„ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის N2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-68
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.023.016617
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-68

2020 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის №2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის №2-621 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/08/2018, სარეგისტრაციო კოდი    010320040.22.023.016535) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1-ტ6“ ქვეპუნქტები:

„ტ1) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა;

ტ2) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული მწარმოებლების ელექტრონული რეესტრის წარმოება;

ტ3) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების ავტორიზაციის განხორციელების უზრუნველყოფა;

ტ4) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) განხორციელების ანგარიშების მომზადება;

ტ5) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების კოორდინირება;

ტ6) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტების და კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების (მგვ) სამმართველო“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის ხელშეწყობა;“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების (მგვ) სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთნ (მგვ) დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაცია;

გ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების ავტორიზაცია (შემოსული განაცხადების განხილვა, შეფასება, შენიშვნების და წინადადებების მომზადება, დასკვნების და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება);

დ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციებიდან მიღებული წინა კალენდარულ წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშების განხილვა, შესაბამისი კომენტარების მომზადება;

ე) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მომავალი კალენდარული წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და შეთანხმება;

ვ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული, სამინისტროს წლიური ანგარიშის მომზადება (სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მიხედვით);

ზ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების კოორდინირება;

თ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების პროექტების შემუშავება და განხორციელება;

ი) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;

კ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობა და მწარმოებლების ინფორმირება;

ლ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) რეესტრის წარმოება;

მ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული პროდუქციისა და მისგან წარმოქმნილი ნარჩენების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის წარმოება  და მართვა (ნარჩენების ნაკადების მიხედვით);

ნ) ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;

ო) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის N2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2020.
როდის იქნა მიღებული „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის N2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის N2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.01.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-68. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.023.016617.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის N2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის N2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის N2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის N2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-68, 28.01.2020, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016617 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4780193/