასაცემი თანხა შეადგენს სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარის;
გ) ბენეფიციარებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან „ა“, და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებს, სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის გაიცემა 500 ლარამდე, სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50% არაუმეტეს 100 ლარის, 500 ლარიდან 1000 ლარამდე – 50% არაუმეტეს 200 ლარი, 1000 ლარიდან 1500 ლარამდე – 250ლარი", 1500 – ლარზე მეტი 350 ლარი.
2.ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 1000 ლარით.
3. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის და/ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
ზ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
თ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
4. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული მკურნალობა, კვლევა) თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 1000 ლარით.
5. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის და/ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა № IV100/ა (გაცემული ექიმი ონკოლოგის მიერ);
დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვა ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფინანსების შესახებ ცნობა.
ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 11🔗.
მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების ქვეპროგრამა
პროგრამის მიზანია მედიკამენტების შეძენაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
1. მოქალაქთა მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების წესი:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 000-ზე ნაკლები ქულის მქონე პირის და მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის მედიკამენტების თანადაფინანსება განხორციელდება მედიკამენტების ღირებულების 50%-ით არაუმეტეს 100 ლარისა წელიწადში ერთხელ.
ბ) მიასთენიით დაავადებულთა სამკურნალო მედიკამენტების, 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთა ანტიკონვულსანტების (გარდა სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტისა) თანადაფინანსება მოხდება წლიური ლიმიტის 480 ლარის ფარგლებში, ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 120 ლარი;
გ) A-ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშებისთვის ჩხირების თანადაფინანსება მოხდება წლიური ლიმიტი 480 ლარის ფარგლებში, ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 120 ლარი.
2. მოქალაქეთა მკურნალობისათვის (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსებისთვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის პირადობის ან/და დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის) ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
3. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება მოხდება წლიური ლიმიტი 300 ლარის ფარგლებში.
4. ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა (გაცემული ონკოლოგის მიერ);
დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 12🔗.
მოქალაქეთა უფასო კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 120 000- მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრებისთვის და ხანდაზმულთა საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ბენეფიციართა უფასო კვება განხორციელდება დღეში ერთხელ კვირაში ექვსი დღე. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა თანადგომა“. სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაციის – „მოქალაქეთა თანადგომის“ – დაფინანსება განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
ა) დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან
მუხლი 13🔗.
ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა
პროგრამის მიზანია ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარება
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით.
2.მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) ბრძოლების მონაწილე გარდაცვლილთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა ფინანსური დახმარება ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
ა) დახმარების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;
ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 14🔗.
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა – 250 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ.
1.დახმარების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვალების მოწმობა;
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლიდან მიცვალებულის უპატრონობის შესახებ;
დ) ხარჯის გამწევი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 15🔗.
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამა
სამიზნე ჯგუფები:
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად მცხოვრებ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა – საცხოვრებელი ფართის ქირა 100 ლარის ოდენობით გაიცემა:
ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან;
ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
გ) თუ ოჯახს აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინა, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც უნდა დადგინდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ;
დ) თუ მრავალშვილიანია;
ე) თუ ძალადობის მსხვერპლია;
ვ) სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასული 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდა.
1. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ძალადობის მსხვერპლად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ;
თ) ცნობა ქირით ცხოვრების შესახებ (გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ).
მუხლი 16🔗.
უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა
უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ეთჯერადი ფულადი დახმარების ქვეპროგრამა ითვალისწინებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადად არაუმეტეს 5 000 ლარის ფულადი დახმარების გაცემას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის დასკვნის) საფუძველზე.
1. უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნა;
დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 17🔗.
ხანდაზმულ პირთა დახმარების ქვეპროგრამა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 და 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით (დაბადების დღეს ან ხანდაზმულთა დღეს – 1 ოქტომბერს).
1. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 18🔗.
ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარების ქვეპროგრამა
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. სამიზნე ჯგუფი და დახმარების ოდენობა: გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 65 000-დან 100 000-მდე გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 50 ლარის ოდენობით კომუნალური გადასახადის (ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის) თანადაფინანსების მიზნით ან უნაღდო ანგარიშსწორებით .
1. ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ან ,,სოკარ-ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი), ან თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 19🔗.
ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების ქვეპროგრამა
სამიზნე ჯგუფები და დახმარების გაცემის წესი:
1.მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით.
2. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით.
3.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახების დახმარება ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – თვეში 10 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე შშმ პირების – თვეში 10 ლარის ოდენობით.
5. რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები – 10 ლარის ოდენობით. თანხა ანაზღაურდება აბონენტის ნომრის მიხედვით.
6. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის);
გ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) შშმბ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) რეინტეგრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ცნობა მშობლის გარდაცვალების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
თ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ი) სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი);
კ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 20🔗.
დიალიზის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა, დაუნის სინდრომის, 0 - 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის და ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების ქვეპროგრამა
ამ მიზნით ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება მოხდება ყოველთვიურად სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელი ადგილის დაშორების შესაბამისად, ზონების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ზონა
საცხოვრებელი
ადგილი
სამედიცინო
დაწესებულების
მდებარეობა
თანხა
(ლარი)
სამედიცინო
დაწესებულების
მდებარეობა
თანხა
(ლარი)
სამედიცინო
დაწესებულების
მდებარეობა
თანხა
(ლარი)
I
ვაჩნაძიანი
გ უ რ ჯ ა ა ნ ი
40
თელავი
40
თბილისი
100
კალაური
შაშიანი
ვაზისუბანი
II
მუკუზანი
30
70
ზეგაანი
ველისციხე
ახაშენი
ყიტაანი
III
ჩუმლაყი
20
70
გურჯაანი
ს. გურჯაანი
IV
ჭანდარი
30
80
ძირკოკი
ვეჯინი
კოლაგი
40
100
ბაკურციხე
კარდენახი
VI
ჩალაუბანი
50
100
მელაანი
არაშენდა
ჯიმითი
კაჭრეთი
ზ/კაჭრეთი
2. ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 21🔗.
შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა დახმარების ქვეპროგრამა
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე შშმ პირთა მოვლის საშუალებების (პამპერსი, სველი ხელსახოცი) თანადაფინანსება მოხდება წელიწადში 4-ჯერ ერთჯერადად არაუმეტეს 120 ლარი.
2. შშმპ სპორტსმენის აბილიტაციისთვის ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება თვეში 100 ლარი.
3. 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე „დღის ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლისთვის ვაუჩერის თანადაფინანსება ყოველთვიურად (სახელმწიფო ვაუჩერის ღირებულების 20 %).
4. მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტის რეაბილიტაციის თანადაფინანსება – წლიური ლიმიტი 1000 ლარი.
5. უსინათლოთათვის ხმოვანი აპარატის შეძენა.
6. შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის და/ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შშმბ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 22🔗.
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის და პროფესიული სასწავლებლის მოსწვლის სწავლის საფასურის თანადაფინანსების ქვეპროგრამა
1. სამიზნე ჯგუფი და დაფინანსების წესი:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების (ოჯახის სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდე ) ობოლი სტუდენტი;
ბ) მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტი;
გ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18 წლის სტუდენტის სწავლების თანადაფინანსება შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარს.
2. სოციალურად დაუცველი ოჯახების ობოლ სტუდენტთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის სწავლების თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სტუდენტის მოწმობის ასლი;
ე) მშობლის/ მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი რომელშიც ოჯახის საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია (საჭიროების შემთხვევაში);
თ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის ღირებულების ოდენობის და საბანკო ანგარიშის ნომრის შესახებ;
ი) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ(საჭიროების შემთხვევაში);
კ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 23🔗.
სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსების დამატებითი პირობები
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვეპროგრამით მოსარგებლის დაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის გზით, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) ბენეფიციარის სტატუსის შესწავლას;
გ) ბენეფიციარის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას;
დ) ბენეფიციარის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას.
2. დაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) ბენეფიციარს, რომელმაც მიმდინარე წელს ისარგებლა ამ პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით ეზღუდება მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სარგებლობა. ასევე, ბენეფიციარს, რომელმაც მიმდინარე წელს ისარგებლა ამ პროგრამის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით ეზღუდება მე-10 მუხლის პირველი პუნქტით სარგებლობა;
გ) ბენეფიციარი ითხოვს მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსებას.
3. ოპერაციული, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვაში ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას და მას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი.
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები:
ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების“ და „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების“ ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეს;
ბ) „სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეს.
6. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, ჩვენს მიერ გაცემული ადმინისტრაციული და პირების ასლი) წარმოდგინის ვადაა არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 30 რიცხვისა.
7. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება.
8. სამედიცინო კვლევის ან სტაციონარული მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილ ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტზე.
მუხლი 24🔗.
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
1. საორგანიზაციო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
2. საფინანსო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
მუხლი 25🔗.
პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 26🔗.
პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;
ბ) სოციალური ქსელი;
გ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მუხლი 27🔗.
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა;
3. დაგეგმილი და ფაქტობრვი მონაცემების შესაბამისობა;
4. პროგრამის განხორციელების ვადები.
მუხლი 28🔗.
პროგრამის განხორციელების შედეგი
1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი;
2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას;
3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები;
4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.