„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 18.11.1997
გამომცემი ორგანო №
ნომერი №603
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.121
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 20/11/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.1997 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| № | განწესების სახე |
| ძალები და საშუალებები | შტატით |
| აქედან გამოიყენება | პოლიციელები |
| შვებულებაში | შეკრებაზე |
| განწესების სახე | მარშრუტის ან საგუშაგოს დასახელება |
| პისტოლეტი № | ავტომატი № |
| შემოწმების დრო | რომელი განწესება შემოწმდა |
| თარიღი | ინსტრუქციაზე და სამსახურის შესრულების დროს მიღებული შეტყობინების მოკლე შინაარსი |
| შემოწმების თარიღი და დრო | შემოწმების შედეგები, ვინ შეამოწმა (დაიწერება გარკვევით) |
| ორგანიზაციები | ელსმენები |
| მომხდარი და გამოვლენილი დანაშაულობანი | 199 წ. გასული წ-ან პერიიოდ შედ. |
| 1 2 | 3 |
| რეგ. დანაშაული ქუჩ. და საზ. თავშ ადგილებში | ქუჩ. და საზ. თავშ. ადგილებში |
| გახსნ. ქუჩ. და საზ. თავშ. ადგ. მომხდ. დანაშაული | საპ. საგუშაგო სამსახ. მიერ |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძანება
№
603
1997 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის წესდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის სამწყობრო დანაყოფების შესახებ (თან ერთვის);
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, ქ. თბილისის და სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) ხელმძღვანელებმა ადგილებზე ორგანიზაცია გაუკეთონ აღნიშნული წესდების შესწავლას.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლის 11 დეკემბრის №020 ბრძანება (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციის სრულყოფისა და ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებების შესახებ).
4. ბრძანება ძალაშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის სამწყობრო დანაყოფების შესახებ წესდების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი
კ. თარგამაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის წესდება
თავი
I
ზოგადი დებულებანი
1. პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახური წარმოადგენს სპეციალურად დანიშნულ პოლიციის განწესებას, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და ებრძვის სამართალდარღვევებს ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამ მიზნით გამოყოფილი პოლიციის განწესება ითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად და იმყოფება სახელმწიფო დაცვის ქვეშ.
2. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ძირითადი ამოცანებია: მოქალაქეთა პირადი უშიშროების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აცილება, გამოვლინდება და აღკვეთა, დანაშაულის გახსნაში მონაწილეობის მიღება.
3. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, კანონი პოლიციის შესახებ, სხვა საკანონმდებლო აქტები საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საპატრულო-საგუშაგო სამსახურის წესდება, მინისტრის ბრძანებები.
4. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაცია და საქმიანობა დაფუძნებულია კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, სამართლიანობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებზე.
5. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან: ფლობდნენ მაღალ მორალურ თვისებებს, ჰქონდეთ სათანადო პროფესიული მომზადება და არ დაზოგონ თავიანთი ძალა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
6. მოქალაქეებთან ურთიერთობისას პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან იყვნენ ყურადღებიანნი, ტაქტიანნი და ზრდილობიანნი.
7. საპატრულო-საგუშაგო სამსახურს ასრულებენ პოლიციის სამწყობრო დანაყოფების ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოები, სამმართველოები, განყოფილებები, ოცეული და ცალკეული ასეულების პირადი შემადგენლობანი.
8. იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესრულება დაეკისრათ ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოებს და სამმართველოებს, საქალაქო და რაიონულ სამმართველოებსა და განყოფილებებს, სასწავლო დაწესებულებებსა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ეკისრებათ ის მოვალეობანი და მათზე ვრცელდება ის უფლებები, სამართლებრივი და სოციალური გარანტიები, რაც დადგენილია პოლიციის მუშაკებისათვის.
9. სამწყობრო დანაყოფები (ლეგიონები, ცალკეული ბატალიონები, ასეულები და ათეულები) მოწოდებულნი არიან ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და დამნაშავეობასთან საბრძოლველად, ისინი ითვლებიან ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების, შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების და სამმართველოების სტრუქტურულ დანაყოფებად.
10. ოპერატიული ვითარების გართულების შემთხვევაში პოლიციის განყოფილებებს, სამმართველოებს სამწყობრო დანაყოფებთან მუდმივად მიემაგრებათ ასეულები, ოცეულები და ათეულები საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესასრულებლად. მიმაგრებული დანაყოფების მეთაურები უშუალოდ ემორჩილებიან ზემდგომ მეთაურს, ხოლო ოპერატიულად შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს, სამმართველოს თუ რაიგანყოფილების უფროსს.
11. შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სპეციალური ნაწილები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების კურსანტები და მსმენელები მასობრივი ღონისძიებების, საგანგებო ვითარებების სტიქიური უბედურებებისა და სხვა შემთხვევების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განკარგულებით შეიძლება გამოყენებული იქნენ საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესასრულებლად. ამ დროს მათზე ვრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც ამ წესდებით არის გათვალისწინებული.
12. საგზაო პოლიციის საპატრულო სამსახური და სამედიცინო გამოსაფხიზლებელის ეკიპაჟი, გარდა თავისი ძირითადი ამოცანების შესრულებისა, ვალდებულნი არიან თავიანთი საგუშაგოების და მარშრუტების სამოქმედო ზონაში უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სამართალდარღვევებთან ბრძოლა.
13. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის საშუალებებს შეადგენენ:
ა) სპეციალური ავტომობილები, ჯავშანტრანსპორტიორები, შვეულმფრენები, მოტოციკლები, კატერები და სატრანსპორტო საშუალებები;
ბ) ურთიერთობის საშუალებანი;
გ) ტაბელური იარაღი, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებანი;
დ) ელექტრომეგაფონი, გამანათებელი მოწყობილობა, სხვა აპარატურა და ტექნიკური საშუალებანი;
ე) სასამსახურო ძაღლები.
14. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესასრულებლად გამოიყენება განწესების სხვადასხვა სახეები: პატრული, საგუშაგო, საპატრულო ჯგუფები, საკონტროლო გამშვები პუნქტები, სარეზერვო და სხვა განწესებები.
15. პატრული არის მოძრავი განწესება პოლიციის ერთი ან რამდენიმე თანამშრომლის შემადგენლობით, რომელიც ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას მარშრუტზე პატრულირებისას.
16. პატრულირებაში მყოფ პოლიციის მუშაკს ეწოდება პატრული.
17. პატრული შეიძლება ასრულებდე სამსახურს ავტომობილით, მოტოციკლით, კატარღით, ცხენით ან ფეხით.
18. პატრულს სამსახურის შესასრულებლად განესაზღვრება საპატრულო მარშრუტი რომლის საზღვრებში შედის პატრულის ძირითადი მოძრაობის მომდებარე ტერიტორიაზე, მხედველობისა და სმენადობის ფარგლებში. საპატრულო მარშრუტის ზოლის სიგრძე განისაზღვრება კონკრეტულ ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
19. მარშრუტის სიგრძე ავტომობილით პატრულირებისას, როგორც წესი შეადგენს 6-8 კმ-ს, მოტოციკლით 3-5 კმ-ს, ხოლო ფეხით 1-1,5 კმ-ს. მარშრუტის სიგრძე საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.
20. საგუშაგო არის ადგილი ან ტერიტორიის მონაკვეთი, რომელზედაც პოლიციის მუშაკი (გუშაგი) ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
21. საგუშაგოსათვის განისაზღვრება მისი ცენტრი და საზღვრები. საგუშაგოდ ცენტრად უნდა დაწესდეს ისეთი ადგილი, საიდანაც უფრო მოსახერხებელია მეთვალყურეობის გაწევა და სათანადო ზომების სწრაფად მიღება დანაშაულობათა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად. საზღვრის დაშორება საგუშაგო ცენტრიდან არ უნდა აღემატებოდეს 300 მეტრს.
22. საგუშაგოები გამოიყოფა იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია პოლიციის მუშაკის მუდმივი ყოფნა.
23. საპატრულო-საგუშაგო ჯგუფი ეს არის ორი ან მეტი პატრულის შემადგენლობით, რომლებიც გაერთიანებულნი არიან სამსახურის შესასრულებლად ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ.
24. საპატრულო-საგუშაგო ჯგუფს სამსახურის შესასრულებლად გამოეყოფა ქალაქის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთი, დაბის ტერიტორია ან ობიექტი, სადაც ტარდება მასობრივი ღონისძიება.
25. საპატრულო ჯგუფის ძირითადი სახეა ავტო-პატრული, რომელიც აღჭურვილია რადიოსადგურით, მოციმციმე შუქურით, ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობით, სირენითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
26. საპატრულო ჯგუფის უფროსად ინიშნება პოლიციის გამოცდილი მუშაკი, რომელსაც შესწევს უნარი უხელმძღვანელოს ჯგუფის საქმიანობას.
27. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე პოლიციის განწესება გამოიყოფა სასაშვო რეჟიმის დასაცავად ან განსაზღვრულ რაიონში მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტისა და სხვა შემთხვევების წარმოქმნისას ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეზღუდვის უზრუნველსაყოფად.
28. განსაკუთრებით მნიშვნელოვან უბნებზე და მიმართულებებზე საკონტროლო გამშვები პუნქტების განწესების უფროსად ინიშნება პირი უფროს მეთაურთა შემადგენლობიდან.
29. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის რეზერვი ინიშნება ოპერატიული ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით მოულოდნელად წარმოქმნილი ამოცანების გადასაწყვეტად, აგრეთვე გუშაგების და პატრულების მიერ საჭმლის მიღების, ავადმყოფობის და სხვა შემთხვევების დროს.
30. რეზერვის შემადგენლობას, მის განლაგებას და გამოყენების წესებს ყველა ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს უფროსი, რომლის განკარგულებაშიც ის იმყოფება.
31. პოლიციის მუშაკები საპატრულო-საგუშაგო სამსახურს ასრულებენ მათთვის დაწესებული ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური ამოცანების შესასრულებლად მათ შეიძლება ნება დაერთოთ სამსახური შეასრულონ სამოქალაქო ფორმითაც.
32. პირად შემადგენლობას საპატრულო-საგუშაგო სამსახურის დაწყება ეთვლება დანაყოფის მორიგის ან უშუალოდ ხელმძღვანელი მუშაკის მიერ ინსტრუტაჟის ჩატარებიდან და პოლიციის მუშაკები დასახელებული პირების დაქვემდებარებაში შედიან ამავე მომენტიდან. დაქვემდებარებიდან გამოსვლა ხდება სამსახურის დამთავრების შემდეგ.
