ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52-1
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016675
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,291 სიტყვა · ~21 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 29.06.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 27.12.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 03.05.2016 სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 27.11.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52-1 2020 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დაფუძნდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლეს. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი მარტიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად. 2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო“.  სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სსიპ – ტრანსპორტის განვითარების სააგენტო“. 3. სააგენტო, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო  და კანონქვემდებარე აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით (შემდგომში – დებულება). 4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მთავრობის წინაშე. 5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში. 6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7.  სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა №7. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები  სააგენტოს მიზნებია: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის წარმოება; ბ) თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროცესების მართვა. მუხლი 3🔗. სააგენტოს ფუნქციები 1. სააგენტოს ფუნქციებია: ა) თბილისის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების განსაზღვრაში, აგრეთვე შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში მონაწილეობის მიღება; გ) დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების, მათ შორის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შემუშავება და განხორციელება; დ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება და განხორციელება; ე) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავება თბილისის მთავრობისათვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა; ვ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავება თბილისის მთავრობისათვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა; ზ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) მოძრაობის ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით; თ) სპეციალური რეგულარული გადაყვანის (საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) მარშრუტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით; ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების პერიოდულად შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; კ) სააგენტოს კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ლ) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა და გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით; მ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, გაცემულ ნებართვებზე მოქმედი სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელება; ნ) M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის გაჩერებების განსაზღვრასა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; ო) სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიან მოძრაობის სამარშრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა; პ) ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) ფუნქციური ზონის ცვლილების და სპეციალური ზონალური შეთანხმებით ქალაქგეგმარებითი პარამეტრების ცვლილების საკითხებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; რ) ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შემუშავებაში და განხილვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ს) მშენებლობის ნებართვის დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტისა) შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება; ტ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების  შეფასება; უ) სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზება; ფ) თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პარკირების წესების შესაბამისად ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; ქ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის გაცემა; ღ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სააგენტოს დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური საშვის გაცემა; ყ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებებისა და სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების (მარშრუტის) შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; შ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 135-ე-135​​2 მუხლებით, 135​​3 მუხლის პირველი ნაწილით, 135​​4 და 135​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; ჩ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–135​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება; ც) ტრანსპორზე ზეგავლენის შეფასების კვლევის მომზადება და შეთანხმება; ძ) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარება; წ) თავისი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, გრანტების მოზიდვა; ჭ) სააგენტოს საქმიანობის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ხ) სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა; ჯ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე ზემდგომ ორგანოში სააგენტოს ინტერესების დაცვა; ჰ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. სააგენტოს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების პროქტების მომზადების პროცესში ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება  სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თავის კომპეტენციაში მიკუთვნებული საკითხების განვითარებისა და  სრულყოფისათვის, შეიმუშაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმები; გ) საჭიროებისამებრ მონაწილეობა მიიღოს თბილისის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელებაში; დ) დაიცვას  სააგენტოს ინტერესები ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში; ე) საჭიროების შემთხვევაში, მოიზიდოს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციები; ვ) მოამზადოს სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის დოკუმენტაცია, მოახდინოს მათი ტირაჟირება და გავრცელება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ზ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; თ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე, დაუყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორგანოში; ი) სამართლებრივ ურთიერთობებში გამოვიდეს საკუთარი სახელით; კ) კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გასცეს ნებართვები; ლ) მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; მ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოითხოვოს ინფორმაცია თბილისის  ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან; ნ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ; ო) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; პ) კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს დაჩქარებული მომსახურება და მიიღოს საფასური; რ) კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები. 3.  