მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „სიტი კრედიტი“ (ს/კ 205293742)ლიკვიდატორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2020 წლის 15 იანვრის №26 განკარგულებით დაიწყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – შპს „სიტი კრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319).
პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სიტი კრედიტის“ მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „სიტი კრედიტის“ ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ. №26, ბ. №26, საკონტაქტო ტელ: 568 16 17 26, უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ლიკვიდატორი გიორგი ნაროუშვილი.