33. სამსახურებრივი დროის საშუალო ხანგრძლივობა თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილი სამუშაო ნორმას.
34. საგუშაგოზე ან საპატრულო მარშრუტებზე სამსახურის შეუწყვეტლად შესრულების ხანგრძლივობა, როგორც წესი არ უნდა აღემატებოდეს შვიდ საათს. სამსახურის შესრულების პერიოდში პირად შემადგენლობას ეძლევა ერთსაათიანი შესვენება სამსახურის შესრულების საერთო ხანგრძლივობიდან, დასვენება გამოირიცხება.
35. ინსტრუქტაჟის ჩატარების, სამსახურებრივი თათბირების, სასწავლო მეცადინეობების და ტექნიკის გამოსაყენებლად მოსამზადებელი დრო ითვლება სამსახურის შესრულების დროდ.
36. პირადი შემადგენლობა საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესასრულებლად შეიძლება დაინიშნოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. გამოსასვლელი დღე მიეცემა გრაფიკის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ ორი გამოსასვლელი დღე ყოველ თვეში უნდა მიეცეს შაბათ-კვირას.
37. განწესების მიერ სამსახურის შეუწყვეტელი შესრულების ხანგრძლივობა საგუშაგოებზე და მარშრუტებზე ჰაერის -20 გრადუსზე და ქვევით, აგრეთვე +35 გრადუსზე და ზევით ტემპერატურაზე, არ უნდა აღემატებოდეს ორ საათს. საჭიროების შემთხვევაში ხდება შეცვლა.
38. ოპერატიული ვითარების გართულებისას, საგანგებო ვითარების წარმოქმნისას (სტიქიური უბედურებები, ხანძრები, დიდი საწარმოო ავარიები, კატასტროფები, ეპიდემიები, ეპიზოოტები და სხვა), მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას (საზოგადოებრივი-პოლიტიკური, კულტურულ-სანახაობრივი, სპორტული და სხვა), შეიძლება შემოღებული იქნას საპატრულო სამსახურის შესრულების გაძლიერებული ვარიანტი.
39. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განუწყვეტელი შესრულება ყოველდღიურად იზრდება 12 საათამდე და იკრძალება გამოსასვლელი დღეებით სარგებლობა, არაუმეტეს ორი კვირისა. (ორ კვირამდე) საჭიროების შემთხვევაში მორიგი შვებულების ხარჯზე ქალაქიდან და დასახელებული პუნქტიდან გასვლის აკრძალვით.
40. კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დროის ზევით სამსახურის შესრულების დრო, აგრეთვე ყოველკვირეული დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის პოლიციის მუშაკებს ეძლევათ კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია ან ეძლევათ დასვენება სხვა დღეებში.
41. შინაგანი ჯარების სპეციალური ნაწილების სამსახურის შესრულების დრო და ხანგრძლივობა განისაზღვრება შინაგანი ჯარების საბრძოლო სამსახურის წესდებით.
თავი
II
თანამდებობის პირები და მათი მოვალეობანი საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ხელმძღვანელობის საქმეში
1. ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრები, მთავარი სამმართველოების (სამმართველოების), საქალაქო და რაიონული განყოფილებების უფროსები უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი საპატრულო-საგუშაგო სამსახურის სწორ ორგანიზაციაზე.
2. ისინი მოვალენი არიან:
ა) უზრუნველყონ საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციისა და მართვის ფორმების სრულყოფა, მოწინავე გამოცდილების და თანამედროვე ტექნიკურ საშუალებათა დანერგვის საფუძველზე;
ბ) ორგანიზაცია გაუკეთონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში შინაგან საქმეთა ორგანოების ყველა ძალებისა და საშუალებების კომპლექსურ გამოყენებასა და ურთიერთმოქმედებას;
გ) განახორციელონ კონტროლი პოლიციის სამწყობრო დანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისათვის. პირადი შემადგენლობის ავტოტრანსპორტის და სხვა ტექნიკური საშუალებების რაციონალურად და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის;
დ) ორგანიზაცია გაუკეთონ პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებას, პირველდაწყებით მომზადებას, გადამზადებას, მათი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას, სამსახურებრივი, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. გამოიჩინონ მზრუნველობა და გაუწიონ დახმარება პირად შემადგენლობას საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში;
ე) უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში და დანაშაულობასთან ბრძოლაში საპატრულო-საგუშაგო განწესებების მუშაობის შედეგების სწორი აღრიცხვა, ანალიზი და შეფასება;
2. შინაგან საქმეთა სამინისტროების, შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების (სამმართველოების), საქალაქო და რაიონული განყოფილებების ადმინისტრაციული პოლიციის უფროსები მოვალენი არიან:
ა) სხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყონ სამწყობრო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სწავლება, მიიღონ ზომები სამსახურში გასვლის წინ განწესებასთან ინსტრუქტაჟის ჩატარების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სამსახურებრივი სწავლების კლასების შექმნისა და სათანადო აღჭურვისათვის;
ბ) შეიმუშაონ მითითებები, მიმოხილვები და მეთოდური რეკომენდაციები საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციის და შესრულების საკითხებზე;
გ) განახორციელონ კონტროლი საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციაზე და შესრულებაზე. პ/შემადგენლობის მიერ დაწესებული ფორმის ტანსაცმლის ტარების წესების დაცვაზე.
3. შინაგან საქმეთა სამმართველოების, საქალაქო და რაიონული განყოფილებების უფროსები და ადმინისტრაციული პოლიციის უფროსები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და პროფილაქტიკის განყოფილებების (ქვეგანყოფილებების) ხელმძღვანელები, რომლებსაც ევალებათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ორგანიზაცია, პასუხისმგებელნი არიან საპატრულო-საგუშაგო სამსახურის საქმიანობის შედეგებზე.
4. ისინი მოვალენი არიან:
ა) დაამტკიცონ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ძალებისა და საშუალებების კომპლექსური გამოყენების გეგმები (ერთიანი დისლოკაცია);
ბ) ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, მიიღონ გადაწყვეტილება საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციაზე და უზრუნველყონ განწესების მყარი ნორმებით გამოყვანა სათანადო ავტოსატრანსპორტო გამოყოფით;
გ) განუსაზღვრონ ამოცანები საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად გამოყოფილ სამწყობრო დანაყოფების მეთაურებს და გააკონტროლონ მისი შესრულება;
დ) უზრუნველყონ სამორიგეო ნაწილების მუშაობა განწესების ოპერატიულად მართვისათვის;
ე) სამსახურში გამსვლელ განწესებას ჩაუტარონ ინსტრუქტაჟი, ჩააბან ამ საქმეში სხვა სამსახურის ხელმძღვანელები და ოპერატიულ მეთაურთა შემადგენლობა;
ვ) პირადად გააკონტროლონ განწესების მიერ სამსახურის შესრულება, მათი მხრიდან კანონიერებისა და დისციპლინისა დაცვა, განწესების საქმიანობის კონტროლში ჩააბან სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, ინსპექტორთა შემადგენლობა და სხვა;
ზ) უზრუნველყონ განწესების მიერ სამსახურის შესრულების მთლიანი აღრიცხვა და შედეგების ობიექტური შეფასება;
თ) სამწყობრო დანაყოფების მეთაურთან ერთად განახორციელონ ამ დანაყოფებში სამუშაოდ კადრების შერჩევა, ორგანიზაცია გაუკეთონ პირადი შემადგენლობის სწავლებისა და აღზრდის საკითხებს, უზრუნველყონ სამწყობრო დანაყოფები სამომსახურეო ოთახებით, ხოლო პირადი შემადგენლობა- განყოფილების თანამშრომლებთან თანაბრად საყოფაცხოვრებო პირობებით და საცხოვრებელი ფართით.
ი) იმ სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ყველა დანაშაულზე, სადაც სამსახურს ასრულებს განწესება, ჩაატარონ სამსახურებრივი მოკვლევა.
5. შინაგან საქმეთა სამმართველოს, სამოქალაქო და რაიონული განყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი მოვალეა:
ა) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციაში;
ბ) ოპერატიული ვითარებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მონაწილე დანაყოფების ხელმძღვანელთა წინადადებების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავოს ერთიანი დისლოკაცია და საჭიროების შემთხვევაში მასში შეიტანოს კორექტირება არსებული წესის შესაბამისად;
გ) შეამოწმოს განწესების მუშაობა, სამსახურებრივი დოკუმენტაციის სწორად წარმოება და აღმოფხვრას გამოვლენილი ნაკლოვანებები;
დ) თვალყური ადევნოს, რომ დროულად იყოს განწესება აღჭურვილი შეიარაღებით, სპეციალური და სხვა ტექნიკურ საშუალებებით, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციით.
6. პოლიციის სამწყობრო დანაყოფების (ლეგიონი, ბატალიონი, ასეული, ოცეული, ათეული) მეთაური და მისი მოადგილეები პასუხს აგებენ დანაყოფის ოპერატიულ-სამსახურებრივ საქმიანობაზე, მის მუდმივ მზადყოფნაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ამოცანების შესრულებაზე, ძალებისა და საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე და მათი მუშაობის შედეგებზე, პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებაზე, სამსახურებრივ, საბრძოლო მასალის, ტაბელური იარაღის, ავტომოტოტრანსპორტის, სხვა ტექნიკის, სპეციალური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვაზე, მოვლასა და გამოყენებაზე.
7. ისინი ვალდებულნი არიან:
ა) ორგანიზაცია გაუკეთონ პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამსახურებრივ მომზადებას, უხელმძღვანელონ ხელქვეითების სწავლებასა და აღზრდას;
ბ) სრულყონ დანაყოფის მართვის მეთოდები, პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის საქმიანობაში დანერგონ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევები, მოწინავე ფორმები და მეთოდები;
გ) ოპერატიული ვითარების ანალოგის საფუძველზე შეიტანონ წინადადებები ერთიანი დისლოკაციის დამუშავებისა და განწესების განლაგებისათვის გადაწყვეტილების მიღებისას, ძალებისა და საშუალებების გამოყენებისა და მანევრირების შესახებ;
დ) ორგანიზაცია გაუკეთონ და პირადად მიიღონ მონაწილეობა პოლიციის განწესებასთან ინსტრუქტაჟის ჩატარებაში, განახორციელონ კონტროლი სამსახურის შესრულებაზე. ყურადღება დაუთმონ პირადი შემადგენლობის გარეგნულ შეხედულებას და სამწყობრო შემართებას, ფორმის ტანსაცმლის ტარების წესების დაცვასა და ეკიპირებას;
ე) აღრიცხონ პოლიციის სამწყობრო დანაყოფის მუშაობის შედეგები, ანალიზი გაუკეთონ ამ მუშაობას და მიიღონ ზომები მისი დონის ამაღლებისათვის;
ვ) აწარმოონ პირადი შემადგენლობის შერჩევა და განაწილება, იცოდნენ ხელქვეითების საქმიანი და მორალური თვისებები, შეიმუშაონ მათი ფუნქციონალური მოვალეობა;
ზ) გაუწიონ პირად შემადგენლობას დახმარება საჭირბოროტო და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში;
თ) გააკონტროლონ თანამშრომლების მიერ სამსახურის შესრულების დროს პირადი უსაფრთხოების აუცილებელი წესების დაცვა, ტაბელურ იარაღთან, ტექნიკასთან და სპეცსაშუალებებთან მოპყრობის წესი;
ი) წინადადებით შევიდნენ პოლიციის სამწყობრო დანაყოფებისათვის სამომსახურეო შენობის გამოყოფისა და მათი სათანადო აღჭურვის თაობაზე, ყურადღება მიაქციონ შენობების შენახვასა და ექსპლუატაციას, იქ სისუფთავისა და წესრიგის დაცვას, აგრეთვე ხელქვეითების მხრიდან ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
კ) მიიღონ ზომები სამწყობრო დანაყოფის პირად შემადგენლობის მიერ კანონის დარღვევის ფაქტების აღსაკვეთად, თუ ასეთი მოხდა - დაუყოვნებლივ ჩაატარონ სამსახურებრივი მოკვლევა და მოახსენონ ზემდგომ მეთაურს.
8. პოლიციის ცალკეული სამწყობრო დანაყოფის მეთაური იმ მოვალეობების გარდა, რომელიც ჩამოთვლილია, ვალდებულია უზრუნველყოს დანაყოფის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობა.
9. შინაგან საქმეთა სამმართველოს, სამოქალაქო და რაიონული განყოფილების მორიგე პასუხისმგებელია ინსტრუქტაჟისათვის განწესების მომზადებაზე, უზრუნველყოფს განწესების მუდმივ მართვას ერთიანი დისლოკაციის შესაბამისად.
10. იგი მოვალეა:
ა) იცოდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მონაწილე პოლიციის ძალებისა და საშუალებების რაოდენობა და განლაგება, მათი მუშაობის რეჟიმი, კონტროლის განხორციელების და მათთან კავშირის დამყარების წესები;
ბ) ორგანიზაცია გაუკეთოს განწესების მიერ სამსახურის შესრულებას დღე-ღამის განმავლობაში. კონტროლი გაუწიოს განწესების სამსახურში გამოყვანას საგუშაგო უწყისის ნორმების შესაბამისად. კონტროლი გაუწიოს პირადი შემადგენლობისა და საპატრულო ავტომოტოტრანსპორტის დანიშნულებისამებრ გამოყენებას;
გ) უზრუნველყოს სამსახურში გამავალ განწესებასთან ინსტრუქტაჟის ჩატარება, პირადად მიიღოს მასში მონაწილეობა;
დ) სამსახურის შესრულების პერიოდში პირადად იქონიოს კავშირი განწესებასთან. მორიგის, მისი თანაშემწის ან სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლის მეშვეობით;
ე) მიიღოს ზომები საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ძალების გასაძლიერებლად იმ ადგილებში, სადაც დაიძაბა ვითარება. აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობოს ორგანოს უფროსს და ინფორმაცია გაუკეთოს პოლიციის სამწყობრო დანაყოფის მეთაურს;
ვ) უზრუნველყოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებების დანაშაულებით გამოყენება და შეუფერხებელი მუშაობა;
ზ) უზრუნველყოს სამსახურის დამთავრების შემდეგ განწესების მიერ შეიარაღების, სპეცსაშუალებების, აღჭურვილობის, კავშირგაბმულობის საშუალებების, სამსახურებრივი დოკუმენტების დროულ და მთლიან ჩაბარებაზე კონტროლი;
თ) ორგანოს უფროსს მოახსენოს განვლილი დღე-ღამის განმავლობაში საპატრულო-საგუშაგო განწესების მუშაობის შედეგების, სამსახურებრივი დისციპლინის და კანონიერების დაცვის მდგომარეობის შესახებ.
11. პოლიციის უბნის ინსპექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებს მასზე მიმაგრებულ უბანში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მდგომარეობაზე და უშუალოდ მონაწილეობს ამ ტერიტორიაზე საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციასა და ახორციელებს კონტროლს.
12. იგი მოვალეა მის შესრულებაზე:
ა) მოახსენოს თავისი სამმართველოს (განყოფილების) უფროსს და მორიგეს უბანში ოპერატიული ვითარების შეცვლის შესახებ, შეიტანოს წინადადებები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მონაწილე ძალებისა და საშუალებების ყველაზე უფრო მიზნობრივად განლაგებასა და გამოყენების თაობაზე;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში სამმართველოს (განლაგების) ხელმძღვანელობასთან, (მათი არყოფნის შემთხვევაში მორიგესთან) შეთანხებით სამოქმედო ტერიტორიაზე განახორციელოს საპატრულო-საგუშაგო განწესების მანევრირება;
გ) კონტროლი გაუწიოს საპატრულო-საგუშაგო განწესების სამსახურის შესრულებას უბანში;
დ) ინფორმაცია მიაწოდოს (გაუკეთოს) საპატრულო-საგუშაგო განწესებას სამომსახურეო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების და იმ პირების შესახებ, რომლთაგანაც მოსალოდნელია დანაშაულის ჩადენა;
ე) საპატრულო-საგუშაგო განწესებებთან ერთად აწარმოოს ერთობლივი პატრულირება, იმ ადგილების შემოვლა, სადაც მოსალოდნელია (შესაძლებელია) ანტისაზოგადოებრივი ელემენტების გამოჩენა;
ვ) სამსახურის შესრულების დროს ასწავლოს პოლიციელებს მუშაობის მეთოდები და ტაქტიკა.
13. სამედიცინო გამოსაფხიზლებლების, მიმღებ-გამანაწილებლების და სპეცმიმღებების უფროსები უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან მთვრალი მოქალაქეების დროულ გაყვანას, სხვა სახის სამართალდარღვევათა გამოვლენასა და დაკავებას.
14. ისინი მოვალენი არიან:
ა) შეიტანონ წინადადებები ერთიანი დისლოკაციის შემუშავებისას მათი დანაყოფების საგუშაგოების მარშრუტების განლაგების გათვალისწინებით;
ბ) უზრუნველყონ ხელქვეითი თანამშრომლების ურთიერთმოქმედება საპატრულო-საგუშაგო განწესებებთან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით;
გ) მონაწილეობა მიიღონ ინსტრუქტაჟის ჩატარებაში და ერთიანი დისლოკაციით გათვალისწინებული ყველა განწესების მიერ სამსახურის შესრულების შემოწმებაში;
დ) პოლიციის სამწყობრო დანაყოფების და სხვა სამსახურის პოლიციელებს შეასწავლონ მათი დანაყოფების საქმიანობის ძირითადი სპეციალური მეთოდები და ტაქტიკა.
15. ოპერატიულ-სამძებრო, საგამომძიებლო და საპასპორტო დანაყოფების, ვიზებისა და რეგისტრაციის ქვედანაყოფების უფროსები იღებენ მონაწილეობას პოლიციის საპატრულო სამსახურის ორგანიზაციაში.
16. მათ ევალებათ:
ა) ორგანიზაცია გაუკეთონ თავიანთი დანაყოფების პირადი შემადგენლობის ურთიერთკავშირს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებებთან;
ბ) ინფორმაცია გაუკეთონ საპატრულო-საგუშაგო განწესებებს მომხდარი დანაშაულებების შესახებ, დამნაშავის ადგილსამყოფელის, დატაცებული ნივთებისა და ძებნის დაწესებისა თუ შეწყვეტის შესახებ. ასევე დროულად მიიღონ ზომები განწესებიდან შემოსული შეტყობინების შესაბამისად;
გ) უშუალოდ მარშრუტებსა და საგუშაგოებზე ასწავლონ განწესებების პირადი ძებნის, სიტყვიერი პორტრეტით სარგებლობის, დამნაშავის ამოცანებისა და დაკავების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების, დანაშაულის კვალის (ნიშნების) აღმოჩენისა და დაცვის, დანაშაულის ადგილის ხელშეუხებლად შენახვის, დაცვისა და სხვა საკითხების შესახებ;
დ) შედგენილი გრაფიკის შესაბამისად მიიღონ მონაწილეობა ინსტრუქტაჟის ჩატარებასა და განწესების მიერ სამსახურის შესრულების შემოწმებაში.
თავი III
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებანი
1. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესების მართვა ეს არის შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელთა მიზანმიმართული საქმიანობა. მმართველობამ უნდა უზრუნველყოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მოქმედების მაღალეფექტურობა, არსებული ძალებისა და საშუალებების რაციონალური განლაგება და დროული მანევრირება. ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საპატრულო-საგუშაგო სამსახურის აქტიური მოქმედება, მუდმივი მზადყოფნა მოულოდნელად წარმოქმნილი ამოცანების შესასრულებლად და სხვა.
2. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მართვაში იგულისხმება:
ა) გადაწყვეტილებების დამუშავება და მიღება;
ბ) ძალებისა და საშუალებების მომზადება დასახული ამოცანების შესასრულებლად, განწესების ინსტრუქტაჟი;
გ) პოლიციის სხვა სამსახურებთან ურთიერთქმედება;
დ) საპატრულო-საგუშაგო სამსხურის ძალებისა და საშუალებების მანევრირება;
ე) კონტროლი საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციაზე;
ვ) საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებების მუშაობის შეფასება და კონტროლი.
3. პოლიციის სამწყობრო დანაყოფის მეთაური, შინაგან საქმეთა სამმართველოს, საქალაქო და რაიონული განყოფილების უფროსი საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ქვედანაყოფებს მართავს პირადად ან თავისი ხელქვეითების მეშვეობით. ისინი ვალდებულნი არიან იცოდნენ ოპერატიული ვითარება თავიანთ სამსახურებრივ ტერიტორიაზე. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებების მართვა სამსახურის შესრულების პერიოდში ევალება შინაგან საქმეთა სამმართველოს, საქალაქო და რაიონული განყოფილების, დანაყოფის სამორიგეო ნაწილს. სამსახურის შესრულების გაძლიერებული ვარიანტის შემოღების დროს განწესების მართვა შეიძლება დაეკისროს სპეციალურად შექმნილ შტაბს.
4. ორგანოს უფროსმა, მეთაურმა, საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მართვის დროს უნდა უზრუნველყოს მუდმივი და მტკიცე კავშირი განწესებებთან.
5. გადაწყვეტილების მიღების წინ შინაგან საქმეთა საქალაქო (რაიონული) სახაზო განყოფილება ატარებს ტერიტორიის დათვალიერებას, რომელშიც მონაწილეობენ მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მეთაურები. დათვალიერების დროს ზუსტდება ძალებისა და საშუალებების გათვლა, განისაზღვრება საგუშაგოების განლაგება.
6. მარშრუტების რაოდენობა, განწესებების შემადგენლობა და სახეები, განწესებების განსაკუთრებული მოვალეობანი.
7. დათვალიერების ჩატარება სავალდებულოდ ერთიანი დისლოკაციის დამუშავების დროს, ასევე გადაწყვეტილებების მისაღებად საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მასობრივი ღონისძიებების, სტიქიური უბედურების, მსხვილი საწარმოების ავარიისა და კატასტროფების, ეპიდემიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევების თავიდან თავიდან აცილებისას.
8. გადაწყვეტილებაში საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციის შესახებ გათვალისწინებულია:
ა) შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა საქალაქო, რაიონული, სახაზო განყოფილების საერთო ამოცანები;
ბ) პირადი შემადგენლობის გამოყვანის აუცილებელი ნორმები და ტექნიკური საშულებების გამოყოფა;
გ) საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებების განლაგება;
დ) განწესების ამოცანები;
ე) განწესების მიერ სამსახურის შესრულების წესები და თავისებურებები, მათი ურთიერთმოქმედების ორგანიზაცია პოლიციის უბნის ინსპექტორებთან ერთად და შინაგან საქმეთა ორგანოების სხვა მუშაკებთან.
9. ერთიანი დისლოკაციის დამუშავება ხდება სამომსახურეო ტერიტორიის საზღვრებში (ქალაქში, რაიონის, უბნის) და მასში ჩართულია:
ა) ქალაქის, რაიონის, სატრანსპორტო უბნის სქემა;
ბ) ოპერატიული ვითარების შეფასება, პირადი შემადგენლობის გამოყვანის სავალდებულო ნორმები, საგუშაგოებისა და საპატრულო მარშრუტების მიახლოებითი ჩამოთვლა;
გ) განწესების სახეები, მათ შორის კავშირი და ურთიერთმოქმედება;
დ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ორგანიზაცია სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების რაიონებში, დაცვის ქვედანაყოფებში, სამხედრო ნაწილებში, სასწავლო დაწესებულებებში ასევე შინაგან საქმეთა ორგანოების სპეციალურ დაწესებულებებში;
ე) საგუშაგოების ცენტრი და საზღვრები, პატრულირების მარშრუტები და მათი შეჩერების პუნქტები, სამსახურის შესრულების თავისებურებანი, ურთიერთმოქმედება და ურთიერთკავშირი, როგორც ერთმანეთთან, ასევე შინაგან საქმეთა ორგანოების და სხვა ძალებთან.
10. თითოეული მარშრუტის თავისებურება აღინიშნება მარშრუტის ბარათზე,
სადაც იწერება:
ა) გუშაგის მარშრუტი, მარშრუტის სიგრძე, საზღვრები და ცენტრი;
ბ) სამსახურის შესრულების დრო;
გ) ზონები და ობიექტები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას;
დ) მარშრუტზე მოძრაობის განრიგი;
ე) განწესების განსაკუთრებული მოვალეობები დანაშულის აღკვეთის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ოპერატიული ვითარების გართულების შემთხვევაში;
ვ) ურთიერთმოქმედების წესი და კავშირი მეზობელ განწესებასთან, შინაგან საქმეთა ორგანოების სამორიგეო ნაწილთან, პოლიციის უბნის ინსპექტორთან და სხვა.
11. სამარშრუტო ბარათი დგება ორ ეგზემპლარად, ერთი მათგანი ინახება სამორიგეო ნაწილში, მეორე ეზლევა განწესებას საგუშაგოზე გასვლის წინ.
12. სამსახურის შესრულება განწესების მიერ ხდება ერთი ან რამდენიმე მარშრუტზე, რომელზეც ეძლევა შესაბამისი ბარათები. ინსტრუქტაჟის დროს განწესებებს ეძლევა მითითება ერთი მარშრუტიდან მეორეზე გადაადგილების თანმიმდევრობის შესახებ, რაც აღირიცხება სამსახურის წიგნში.
13. განწესების სახეები და შემადგენლობა დგინდება ტერიტორიის თავისებურებებიდან და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. წყვილი განწესებები გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც ერთი პოლიციელი ვერ უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას.
14. განწესების სამსახურის შესრულების ხანგრძლივობის ათვლა სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს დროის იმ მონაკვეთების გადახურვას, რომლის დროსაც მოცემულ ადგილებზე მოსალოდნელია დანაშაულის ჩადენა ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.
15. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესების დათვლა და დაყენება, ავტოტრანსპორტის გამოყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამსახურის შესასრულებლად შინაგან საქმეთა განყოფილებებში ხდება არსებული ყველა ძალებისა და საშუალებების მაქსიმალური გამოყენებით, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნეს საშტატო განლაგების და პირადი შემადგენლობის მოთხოვნების კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს 1,81 ერთეულს თითოეული 8 საათიან მარშრუტზე.
16. შინაგან საქმეთა სამოქალაქო, რაიონული, სახაზო განყოფილების უფროსი ერთიანი დისლოკაციის საფუძველზე ოპერატიული ვითარების შეცვლის გათვალისწინებით, ყოველდღიურად ღებულობს გადაწყვეტილებას მომდევნო დღისათვის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც ითვალისწინებს ძალების და საშულებების გათვლას, განწესებების განლაგებას ცვლაში, ბრძანებით ნიშნავს პირებს, რომლებიც ატარებენ ინსტრუქტაჟს და აკონტროლებენ განწესების მიერ საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესრულების ხარისხს.
17. პოლიციის მუშაკების დანიშვნა განწესებაში ხდება მათი ინდივიდუალური და საქმიანი თვისებების გათვალისწინებით. ყურადღება ექცევა მათ მორალურ თვისებებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს, მუშაობის გამოცდილებას და სხვა მონაცემებს. იკრძალება მარშრუტზე, საგუშაგოზე მიმაგრებული პოლიციელების გადაყვანა სხვა მონაკვეთზე, თუ ეს აუცილებლობით არ არის გამოწვეული, აკრძალულია პოლიციელთა მარშრუტებზე, საგუშაგოებზე გამოიყენება, მათი შეიარაღება, თუ მათ არა აქვთ მიღებული ფიცი და გავლილი არ აქვთ პირველდაწყებითი მომზადება.
თავი IV
განწესების ინსტრუქტაჟი და მომზადება
1. პირები, რომლებიც დანიშნულნი არიან საპატრულო სამსახურის შესასრულებლად, ცხადდებიან შინაგან საქმეთა ორგანოებში, ან ამისათვის სპეციალურად დანიშნულ ადგილზე ინსტრუქტაჟის 15 წუთით ადრე. გამოცხადების შესახებ ისინი მოახსენებენ მორიგეს ან თავის მეთაურს.
2. ინსტრუქტაჟის ჩატარების წინ მორიგე ურიგებს პოლიციელებს იარაღს, აღჭურვილობას, კავშირის, ინდივიდუალური დაცვისა და სხვა სპეციალურ საშუალებებს, სამსახურებრივ დოკუმენტებს. რის შემდეგ პოლიციელი ხელს აწერს განწესების ჟურნალში. იარაღის დამუხტვა ხდება ბრძანების გაცემის შემდეგ მორიგის მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
3. მორიგე ან მეთაური აცხადებს პატრულირების მარშრუტს, და აცნობს შემოსულ ინფორმაციას მოპარული ნივთების თაობაზე, კონტროლს უწევს მათ ჩაწერას სამსახურის წიგნაკებში, რის შემდეგ აწყობს განწესებას ინსტრუქტაჟისათვის, უმოწმებს პოლიციელებს შეიარაღებასა და აღჭურვილობისათვის საჭირო ყველა ნივთს, ეკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ღებულობს ზომებს მათ გამოსასწორებლად, რის შესახებაც ახსენებს ინსტრუქტაჟის ჩამტარებელ პასუხისმგებელ პირს.
4. სამსახურის შესასრულებლად პატრული (გუშაგი) ვალდებულია იყოს ჩაცმული ფორმის ტანსაცმელში სეზონის მიხედვით. ჰქონდეს სანიმუშო შეხედულება და გამართული აღჭურვილობა.
5. მას თან უნდა ჰქონდეს:
ა) პირადობის მოწმობა;
ბ) სამსახურის წიგნაკი;
გ) მარშრუტის საგუშაგოს ბარათი;
დ) ტაბელური იარაღი, ორი სავსე მჭიდით;
ე) რადიოსადგური;
ვ) ჯიბის ელექტროფანარი;
ზ) წივილა;
თ) ფანქარი და ავტოკალამი;
ი) სამსახურის ჩანთა და პლანშეტი;
კ) ინდივიდუალური პაკეტი (caffre ან O.B.).
შესასრულებელი ამოცანის თავისებურებებიდან გამომდინარე დამატებით ეძლევა:
ლ) ადგილზე ჯარიმის გადასახდელი ქვითარი;
მ) სააღრიცხვო ბლანკები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების შესავსებად;
ნ) ელექტრომეგაფონი;
ო) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სპეციალური საშუალებები და სხვა.
6. განწესების ყოველდღიური ინსტრუქტაჟები ტარდება შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელების და მეთაურთა შემადგენლობის მიერ გამოცდილი ოპერატიული მუშაკების და სხვა სამსახურების პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით. ინსტრუქტაჟის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.
7. ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი ინსტრუქციის ჩატარების წინ უნდა გაეცნოს შექმნილ ოპერატიულ ვითარებას მორიგესთან არსებული ინფორმაციის გამოყენებით. შეისწავლოს და შეაფასოს განწესების მოქმედება განვლილ დღე-ღამეში, დეტალურად გაეცნოს დასახულ ამოცანებს. ყველა მარშრუტისა და საგუშაგოს თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩიოს კითხვები პოლიციელების ცოდნის შესამოწმებლად. ოპერატიული ვითარების გათვალისწინებით დაისახოს ამოცანები სხვადასხვა სიტუაციაში მათი მოქმედებისათვის.
8. იმ პირთა მწყობრთა მიახლოებისას, ვინც ატარებს ინსტრუქტაჟს, მორიგე იძლევა ბრძანებას: „განწესება, სმენა! სწორება მარჯვნივ (მარცხნივ)“ და მოახსენებს განწესების მზადყოფნის შესახებ.
9. ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი ვალდებულია:
ა) დარწმუნდეს პირადი შემადგენლობის მზადყოფნაში სამსახურის შესასრულებლად, მიიღოს ზომები გამოვლენილ დარღვევების აღმოსაფხვრელად;
ბ) შეამოწმოს პატრულირების და გუშაგების ცოდნა თავიანთი უფლებებისა და მოვალეობის, ნორმატიული აქტების ცალკეული მუხლების მოთხოვნილების შესახებ. სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების წესების ცოდნის, ძებნაში მყოფი დამნაშავეების და მოპარული ნივთების აღწერილობის შესახებ. გამოაცხადოს განვლილ დღე-ღამეში სამსახურის შესრულების შედეგები. აუცილებლობის შემთხვევაში განმარტოს შეცდომების და ხარვეზების გამომწვევი მიზეზები, მოიყვანოს მაგალითები პატრულისა და გუშაგების სანიმუშო მოქმედების შესახებ.
თავი V
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მოვალეობანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში
1. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებები უზრუნველყოფენ ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ისინი თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ხელმძღვანელობენ არსებული კანონმდებლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებები მოვალენი არიან:
3. იცოდნენ და გამოიყენონ თავიანთ საქმეში , პრეზიდენტის ბრძანებულებები, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
4. დაცვის კანონიერება, ყურადღებითა და ზედმიწევნით გაერკვეს საზოგადოებრივი წესრიგის და სამართალდარღვევების ჩადენის თითოეულ ფაქტში და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები.
5. ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე აღკვეთონ შინაური ცხოველების გამოყვანის წესების დარღვევები. ცოფიანი ძაღლების და სხვა ცხოველების გამოჩენის შემთხვევაში, მიიღონ ზომები, მათ გასაუვნებლად, გამოიძახონ ვეტერინარი. ის მოქალაქეები, რომლებიც მიიღებენ იმ პირების წარმოსადგენად, რომლებიც ეწევიან ლოთობას, ადამიანის ღირსებებისათვის შეურაცხმყოფელ ქმედებას, რის გამოც კანონის საფუძველზე, წარადგენენ სამედიცინი გამოსაფხიზლებელში. აღკვეთონ სპირტიანი სასმელების მიღება ქუჩაში, სკვერებში, პარკებსა და სხვა ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია;
ბ) ელექტროგადაცემების, საჰაერო ხაზების და ელექტროქსელების კაბელის დაზიანებათა აღმოჩენისას გამოიძახონ საავარიო სამსახური, მოახსენონ მორიგეს და ავარიის ტექნიკური დახმარების მოსვლამდე დაიცვან ავარიის ადგილი, არ დაუშვან იქ უცხო მოქალაქეები.
დ) მოახსენონ მორიგეს სამშენებლო, სარემონტო და სხვა მიმდინარე სამუშაოების ჩატარების ადგილზე შემოსაღობი საშუალებების დაზიანების, ან მათი საერთოდ არ არსებობის შესახებ. მიიღონ ზომები, რათა დაუშვან მოქალაქეები საშიშ ზონაში.
ე) მოითხოვონ მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისაგან სანიტარული რეჟიმის ნორმების დაცვა, გამოვლენილი დარღვევების შესახებ მოახსენონ მორიგეს, პოლიციის უბნის ინსპექტორს, აღკვეთოს მწვანე ნარგავების, ძეგლების სტენდების, რეკლამების, პლაკატების და ა. შ. დაზიანების ფაქტები, დამნაშავეთა მიმართ გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები. მიიღოს მოქალაქეთაგან ნაპოვნი ნივთები და გადასცეს ისინი მორიგეს, ამასთან აღნიშნონ პატაკში ნაპოვნი ნივთების ნუსხა და მონაცემები მათი გადმომცემი პირის შესახებ.
ვ) იქონიონ კავშირი (საზოგადოებრივ ფორმირებებთან, აგრეთვე) საყოფაცხოვრებო კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებთან, მათი დახმარებით გამოავლინონ და აღკვეთონ სამართალდარღვევის ფაქტები. დააკავონ სამართალდამრღვევები და ძებნაში მყოფი პირები.
თავი VI
დანაშაულის თავიდან აცილება
საპატრულო განწესებებმა სამსახურის შესრულების დროს უნდა გაატარონ ყველა ღონისძიება დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. პატრულირების მარშრუტებსა და საგუშაგოებზე ისინი მოვალენი არიან:
ა) გამოარკვიონ დანაშაულის ხემშემწყობი პირობები, მიიღონ ზომები მათ აღსაკვეთად, რის შესახებაც მოახსენონ მორიგეს;
ბ) ყურადღება მიაქციონ, რათა თანამდებობის პირებმა და მოქალაქეებმა არ დატოვონ უმეთვალყურეოდ ქონება და ძვირფასეულობა, აუცილებლობის შემთხვევაში გაატარონ ზომები მათ დასაცავად;
გ) იცოდნენ და გამოავლინონ ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირების მიმართ დადგენილი შეზღუდვები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მოახსენონ მორიგეს, უბნის ინსპექტორს;
დ) დროულად აღკვეთონ დანაშაულის ჩადენის წინაპირობები. აუხსნან მოქალაქეებს მათ მიერ ანტისაზოგადოებრივი ქმედების დაუშვებლობის შესახებ. მოახსენონ მორიგეს იმ პირების შესახებ, რომლებმაც მათი ქმედებისაგან გამომდინარე შესაძლოა ჩაიდინონ დანაშაული.
თავი VII
დანაშაულის გახსნის მიზნით
1. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებებმა უნდა აღკვეთონ დანაშაული, დაადგინონ და დააკავონ დანაშაულის ჩამდენი პირები, შინაგან საქმეთა ორგანოების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ დამნაშავეთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნაში.
2. ისინი მოვალენი არიან:
ა) მოქალაქეთა განცხადების ან შეტყობინების მიღებისას მოსალოდნელი ან უკვე ჩადენილი დანაშაული შესახებ, დაადგინონ და ჩაიწერონ შემოსვლის დრო, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ადგილი, ვის მიერ და ვის მიმართ არის იგი ჩადენილი, ცნობები მოსალოდნელი დანაშაულის მზადების შესახებ, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომლებსაც მნიშვნელობა გააჩნიათ დანაშაულის გახსნისათვის;
ბ) ჩადენილი ან მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობონ მორიგეს, მივიდნენ შემთხვევის ადგილას. მიიღონ ზომები დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად, მათ დასაკავებლად, დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად, მოწმეების დასადგენად, საგამომძიებო-ოპერატიული ჯგუფის მისვლამდე უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის დაცვა, კვალის, დანაშაულის ჩადენის საშულებების და სხვა ნივთმტკიცების ხელშეუხებლობა;
ბ) შემთხვევის ადგილზე საგამომძიებო-ოპერატიული ჯგუფების მოსვლის შემდეგ განწესებები მოქმედებენ მათი ხელმძღვანელის მითითებებით, რის შესახებაც აცნობებენ მორიგეს.
თავი VIII
არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა და ბავშვთა ზედამხედველობის აღკვეთა
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებები მოვალენი არიან:
ა) აღკვეთონ დანაშაული და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტები ჩადენილი არასრულწლოვანთა მიერ (ხულიგნობა, გზის სავალ ნაწილზე თამაში, ქუჩაში მოძრაობის წესების დარღვევა);
ბ) გამოავლინონ უპატრონო ბავშვები, მოზარდთა ჯგუფები, რომლებიც ეწევიან სამართალდარღვევებს და ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას, მათი კონცენტრაციის ადგილები, რის შესახებაც მოახსენონ მორიგეს, შესაძლებლობის შემთხვევაში კი არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორს;
გ) არ დაუშვან არასრულწლოვანებზე სპირტიანი სასმელების, ლუდის, თამბაქოს მიყიდვა;
დ) გამოავლინონ ის პირები, რომლებიც ცდილობენ არასრულწლოვანთა ჩართვას ლოთობაში, ნარკომანიაში, მათხოვრობაში, პროსტიტუციაში, აზარტულ თამაშებში და სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში. ამის შესახებ მოახსენონ მორიგეს;
ე) უპატრონო და გზააბნეული ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, წარმოადგინონ შინაგან საქმეთა ორგანოს სამორიგეო ნაწილში.
თავი IX
საპატრულო -საგუშაგო სამსახურის განწესების როლი საკუთრების დაცვის საქმეში
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებები მოვალენი არიან:
ა) თვალყური ადევნონ მარშრუტის (საგუშაგოს) რაიონში განლაგებულ საწარმოო სავაჭრო და სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს. იცოდნენ მათი მუშაობის დრო, ტექნიკური გამაგრებისა და დამცავი სიგნალიზაციის მდგომარეობა. არ დაუშვან უცხო პირები სატვირთო სადგურებში, საკონტეინერო მოედნებზე, სატვირთო პარკებში, პორტებში, გაუწიონ აუცილებელი დახმარება ტრანსპორტისა და დაცვლის მუშაკებს ტვირთის დატაცების აღკვეთის საქმეში;
ბ) ყურადღება მიაქციონ ორგანიზაციებიდან და წარმოება-დაწესებულებებიდან გამოსულ ავტოტრანსპორტს, რომელსაც გადმოაქვთ ტვირთი, განსაკუთრებით კი ღამის საათებში, ეჭვის შეტანისას დაუყოვნებლივ აცნობოს მორიგეს სატრანსპორტო საშუალების მარკის, ნომრის და სხვა დამახასიათებელი ნიშნების შესახებ;
გ) სავაჭრო დაწესებულების, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების მუშაკთა მიერ მომხმარებლის მოტყუების და სხვა დარღვევების შემთხვევაში გაატარონ კანონით გათვალისწინეული ზომები, რის შესახებაც მოახსენონ მორიგეს.
