„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010220020.16.009.016352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2020 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების   მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ (სსმ, ვებგვერდი, 010220020.16.009.016082, 10/03/2014) მე-16 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, მათ შორის, ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელზე და წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ვადის თაობაზე, განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე