„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016755
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №13

2020 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებით (ვებგვერდი, 14/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016679) დამტკიცებულ  დებულებაში  შეტანილ  იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის 91-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. თავდაცვის ძალებში პოლიგონის/სასროლეთის/ტირის, საწვრთნელი ველის და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) სტანდარტების განსაზღვრა, მათი განვითარების გეგმების  შემუშავება, მოწყობისა და ფუნქციონირების ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.“.

2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) პოლიგონის, სასროლეთისა და სიმულაციური საშუალებების განვითარების განყოფილება.“.

3. მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის:

ა) „ა.ა“ და „ა.ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) რადიოკავშირების ოცეული;

ა.ბ) ინტეგრირებული ქსელების ოცეული;“;

ბ) „ბ” და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სტაციონარული კავშირგაბმულობის სამსახური:

ბ.ა) კავშირების მართვის მორიგეების ჯგუფი;

ბ.ბ) რადიოკავშირების განყოფილება;

ბ.გ) სატელეფონო სისტემების ადმინისტრირების განყოფილება;

ბ.დ) საფელდეგერო კავშირების განყოფილება;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახური:

გ.ა) ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების განყოფილება;

გ.ბ) ტექნიკური დახმარების განყოფილება.”.

4. მე-4 მუხლის მე-13 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) კავშირგაბმულობის ცენტრის შტაბი.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-11 მუხლს დაემატოს „41“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. პოლიგონის, სასროლეთის და სიმულაციური საშუალებების განვითარების განყოფილების კომპეტენციაა:

ა) თავდაცვის ძალებში პოლიგონის/სასროლეთის/ტირის, საწვრთნელი ველის (ტერიტორია/ობიექტი) და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) სტანდარტების განსაზღვრა, მათი პერიოდული მონიტორინგი, შეფასება და განვითარების გეგმების  შემუშავება;

ბ) თავდაცვის ძალებში პოლიგონის/სასროლეთის/ტირის, საწვრთნელი ველის (ტერიტორია/ობიექტი) და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) მოწყობისა და ფუნქციონირების ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) პოლიგონის/სასროლეთის და სიმულაციური საშუალებების სახელმძღვანელოების შემუშავებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“.

7. მე-17 მუხლს დაემატოს „41“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. კავშირგაბმულობის ცენტრის შტაბი ახორციელებს:

ა) კავშირგაბმულობის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას და კონტროლს;

ბ) კავშირგაბმულობის ცენტრის ადამიანური რესურსების მართვას, სოციალური დაცვის საკითხების შესახებ წინადადებების მომზადებას, პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებებს; წარმართავს პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, ქმნის მონაცემთა ერთიან ბაზას და ახორციელებს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვას;

გ) კავშირგაბმულობის ცენტრის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას, სადაზვერვო ღონისძიებებისა და ცენტრში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

დ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მომზადებისა და პირადი შემადგენლობის განათლების დაგეგმვას და კონტროლს; საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და კონტროლს; ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას და საბრძოლო მზადყოფნის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას;

ე) კავშირგაბმულობის ცენტრის სამხედრო-ტექნიკური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვას, შესრულების ორგანიზებას, კოორდინირებას და კონტროლს.“.

8. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9.  მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქვედანაყოფის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, გარდა ამავე დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურე.“.

10. მე-18 მუხლს დაემატოს „81“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„81. კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს კავშირგაბმულობის ცენტრის შტაბის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 30 იანვრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.01.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016755.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13, 28.01.2020, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016755 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4779418/