თავი
X
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებები მოვალენი არიან:
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს მოახსენონ მორიგეს ან საგზაო საპატრულო სამსახურის ინსპექტორს;
ბ) ოპერატიული ჯგუფის მოსვლამდე მიიღონ ზომები დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად, შემთხვევის მონაწილეთა დასაკავებლად, მათთვის მძღოლის მოწმობის ჩამოსართმევად, შემთხვევის ადგილის, ვითარების და სატრანსპორტო საშუალებათა კვალის შესანარჩუნებლად, გამოავლინონ მოწმეები, ჩაიწერონ მათი გვარები, მისამართები, აუცილებლობის შემთხვევაში დააწესონ მოძრაობის ახალი მიმართულება (შემთხვევის ადგილის გვერდის ავლით). მიღებული მონაცემები აცნობონ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მისულ თანამშრომელს, რის შესახებაც აღინიშნონ პატაკში;
გ) თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იმ ავტომობილით, რომელშიც იმყოფებიან დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პორები, შესთავაზონ მძღოლს დაესწროს საბუთების შევსებას მომხდარი შემთხვევის შესახებ;
დ) თუ მძღოლს, ან სხვა მგზავრს არა აქვს შესაძლებლობა დაესწროს საბუთების გაფორმებას, ჩაწეროს აუცილებელი მონაცემები ავტოავარიის მონაწილეთა შესახებ და დართოს გამგზავრების ნება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღინიშნოს მძღოლის გაშვების მიზეზი და დაამოწმოს იგი მოწმეების ხელმოწერით;
ე) დახმარება გაუწიოს ბავშვებს, მოხუცებსა და ინვალიდებს ქუჩაში გადასვლის დროს;
ვ) ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა ინტენსიური მოძრაობის ადგილებში უზრუნველყონ (ადგილობრივი) ტრანსპორტის გაჩერებაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, თვალყური ადევნონ ქუჩაში გადასვლის, ხალხის გადაყვანის, მგზავრთა ასვლისა და ჩასვლის წესების დაცვას;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ აუდის მოძალებულ მგზავრთა გადაყვანას, ნება დართოს სახელმწიფო და ინდივიდუალური, ავტოტრანსპორტის მძღოლებს გადაიყვანონ მგზავრები თანმხვედრი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის არსებული წესების დაცვით.
თავი XI
პოლიციის განწესების მოვალეობანი სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტებზე
1. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განაწესებები, რომლებიც სამსახურს ასრულებენ სატრანსპორტო ობიექტებზე, მოვალენი არიან იცოდნენ:
ა) გზის მონაკვეთის, აუზის, აეროპორტის, ვაგზლის, პორტის და სხვა ობიექტების და მათი მიმდებარე ტერიტორიის გეოგრაფიული მდგომარეობა, აგრეთვე მგზავრთა ნაკადის მიმართულება;
ბ) პატრულირებისა და შინაგან საქმეთა სატრანსპორტო პოლიციის განწესებების უახლოესი მარშრუტების მდებარეობა და იქონიონ მათთან კავშირი;
გ) სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვის ინტენსიურობა, მატარებლების, თვითმფრინავების, საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი;
დ) მგზავრთა გადაყვანის წესები, საგზაო საბუთების ნიმუშები;
ე) ტრანსპორტის ობიექტებზე დანაშაულის ჩადენის თავისებურებანი, დამნაშავეთა შენიღბვის მეთოდები;
ვ) მგზავრთა და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გასული ტრანსპორტის მუშაკთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტის წესი.
2. სადგურში, აეროპორტში, საზღვაო და სამდინარო პორტებში, ნავსადგურებში განწესებები მოვალენი არიან:
ა) პირადად და ტრანსპორტის თანამშრომლების დახმარებით მიიღონ ზომები დამყარებული წესრიგის შესანარჩუნებლად, უზრუნველყონ მგზავრთა თავისუფალი შესვლა და გამოსვლა;
ბ) გამოავლინონ ტრანსპორტის ობიექტებში პირები, რომლებიც იმყოფებიან ძებნაში, ეწევიან მაწანწალობას, პროსტიტუციას, აგრეთვე პირობით გასამართლებულნი და პირობით განთავისუფლებული პირები, რომლებმაც მიატოვეს დადგენილი საცხოვრებელი ადგილები.
გ) გამოავლინონ პირები, რომლებიც ცდილობენ მგზავრებთან დაახლოებას მათი პირადი ნივთების ქურდობის მიზნით, დააწესონ მათ მოქმედებაზე კონტროლი, გააფრთხილონ მოქალაქეები, რათა მათ არ მიატოვონ ნივთები უმეთვალყურეოდ, მიიღონ ზომები ქურდობის აღსაკვეთად.
დ) გამოავლინონ პირები, რომლებიც ეწევიან ბილეთებით უკანონო ვაჭრობას და წარადგინონ ისინი სამორიგეო ნაწილში;
ე) აღკვეთონ მგზავრთა ასვლა-ჩამოსვლა დაძაბულ ტრანსპორტზე, სატვირთო მატარებლებზე, თვითნებური მგზავრობა;
ვ) დახვდნენ და გააცილონ მატარებლის, გემის მგზავრები, მგზავრობის დროს ნებისმიერ დარღვევაზე აცნობონ მორიგეს;
ზ) არ დაუშვან მგზავრთა გადაყვანა ვაგონების კიბეებისა და სახურავებზე, აღკვეთონ ლიანდაგებზე ნივთები დაწყობის, სიგნალიზაციისა და კავშირის ტექნიკურ საშუალებათა დაზიანების მცდელობის ფაქტები და სხვა.
3. მატარებლებში, გემებში პოლიციის განწესებები მოვალენი არიან გამგზავრებამდე დაამყარონ კავშირი მატარებლის უფროსთან, გემის კაპიტანთან და უზრუნველყონ მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსვლის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
ა) მგზავრობის პერიოდში მუდმივი კავშირი იქონიონ ვაგონების გამცილებლებთან, გემის ეკიპაჟის წევრებთან , მატარებლის, გემის პერსონალთან, გაუწიონ მათ დახმარება სამსახურის შესრულების საქმეში. აღკვეთონ ვაგონში ინვენტარისა და სხვა საგნების გაფუჭება, აკრძალულ ადგილებში სიგარეტის მოწევა, ფანჯრებიდან და კარებებიდან სხვადასხვა ნივთების გადაყრა;
ბ) გამოავლინონ ტრანსპორტის თანამშრომელთა მხრიდან არაკანონიერების ჩადენის ფაქტები და ამის შესახებ მოახსენოს შინაგან საქმეთა სატრანსპორტო განყოფილების მორიგეს;
გ) სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის შემთხვევაში მიიღონ ზომები ხალხის გადასარჩენად, დაზარალებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად, შემთხვევის ადგილის დასაცავად და ქონების გადასარჩენად. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ უახლოეს შინაგან საქმეთა განყოფილებას;
დ) დახმარება გაუწიონ სანიტარულ ინსპექციის თანამშრომლებს;
ე) მატარებლის, გემის ბოლო სადგურში მისვლისა, მგზავრთა გადმოსვლისას, ტვირთის და ბარგის ჩამოტანის შემდეგ ტრანსპორტის მუშაკებთან ერთად დაათვალიერონ მატარებლის ვაგონები, გემი კაიუტები, ტრანსპორტის მოსვლის შესახებ მოახსენონ სამორიგეო ნაწილს.
შენიშვნა:
ბოლო გაჩერებაზე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ნივთები ფორმდება მატარებლის, გემის, ვაგზლის ან პორტის უფროსების მიერ შესაბამისი წესების მიხედვით, რომლებიც მოქმედებენ სარკინიგზო და საწყალოსნო ტრანსპორტზე, ხოლო ფასეულობანი და დოკუმენტები ბარდება შინაგან საქმეთა სამორიგეო ნაწილს. განწესების განსაკუთრებული მოვალეობანი საჰაერო ტრანსპორტის გაცილების დროს მოცემულია სპეციალურ ინსტრუქციაში.
თავი XII
პოლიციის განწესებათა უფლებები
1. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უფლება აქვთ:
ა) მოითხოვონ მოქალაქეებისა და თანამდებობების პირებისგან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ის სამართალდარღვევების შეწყვეტა, რომლებიც საშიშია საზოგადოებისათვის, განუმარტოს მათ ქმედების არაკანონიერების შესახებ. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გაატარონ კანონით გათვალისწინებული იძულებით ღონისძიებანი.
ბ) სამართალდარღვევის შემთხვევაში დროებით შეუზღუდონ ან აკრძალონ გარკვეულ ადგილებზე ან ობიექტებზე მოქალაქეთა, ავტოტრანსპორტისა და სხვა საშუალების გადაადგილებები, რათა უზრუნველყოფილი იქნას ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოების, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
გ) შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ ტაბელური ან მათზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სპეცსაშუალებები, თანახმად არსებული წესებისა;
დ) საფუძვლიანი ეჭვის, დანაშაულის ჩადენის, მისი მცდელობისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში შეუმოწმოს მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები;
ე) გაატაროს ქმედითი ზომები საზოგადოებრივი წესების, საგზაო მოძრაობის წესებისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დამრღვევთა მიმართ;
ვ) ავტო-მოტო პატრულის მძღოლებმა შეიძლება უგულველყონ საგზაო მოძრაობის წესების გაცვა, შესაბამისი ხმოვანი სიგნალისა და შუქების ჩართვით, იმ შემთხვევაში, როცა შესასრულებელი გადაუდებელი სამსახურებრივი დავალებაა. ამასთან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ზ) დროებით შეზღუდონ ან აკრძალონ გარკვეულ ადგილებზე და ობიექტებზე მოქალაქეთა შესაძლო გადაადგილება ან თავშეყრა მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, აგრეთვე ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების უზრუნველსაყოფად;
თ) პირადი უსაფრთხოების მიზნით შეუძლიათ გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებანი;
ი) წარადგინონ სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში, თანახმად დადგენილი წესისა, ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძლიერ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირები.
კ) ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალი მოქალაქეების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც იმყოფებიან უმწეო მდგომარეობაში, ნარკოტიკული სიმთვრალის დროს, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ძლიერი ტრამვის ნიშნებით, ინვალიდებსა და ორსული ქალების ცუდად ყოფნის დროს გამოძახებული უნდა იქნეს ადგილზე სასწრაფო დახმარება. ასეთი პიროვნებების გადაყვანა პოლიციის სამსახურებრივ შენობაში ან სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში აკრძალულია.
