აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/43
2020 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
�,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში � კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 19 ოქტომბრის №01/4748 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში � დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №1717 განკარგულების საფუძველზე ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ძეძილეთი-გორდი-ნოღის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს (შემდგომში � პროექტი).
ზემოაღნიშნული გზა წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხასა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს, რომელიც ასევე საქართველოს საავტომობილო გზების ქსელთან აკავშირებს სოფლებს (გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა, ძეძილეთი) და საგზაო კავშირს წარმოადგენს ტურისტული დანიშნულების ობიექტებთან (ოკაცეს კანიონი, პრომეთეს მღვიმე და ა.შ).
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაახლოებით 10 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია (საპროექტო კმ0+000-დან კმ9+947), რომელიც იწყება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი) -წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზების მე-15 კილომეტრიდან (მარცხენა მიერთება) და მთავრდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას საავტომობილო გზასთან (მარჯვენა მიერთება, სოფლებს ხიდსა და გამოღმა ნოღას შორის მონაკვეთზე). საპროექტო მონაკვეთის საერთო სიგრძეა 9947 მეტრი.
პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზა გადის მთიან რელიეფში, დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე. თავდაპირველად იგი მიუყვება მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ფერდს (დაახლოებით 5 კმ), შემდგომში კვეთს მას და გრძელდება მის მარჯვენა ფერდზე, კვეთს მდინარე მეჭიას (დაახლოებით მე-8 კმ-ზე). საავტომობილო გზის როგორც გრძივი, ისევე განივი პარამეტრები დარღვეულია და არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების მისაღები დონე. საპროექტო მონაკვეთზე ამჟამად მდინარე ცხენისწყალზე ერთი საფეხმავლო ხიდია, რომლის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მდინარე მეჭიაზე ხიდი არ არსებობს. საკვლევ მონაკვეთზე ვაკისის სიგანე საშუალოდ 6 მეტრია, ზოგ ადგილებზე სიგანე 3 მეტრამდეა შევიწროებული, ამჟამად საგზაო სამოსი ფაქტობრივად არ არსებობს, მოხრეშილია ალაგ-ალაგ, ციცაბო ქანობის გამო მცირე მონაკვეთზე დასხმულია ბეტონი, არ მოქმედებს სადრენაჟე სისტემა.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტმა მოამზადა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპესაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პავლე ჩიხლაძის (პ/ნ 60001016070) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე:
1.�� ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაღმა ნოღაში მდებარე 1147 კვ.მ ფართის სასოფლო- სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ N37.02.32.210;
2. ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარე 39 კვ.მ ფართის სასოფლო- სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ N37.02.32.017;
3. ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარე 58 კვ.მ ფართის სასოფლო- სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N37.02.32.236, ნაკვეთის წინა ნომერი 37.02.32.114.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძეძილეთი-გორდი-ნოღის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი.
დადგენილია, რომ პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაღმა ნოღაში მდებარე 2190 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N37.02.32.210) ნაწილი � 1147 კვ.მ და მასზე განთავსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები. პროექტის ზემოქმედების ქვეშ ასევე ექცევა� ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარე 3810 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N37.02.32.017) ნაწილი � 39 კვ.მ და მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები; ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარე 1616 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N37.02.32.236) ნაწილი � 58 კვ.მ და მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე).
საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების � მდებარე ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გაღმა ნოღა (ს/კ N37.02.32.210) და სოფელ გორდი (ს/კ N37.02.32.236 და N37.02.32.017) მესაკუთრეა პავლე ჩიხლაძე (პ/ნ 60001016070).
დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, �საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას , თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად �აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან�. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია �აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ� საქართველოს კანონით. �აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება� .
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტის თანახმად კი , აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. �აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით � �თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.�
ამდენად, �აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 6 ნოემბრის, 19 დეკემბრისა და 26 დეკემბრის სხდომის ოქმების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.� ადგილობრივი მნიშვნელობის ძეძილეთი-გორდი-ნოღის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ძეძილეთი-გორდი-ნოღის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის არეალში მოქცეულ, პავლე ჩიხლაძის (პ/ნ 60001016070) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1. ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გაღმა ნოღაში მდებარე 2190 კვ.მ ფართის სასოფლო - სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N37.02.32.210) ნაწილზე � 1147 კვ.მ და მასზე განთავსებულ ერთწლიან და მრავალწლიან ნარგავებზე;
1.2. ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გორდში მდებარე 3810 კვ.მ ფართის სასოფლო - სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N37.02.32.017) ნაწილზე � 39 კვ.მ და მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე;
1.3. ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გორდში მდებარე 1616 კვ.მ ფართის სასოფლო - სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N37.02.32.236) ნაწილზე � 58 კვ.მ და მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე ).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მინისტრი������������������������������������������������������� ������������������ნათელა თურნავა