აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2020
ძალაში შესვლა 01.03.2020
ძალის დაკარგვა 01.08.2024
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016297
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 200 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2020 მიღება
01.03.2020 ძალაში შესვლა
01.08.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №3 2020 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის, მე-12 მუხლის „დ“ პუნქტის, მე-15 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად: 1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს შემდეგი ტერიტორიული ორგანოები: ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო; ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო; გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის  ტერიტორიული ორგანო. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე) უზრუნველყოს: ა) წარმომადგენლობების ბალანსზე რიცხული ქონების და მიმდინარე ვალდებულებების აღრიცხვა და სამინისტროსთვის გადაცემა; ბ) სამსახურებრივი დოკუმენტაციის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებულის, დამუშავება-სისტემატიზაცია და სამინისტროსათვის გადაცემა ან/და მათი დაარქივება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე