⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.02.2021)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2020
ძალის დაკარგვა 09.02.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 745 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2020 მიღება
09.02.2021 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
დევნილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო)
მუხლი 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით სამინისტროში შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია)
მუხლი 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტი
სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული  საცხოვრებელი ობიექტი (შემდგომში – ობიექტი)
მუხლი 2
სარემონტო აღდგენითი სახის  სამუშაო
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი (წარმოდგენილი ობიექტის/ობიექტების) საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენა და შესაბამისი დეფექტური აქტების/ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდგომში სარემონტო აღდგენითი სახის  სამუშაოების, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის ბრძანება №08-ძ/ს 2020 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.4. ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს  დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.   დამტკიცდეს, თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო- აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი. 2.   ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრიკონსტანტინე კუჭუხიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაოების ჩატარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესსა და პირობებს. 2.  კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო); ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით სამინისტროში შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია); გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტი – სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული  საცხოვრებელი ობიექტი (შემდგომში – ობიექტი); დ) სარემონტო აღდგენითი სახის  სამუშაო – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი (წარმოდგენილი ობიექტის/ობიექტების) საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენა და შესაბამისი დეფექტური აქტების/ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდგომში სარემონტო აღდგენითი სახის  სამუშაოების, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობები 1. სარემონტო აღდგენითი სახის  სამუშაოს ჩატარების თხოვნით, კომისიას (შესაძლებელია წარმომადგენლობების მომართვიანობაც) განცხადებით მიმართავს დევნილთა ჩასახლების ობიექტის წარმომადგენელი ან ჩასახლებაში მაცხოვრებელი დევნილები. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.  2. განცხადებით მომართვის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის წევრი/წევრები გადის ობიექტზე, აწარმოებს ობიექტის დათვალიერებას, რის საფუძველზეც ადგენს დეფექტურ აქტს ობიექტის მდგომარეობისა და სავარაუდო ღირებულების შესახებ. 3. ობიექტის დათვალიერების, ტექნიკური მდგომარეობის აღწერის შემდგომ,  კომისიის მიერ ხდება შეგროვებული მასალის შესწავლა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და ობიექტში სარემონტო აღდგენითი სახის  სამუშაოს ჩატარების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი. 4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, წარდგენილ ობიექტში/ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის  სარემონტო სამუშაოს ჩატარების ან ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 5. კომისიის მიერ ობიექტის/ობიექტების სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოს ჩატარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება სამუშაოების, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. 6. ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, გამოვლენილ გამარჯვებულთან ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემდეგ კი კომისია გადის აღნიშნულ ობიექტზე, ახორციელებს შესრულებული სამუშაოს შემოწმებას, რის შემდეგაც მხარეებს შორის ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღება - ჩაბარების აქტი. მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი 1. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – -დევნილთა მინისტრი. კომისია შედგება არანაკლებ შვიდი წევრისაგან, კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) უფლებამოსილია, კომისიის მუშაობის პროცესში (კომისიის წევრის სტატუსით) ჩართვის (სპეციალისტის გამოყოფის) მიზნით, თხოვნით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს, ასევე სხვა დაწესებულებებს. 3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. 4. კომისიის სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ მაინც, საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კომისიის რიგგარეშე სხდომა. მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. კომისიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა კომისიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, ასევე კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.