2. გადაუდებელ შემთხვევაში განწესებას უფლება აქვს დაუყოვნებლივ გამოიყენოს სატრანსპორტო საშუალებანი (სპეციალური და დიპლომატიური ავტომობილების გარდა), რომლებიც ეკუთვნიან წარმოებებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, უკიდურეს შემთხვევაში მოქალაქეებს, უბედური შემთხვევების ან სტიქიური უბედურების ადგილზე გასასვლელად, მიმალვის მიზნით გაქცეულ დამნაშავეებს და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა დასაკავებლად და პოლიციაში წარსადგენად, სამკურნალო დაწესებულებაში იმ მოქალაქეთა გადასაყვანად, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
3. პოლიციის მუშაკი, რომელმაც ისარგებლა ტრანსპორტით, მძღოლის მოთხოვნით აძლევს მას ცნობას ან აკეთებს აღნიშვნას საგზაო ფურცელში მგზავრობის ხანგრძლივობისა და გავლილი მანძილის, გვარის, თანამდებობის, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სამსახურებრივი ტელეფონის ნომრის აღნიშვნით.
თავი XIII
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესრულება
1. პოლიციის მუშაკმა სამსახურში გასვლისას უნდა იცოდეს:
ა) დასახული ამოცანა;
ბ) მარშრუტის თავისებურებანი და მასზე არსებული ოპერატიული ვითარება;
გ) პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებათა, სამხედრო საგუშაგოთა განლაგება;
დ) პოლიციის მორიგესთან დაკავშირებისა და რადიოგაცვლის წარმოების წესი;
ე) ძებნილ დამნაშავეთა გატაცებული ნივთებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დამახასიათებელი ნიშნები;
ვ) ადგილები, სადაც შესაძლებელია დანაშაულის ჩადენა, ან იმ პირთა გამოჩენა, რომლებიც ეწევიან ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას;
ზ) პოლიციის ადმინისტრაციულ ზედამხედველობაში მყოფი პირები და მათზე გავრცელებული შეზღუდვები;
თ) საგუშაგო უბანზე ან მარშრუტზე არსებული კავშირგაბმულობის განყოფილებები, საბანკო დაწესებულებანი და სხვა ძვირფასეულობათა საცავები;
ი) მარშრუტის ტერიტორიაზე განლაგებული საერთო საცხოვრებელი, აგრეთვე მსჯავრდებულთა და პირობით განთავისუფლებულთა საცხოვრებელი ადგილები;
კ) მარშრუტის რაიონში არსებული პარკები, სკვერები, ბაღები, სტადიონები, სასადილოები, საჩაიეები, ლუდის ბარები, სასაუზმეები და რესტორნები, დისკოთეკები, ვიდეო სალონები, თეატრები, სასტუმროები, ბაზრები, ვაგზლები, ნავმისადგომები და სხვა ხალხმრავალი ადგილები;
ლ) საზღვარგარეთელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საცხოვრებელი ადგილები;
მ) წარმოება-დაწესებულებების რაიონში განლაგებული მსხვილი საწარმოო დაწესებულებების, სამრეწველო და სატრანსპორტო, აგრეთვე სავაჭრო და სანახაობრივი დაწესებულებების მუშაობის დაწყება-დამთავრების და ინკასაციის დრო:
ნ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების და მათ უახლოესი გაჩერებები, მეტროს სადგურები, ავტომობილებისა და ტაქსების სადგომები;
ო) მარშრუტის მიმდებარე ქუჩები, შესახვევები, მოედნები, გასასვლელები, ეზოები და უმოკლესი გზები დამნაშავის დადევნების შემთხვევაში.
2. განწესებაში გასული ცვლა ინსტრუქტაჟზე მიღებული დავალების შესაბამისად კავშირის საშუალებებით ახსენებს პოლიციის მორიგეს მარშრუტზე ან საგუშაგოზე მისი გამოცხადების და იქ არსებული ვითარების შესახებ.
3. განწესებათა შეცვლა მარშრუტის ან საგუშაგოს თავისებურებების გათვალისწინებით, ხდება წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე.
4. შემცვლელი განწესება წარუდგება შესაცვლელს, შესაცვლელი განწესება ატყობინებს შემცვლელს სამსახურის შესრულების დროს მომხდარი შემთხვევებისა და მიღებული განკარგულებების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევებში ისინი ერთად შემოივლიან მარშრუტს, საგუშაგოს ტერიტორიას.
5. მიმღები, მარშრუტის შესახებ აკეთებს ჩანაწერს ჩამბარებლის სამსახურის წიგნაკში და კავშირის საშუალებებით ატყობინებს მორიგეს.
6. დადგენილ დროზე, ცვლის სხვა საშუალებებით ახსენებს მორიგეს და მხოლოდ მისი ნებართვით შეუძლია დატოვოს მარშრუტი.
7. განწესება მოვალეა მარშრუტზე დადგენილი დროის მიხედვით სამსახურს ასრულებდეს მოუწყვეტლივ. მას შეუძლია დროებით დატოვოს მარშრუტი მხოლოდ ორგანოს უფროსის, მისი მოადგილეების, მორიგის ან მისი თანაშემწის ნებართვით, როცა:
ა) აუცილებელია წესრიგის აღდგენა: დანაშაულის არიდება და აღკვეთა;
ბ) მიმავლის მიზნით დამნაშავის დადევნებისას;
გ) მართლწესრიგის დამრღვევთა პოლიციაში წარსადგენად;
დ) თავდასხმისაგან მოქალაქეთა დაცვის აუცილებლობისას;
ე) დანაშაულის, სტიქიური უბედურებით, უბედური შემთხვევებითა და სხვა შემთხვევებით დაზარალებული პირებისადმი დახმარების აღმოსაჩენისას;
ვ) ხანძრის ლიკვიდაციისათვის ზომების მისაღებად;
ზ) შემთხვევის ადგილის დასაცავად;
თ) პოლიციის სამორიგეო ნაწილში, ბავშვთა ოთახის ინსპექციაში, მშობლებთან ან მის შემცვლელ უზედამხედველო და გზააბნეული ბავშვების წარსადგენად;
ი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ან საჭმლის მისაღებად;
კ) მეზობელი განწესების, შინაგან საქმეთა ორგანოების, საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დახმარების აღმოსაჩენად.
8. მარშრუტებზე ან საგუშაგოზე დაბრუნების შესახებ განწესება ტელეფონით ან კავშირის სხვა საშუალებით ატყობინებს მორიგეს.
9. სამსახურის შესრულების დროს განწესებას ეკრძალება;
ა) სპირტიანი სასმელების მიღება;
ბ) თავისი იარაღის გადაცემა ან წარდგენა, გარდა იმ პირებისა, ვისაც იგი ემორჩილება;
გ) ძილი, სამსახურისგან მოცილება და სიფხიზლის მოდუნება;
დ) გააბას საუბარი ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ შეეხება სამსახურს;
ე) რადიოკავშირის მუშაობის წესების დარღვევა და ტელეფონზე არასამსახურებრივი საუბარი;
ვ) სამსახურებრივი საჭიროების გარეშე საცხოვრებელ სახლებში, სასადილოებში, მაღაზიებში, კლუბებში, რესტორნებსა და სხვა შენობებში შესვლა;
ზ) მარშრუტის ან საგუშაგოს დატოვება, გარდა ამ წესდებაში მითითებული შემთხვევებისა;
10. მეზობელი განწესებისაგან, შინაგან საქმეთა ორგანოების სხვა მუშაკებისაგან დახმარების მისაღებად გუშაგი-პოლიციელი იყენებს პირდაპირ რადიოკავშირს ან უკავშირდება მორიგეს.
11. ისეთ შემთხვევაში, როცა აუცილებელია დახმარების მიღება და არ არის რადიოკავშირის საშუალებები, მორიგე პოლიციელი სასტვენით იძლევა სიგნალებს:
ა) „დააკავე“- ერთი ხანგრძლივი სიგნალი;
ბ) „დამეხმარე“ – „ჩემთან“ - ორი მოკლე სიგნალი;
გ) საჭიროების შემთხვევაში ხდება სიგნალების განმეორება.
12. პატრული გაიგონებს რა სიგნალებს, მოვალეა:
ა) სიგნალზე „დააკავე“ გაამახვილოს ყურადღება და მიიღოს ზომები იმ პირების აღმოსაჩენად და დასაკავებლად, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ დევნას;
ბ) სიგნალზე „დამეხმარე“, „ჩემთან“ - უპასუხოს ერთი მოკლე სიგნალით და დაუყოვნებლივ გაეშუროს დასახმარებლად გამოძახების ადგილისაკენ.
13. პატრულის და გუშაგის განსაკუთრებული სტატუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მდგომარეობს:
ა) მისი უფლებებისა და პირადი ღირსების კანონით დაცვაში;
ბ) მკაცრად განსაზღვრული პირისადმი მის დაქვემდებარებაში;
14. ის ემორჩილება ორგანოს უფროსს, ნაწილს, დანაყოფის მეთაურს და მათ მოადგილეებს, მორიგეს და მის თანაშემწეს; მხოლოდ ამ პირებს აქვთ უფლება მისცენ გუშაგს ან პატრულს რაიმე მითითება ან კონკრეტული დავალება, მოხსნან იგი მარშრუტიდან ან საგუშაგოდან და შეუცვალონ სამსახურის შესრულების ადგილი. პირი, რომელიც იძლევა ასეთ მითითებებს, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს განყოფილების მორიგეს, პატრულს ან გუშაგს სამსახურის შესრულების დროს დისციპლინარული სასჯელი არ დაედება.
15. პატრულისა და გუშაგის მარშრუტისა და საგუშაგოს ტერიტორიაზე გადაადგილების წესი განისაზღვრება მათი ამოცანებიდან, მარშრუტის თავისებურებებიდან, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
16. წყვილ ქვეითთა პატრულში შემავალი პოლიციელები საჭიროების შემთხვევაში სამსახურებს ასრულებენ ცალ-ცალკე, ოღონდ ისეთი გაანგარიშებით, რომ ისინი ხედავდნენ ერთმანეთს ან ესმოდეთ ერთმანეთის ხმა. ერთმანეთთან დასაკავშირებლად შემოიღება პირობითი სიგნალები.
17. პატრულირების მარშრუტებზე და საგუშაგოზე სამსახურის შესრულების ადგილი შეირჩევა ვითარების მიხედვით ისეთი გაანგარიშებით, რომ თავისუფლად შეიძლებოდეს თვალყურის დევნა, სამართალდარღვევის არიდებისა და აღკვეთის სწრაფი ზომების მიღება.