სააგენტო ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და საჩივრები (პროტესტები), განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში; გ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 4🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა   1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. 2. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სააგენტოს უფროსი. 3. სააგენტოს უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე. 4. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი. 5. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში სააგენტოს უფროსის მოვალეობას, სააგენტოს უფროსის ბრძანებით,  ასრულებს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6. სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სააგენტოს უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე ასრულებს სააგენტოს უფროსის მოვალეობას. მუხლი 5🔗. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტოს უფროსი: ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს  სააგენტოს საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ)  თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს  სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–135​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით –  დადგენილებით; თ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; ი) ამტკიცებს  სააგენტოს შინაგანაწესს; კ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ლ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; მ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ნ) თვალყურს ადევნებს სააგენტოზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას; ო) თბილისის მთავრობას წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობის მისაღებად. პ) შუამდგომლობს თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ფუნქციების შესასრულებლად; ჟ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა  სააგენტოს ფუნქციების შესასრულებლად; რ) თბილისის მთავრობას უმზადებს სააგენტოს დებულების ან არსებულ დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; ს) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად; ტ) თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; უ) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ფ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ქ) სააგენტოს თანამშრომლებზე ანაწილებს სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომლების სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საშვის ფორმას; ღ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება,  სააგენტოს უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს სააგენტოს უფროსის მოადგილეს. 3. სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, სააგენტოს უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს სამსახურის უფროსს ან სააგენტოს უფროსის მოადგილეს. მუხლი 6🔗. სააგენტოს უფროსის მოადგილეები  სააგენტოს უფროსის მოადგილეები: ა) სააგენტოს უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) აკონტროლებენ  სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას; გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სააგენტოს უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; დ) ასრულებენ სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურა   1.  სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების მეშვეობით. 2.  სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) მარშრუტების დაგეგმარების სამსახური; გ) საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური; დ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამსახური; ე) სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის სამსახური; ვ) ურბანული მობილობის ანალიტიკის სამსახური; ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური; თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური; ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახური; კ) მონიტორინგის სამსახური. მუხლი 8🔗. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების უფლებამოსილებანი 1. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:   ა) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია, სააგენტოს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა, სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა; გ) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის,  ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა, საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა; დ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა; ე) სააგენტოში დაშვებული ლიმიტის გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა; ვ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირე ფასიანი ინვენტარის ინვენტარიზაცის, აფასება, ჩამოწერასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) სააგენტოს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ნივთებით; თ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა; ი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის გადახდის მდგომარეობის აღრიცხვა და მისი გადახდის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; კ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად შესყიდვების პროცედურების განხორციელება შერჩეულ მიმწოდებელთან, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება, კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე; ლ) კადრების აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზი; მ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, დანიშვნა-გათავისუფლების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება, ასევე სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით,  სტაჟირებაზე მიღებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ნ) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება; ო) შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და შინაგანაწესისის  შესრულებაზე კონტროლი; პ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება, არსებობის შემთხვევაში ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად პროცესის მართვა; ჟ) სააგენტოში შემოსული და შექმნილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება; რ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა (არქივირება); ს) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ტ) ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და  სააგენტოს საქმიანობის ანალიზი; უ) სააგენტოს უფროსის დავალებების შესრულება; ფ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. 2. მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:   ა) თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე მიდგომების განსაზღვრა და შესაბამისი პოლიტიკის  გატარების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; ბ) თბილისში ტრანსპორტის პოლიტიკის შემუშავებასა და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების (მათ შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის გეგმის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით; დ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) მოძრაობის ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით; ე) სპეციალური რეგულარული გადაყვანის (საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) მარშრუტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით; ვ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას თბილისის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით; ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების პერიოდულად შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;  თ) M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის გაჩერებების განსაზღვრა შესაბამის ადმინისტრაციულ და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; ი) სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიან მოძრაობის სამარშრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა; კ) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი შეზღუდული ვადით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ავტობუსის (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების კორექტირებისა ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დროებითი მარშრუტი/მარშრუტების განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი პროექტის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამის კომპანიებზე ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 3. საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საგზაო მოძრაობის პირობების გამოკვლევა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღება; გ) დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების განსაზღვრაში, აგრეთვე შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში მონაწილეობის მიღება; დ) სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შემუშავება; ე) თბილისში საჭირო საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ტექნიკურ საშუალებათა განსაზღვრა და მათ დასანერგად წინადადებების მომზადება; ვ) თბილისის გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სქემების მომზადება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან; ზ) ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის  კუთხით; თ) ფუნქციური ზონის ცვლილების და სპეციალური ზონალური შეთანხმებით ქალაქგეგმარებითი პარამეტრების ცვლილების საკითხებში მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის  კუთხით; ი) ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შემუშავებაში და განხილვაში მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის  კუთხით; კ) მშენებლობის ნებართვის დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის  კუთხით; ლ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების დაგეგმვა; მ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების  შეფასება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში CAD-ის და გისის პროგრამებში პროექტების შემუშავება; ო) ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტების პროექტების წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის; პ) საგზაო მოძრაობის დაგეგმვის მიზნით გზების შეფასება და ანალიზი; ჟ) საგზაო მოძრაობის (ქუჩების, გზაჯვარედინების, კვანძების)  მოდელირება სპეციალიზებულ კომპიუტერულ პროგრამებში: PTV VISTRO, VISSIM, VISUM რ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დაგეგმვის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; ს) თბილისში ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების (მათ შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის გეგმის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ტ) თბილისში ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების და  კონკრეტული სატრანსპორტო პროექტების  განხორციელების შეფასება, წინასწარ დადგენილი შეფასების ინდიკატორების (არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე; უ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი),  ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებებისა და სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების (მარშრუტის) შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; ფ) ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასების კვლევის მომზადება; ქ) ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასების კვლევის შეთანხმება; ღ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. 4. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საგზაო მოძრაობის დაგეგმვის  ტექნიკური საშუალებების დანერგვაზე დავალებების გაცემა და კონტროლი გაცემული დავალების შესრულებაზე, ასევე შესრულებული სამუშაოების მიღება; ბ) საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ტექნიკურ საშუალებათა დანერგვის წლიური და პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების გამართულ მუშაობაზე კონტროლის დაწესება; დ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სატრანსპორტო ინფრასტრუტურის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ვ) M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის განსაზღვრულ გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება.; ზ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. 5. სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საგზაო მოძრაობის მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით სატრანსპორტო  და ქვეითთა ნაკადების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მათ საფუძველზე მოძრაობის ოპტიმალური რეჟიმებით ნაკადების რეგულირება; ბ) სატრანსპორტო ნაკადების  ანალიზი, კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების განხოციელება; გ) დედაქალაქში ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტებისათვის პროექტების წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის; დ) საგზაო მოძრაობის (ქუჩებზე, გზაჯვარედინებზე, კვანძებზე)  მოდელირება სპეციალიზებულ კომპიუტერულ პროგრამებში: PTV VISTRO, VISSIM, VISUM; ე)  კომპეტენციის ფარგლებში AutoCAD-ის და გისის პროგრამებში პროექტების შემუშავება. ვ)  24 საათიან რეჟიმში ცენტრალური სამართავი პუნქტის მართვა; ზ) საგზაო მოძრაობაში გაუთვალისწინებელი  სიტუაციის წარმოქმნის ან გაჯერებული მოძრაობის შემთხვევაში ავტომატიზებული სისტემის მექანიკურ მართვაზე გადაყვანა; თ) არარეგულირებადი გზაჯვარედინების ანალიზი და დაგეგმარება; ი)  შუქნიშნების ობიექტების  სინქრონიზაცია და ოპტიმიზაცია. კ) შუქნიშნის ობიექტებზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების  პრიორიტეტული გავლის სისტემის დაგეგმარება და მართვა; ლ) დედაქალაქში საჭირო საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; მ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებათა დანერგვის წლიური და პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ნ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; ო) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან გამომდინარე სატრანსპორტო ნაკადების ალტერნატიულ გზებზე გადამისამართება; საგზაო მოძრაობაში გაუთვალისწინებელი  სიტუაციის წარმოქმნისას შესაბამისი სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად საგზაო მოძრაობის შესახებ მიღებული ინფორმაციის  დამუშავება და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა; პ) საგზაო მოძრაობაში გაუთვალისწინებელი სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში მგზავრთა შეუფერხებელი სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს ქვემდებარე მარშრუტების დაგეგმარებისა და კონტროლის განყოფილების მიერ, საგზაო მოძრაობაში მონაწილე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით  ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მარშრუტებში დროებითი ცვლილებების განსახორციელებლად ალტერნატიული გზების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. ჟ) გონიერი სატრანსპორტო სისტემების დანერგვისა და განვითარებისათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის; რ) უფლებამოსილი ქვედანაყოფის მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერის ან/და ფოტოფირის დაარქივება/მიწოდება; ს) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. 6. ურბანული მობილობის ანალიტიკის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) დედაქალაქში სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის პერიოდული ანალიზის საფუძველზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ბ) მდგრადი ურბანული მობილობის გეგმისათვის საჭირო მონაცემების მუდმივი შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა;    გ) დედაქალაქში სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის პერიოდული ანალიზის საფუძველზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების და  კონკრეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელების შეფასება, წინასწარ დადგენილი შეფასების ინდიკატორების საფუძველზე; ე) დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების განსაზღვრასა და შესაბამისი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; ვ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. 7. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების შესაბამისი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; ბ) დედაქალაქში სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის  ანალიზის საფუძველზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების (მათ შორის, მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის) შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ტრანსპორტის დარგში კვლევების და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურების საჭიროების იდენტიფიცირება, დონორების მოძიება, ტექნიკური დავალებებისა და ტენდერების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) სააგენტოში ან მასთან თანამშრომლობით მიმდინარე საკონსულტაციო პროექტების მართვა; ვ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების კვლევა; ზ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. 8. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა)  სააგენტოს სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მომზადებული პროექტების სამართლებრივი ანალიზი; დ)  სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადება; ე) საჭიროების შემთხვევაში  სააგენტოს მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში,  სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა; ზ) სააგენტოს უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში; თ)  სააგენტოს მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში მათი წარდგენა  სასამართლოში; ი) სასამართლოში წარმომადგენლობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა, შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა და მოპოვება; კ) სასამართლოს/ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარება  სააგენტოს შესაბამის განყოფილებასთან ერთად; ლ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის გაცემა; მ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სააგენტოს დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური საშვის გაცემა; ნ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად სათანადო დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება; ო) სანებართვო საქმიანობასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; პ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 135-ე-135​​2 მუხლებით, 135​​3 მუხლის პირველი ნაწილით და 135​​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება; რ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 135-ე-135​​2 მუხლებით, 135​​3 მუხლის პირველი ნაწილით და 135​​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; ს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 135-ე-135​​2 მუხლებით, 135​​3 მუხლის პირველი ნაწილით და 135​​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის გაგზავნა; ტ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. 9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება და მართვა; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას სააგენტოში შესული საჩივრების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მისი ვადებში განხილვის უზრუნველყოფა; გ) საქმისწარმოების პროცედურებისა და საჩივრების განხილვის განრიგის განსაზღვრა; დ) საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა  სახელმწიფო, ადმინისტრაციულ თუ  კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმეზე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მოსმენა, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, წარმოდგენილი საქმის მასალების მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად შეგროვება, გამოკვლევა, შეფასება და შესაბამისი დადგენილების გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა; ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–135​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის ინფორმაციის გაგზავნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში;          ზ) უფლებამოსილი პირის მიერ საჩივრებზე გამოცემული დადგენილებების რეესტრის წარმოება და შესაბამისი სტატისტიკური ანალიზის გაკეთება; თ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. 10. მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა; ბ) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით –  ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა; გ) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა და გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით; დ) ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სააგენტოზე დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ე) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე   ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ვ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 9🔗. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებანი   1. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ახდენს სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე)  სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე ახდენს სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერას; ვ)  სააგენტოს უფროსს/სააგენტოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; ზ)  სააგენტოს უფროსის/ სააგენტოს უფროსის მოადგილის  მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის და სააგენტოს უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 10🔗. სააგენტოს ქონება   1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.  სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები. მუხლი 11🔗. სააგენტოს ფინანსები   სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა)  თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ)  სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 12🔗. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება   სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. სააგენტოს კონტროლი   სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა  თბილისის  მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. მუხლი 14🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია   სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 15🔗. დასკვნითი დებულებები   ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.