18. განწესებები საპატრულო სამსახურის შესრულებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ:
ა) მოქალაქეებს, რომლებსაც სამსახურებრივი კავშირი არა აქვთ და ხშირად გამოჩნდებიან ხოლმე ისეთ ობიექტებთან, სადაც ინახება ან ბრუნვაშია მატერიალური ფასეულობანი: ბანკები, მაღაზიები, საწყობები, ბაზები და ა. შ. აგრეთვე, იმ პირებს, რომლებიც იჩენენ ინტერესს ფანჯრების, კარების, საკეტების, ღობეების, ობიექტების მუშაობის და დაცვის ორგანიზაციის მდგომარეობის შესახებ;
ბ) ადამიანებს, რომლებიც იჩენენ საეჭვო სიფრთხილესა და აღელვებას, აცვიათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ შეეფერება მათ აღნაგობას;
გ) მოქალაქეთა ჯგუფებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც იკრიბებიან სკვერებში, სახლის ეზოებში, სადარბაზოებში და სხვა ადგილებში;
დ) ადგილებს, სადაც შესაძლებელია სამართალდამრღვევთა გამოჩენა;
ე) ისეთ ადგილებს, სადაც მოსალოდნელია არაკანონიერად ნარკოტიკული ნივთიერებების, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების გაყიდვა;
ვ) მოქალაქეებს, რომლებიც არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს;
ზ) ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ სახიფათო ადგილებში;
თ) ისეთი მაღაზიების და სხვა დაწესებულებების კარებების, ვიტრინების და ფანჯრების სიმთელეს, სადაც ინახება მატერიალური ფასეულობანი;
ი) საეჭვო ხმაურსა და სუნს, ცეცხლის ან ბოლის გამოჩენის.
19. სამსახურის შესრულებისას პოლიციის განწესებები ვალდებულნი არიან გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და მიიღონ უეცარი თავდასხმის შესაძლებლობის გამომრიცხავი ზომები:
ა) შებინდებისას ადამიანს, როგორც წესი, მიუახლოვდნენ განათების წყაროს მხრიდან;
ბ) ადამიანს უკნიდან მიახლოებისას გადგნენ განზე, გაჩერდნენ, გაატარონ იგი ან შეცვალონ მოძრაობის მიმართულება და წავიდნენ მიახლოებული პირის შესახვედრად.
თავი XIV
პატრულთა მიერ ავტომობილით და მოტოციკლით სამსახურის შესრულების თავისებურებანი.
1. საპატრულო-საგუშაგო ავტომანქანები და მოტოციკლები გამოიყენება მარშრუტებზე სამოძრაოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა და დამნაშავე პირთა პოლიციაში გადასაყვანად. გამონაკლის შემთხვევებში, იმ მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებაში მოსაყვანად, რომლებიც ქუჩაში იმყოფებიან უმწეო მდგომარეობაში, ასევე სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში იმ მოქალაქეთა წარსადგენად, რომლებიც ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმყოფებიან ნასვამ მდგომარეობაში და არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს.
2. საპატრულო ავტომანქანები და მოტოციკლები უნდა იყვნენ აღჭურვილნი რადიოკავშირისა და სხვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.
3. ავტომობილებითა და მოტოციკლებით საპატრულო სამსახურს ახორციელებენ სამწყობრო დანაყოფთა განწესებები, სპეც-მოტორიზებული პოლიციის ნაწილები, დაცვის, საგზაო პოლიციის, საგზაო-საპატრულო და სამედიცინო გამოსაფხიზლებლების განწესებები.
4. ავტომობილებითა და მოტოციკლებით პატრულთა გადაადგილებას წესი განისაზღვრება მოცემული დავალებიდან, მარშრუტის თავისებურებებიდან, ოპერატიული მდგომარეობიდან, წლისა და დღის დროიდან გამომდინარე. მარშრუტზე მოძრაობის დროს პატრული თვალყურს ადევნებს და აუცილებლობისას აკეთებს გაჩერებებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და დანაშაულობათა აღკვეთისათვის ზომების მისაღებად. ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებული უნდა იყოს პატრულის სამარშრუტო ბარათში.
5. ავტომობილით ან მოტოციკლით პატრულის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი პატრული, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის დადგენილი წესით და დასახული ამოცანების ზუსტად შესრულებაზე, იარაღისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციის წესების დაცვაზე. პოლიციაში წარსადგენთა ავტომობილში ჩასმისა და მისი ავტომობილიდან გადმოყვანაზე, მოძრაობის დროს ავტოპატრულის მიერ მოძრაობის წესების დაცვაზე.
6. განწესების შემდეგ პატრულის უფროსი აზუსტებს ეკიპაჟის ვალდებულებებს, აცხადებს მარშრუტების და სამსახურის შესრულების ადგილებს, რადიოკავშირის საშუალებით ახსენებს მორიგეს მარშრუტებზე გასვლის შესახებ და იძლევა ბრძანებას მოძრაობის დაწყების შესახებ.
7. მარშრუტზე გაჩერებისას განაწესების უფროსი ორგანიზებას უკეთებს ქვეითად პატრულირებას. საპატრულო მანქანასთან რჩება მძღოლი-პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, აკვირდება რადიოსადგურების მუშაობას და პასუხობს გამოძახებებზე.
8. განწესების პირადი შემადგენლობის შესაკრებლად წესდება პირობითი სიგნალი.
9. ავტო-მოტო პატრულები, რომლებიც აღჭურვილნი არიან რადიოსადგურების, გაჩერების ადგილებში სამსახურს ასრულებენ არანაკლებ 30 წუთისა. ამ დროს ეკიპაჟიდან გამოყოფენ ფეხოსან პატრულს, რომელიც ავტომანქანას შორდება 300 მეტრამდე.
10. წარსადგენთა მანქანაში ჩასმისას, პატრულმა უნდა მიიღოს სიფრთხილის ზომები, რომლებიც გამორიცხავენ ამ პირებისადმი ტრამვის მიყენების, პოლიციის მუშაკებზე, მოქალაქეებზე მათი თავდასხმის და მატერიალური დაზიანების მიყენების შესაძლებლობებს.
11. ავტომობილიდან ან მოტოციკლიდან წარდგენილის გადმოყვანის შემდეგ, განწესება ვალდებულია დარჩენილი ან დატოვებული ნივთების და დოკუმენტების აღმოჩენის მიზნით დაათვალიეროს ძალა (ეტლი).
12. პატრულებს ავტომობილების (მოტოციკლებით) სამსახურის შესრულებისას ეკრძალებათ:
ა) გადაიყვანონ მოქალაქენი და გადაიტანონ ტვირთი, აგრეთვე დატოვონ ავტომობილი უმეთვალყურეოდ;
ბ) გადააჭარბონ მოძრაობის დადგენილ სიჩქარეს თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;
გ) თვითნებურად გადაუხვიონ დადგენილი მარშრუტიდან და შეცვალონ სამსახურის შესრულების წესი, თუ ეს გამოწვეული არ არის სამსახურებრივი აუცილებლობით;
დ) გადასცენ, ვინც უნდა იყოს იგი, ავტომობილის (მოტოციკლის) მართვა;
ე) დატოვონ უმეთვალყურეოდ დაკავებული პირნი ავტომანქანაში (მოტოციკლეტში) .
თავი XV
სამსახურებრივი ძაღლების გამოყენებით საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესრულების თავისებურებანი
1. სამსახურებრივი ძაღლები გამოიყენება დამნაშავე პირთა დასაძებნად, დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა დასაკავებლად, მასობრივ უწესრიგობათა აღსაკვეთად, ჯგუფური ხულიგნობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამავე დროს არასაცხოვრებელი სათავსოების, სარდაფების, მიტოვებული ვაგონების და ჭერის სხვენების შესამოწმებლად.
2. პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურში სამსახურებრივი ძაღლები გამოიყენება მარშრუტებსა და საგუშაგოებზე. გაუნათებელ ქუჩებში, ქალაქის განაპირა უბნებში, ტყე-პარკებსა და სხვა ადგილებში, სადაც ხშირად ხდება დანაშაული.
3. მასობრივი თავშეყრის ადგილებსა და მატარებლებში სამსახურებრივი ძაღლით პატრულირება, რომლებსაც პირბადე არ აქვს - აკრძალულია. არ შეიძლება აგრეთვე სამსახურებრივი ძაღლის სხვა პირზე გადაცემა ან უმეთვალყურეოდ დატოვება.
4. სამსახურებრივი ძაღლი მიემაგრება პოლიციელ-კინოლოგს შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის ბრძანებით.
5. პოლიციის მუშაკს, რომელსაც არ გაუვლია სპეციალური მომზადება, პოლიციელ-კინოლოგის თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლება.
6. ავადმყოფობის გამო ვეტერან ექიმის დასკვნის საფუძველზე შინაგან საქმეთა ორგანოს მორიგეს უფლება აქვს არ გამოიყენოს სამსახურებრივი ძაღლი პატრულირებისათვის, ხოლო დასკვნის არარსებობის შემთხვევაში ანალოგიური უფლება აქვს შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსს.
7. სამსახურებრივი ძაღლები შეიძლება ვამყოფოთ შინაგან საქმეთა განყოფილების ცალკეულ ვოლიერებში ან პოლიციელ-კინოლოგის საცხოვრებელ ბინაში.
8. სამსახურებრივი ძაღლების გადაყვანა სამსახურის შესასრულებლად, ხორციელდება სპეციალური ან საპატრულო ავტომანქანით.
9. პოლიციელ-კინოლოგს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძაღლის გადაყვანისას ძაღლი უნდა ყავდეს მოკლე თასმით დაჭერილი მარცხენა მხარეს და აუცილებლად პირბადით.
10. +30°-ზე ზემოთ და -20°-ზე ქვემოთ ტემპერატურის დროს ქუჩაში ძაღლების მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
11. სარდაფების, არასაცხოვრებელი სათავსოების და მშენებარე ადგილების დათვალიერებისას დამნაშავე პირთა აღმოჩენისა და დაკავების მიზნით პოლიციელ-კინოლოგს შეუძლია გაუშვას ძაღლი, თვითონ კი ღებულობს წინასწარი გაფრთხილების ზომებს დამნაშავის მხრივ უეცარი თავდასხმის შემთხვევათა ასაცილებლად.
12. სათავსოებისა და სხვა ადგილმდებარეობათა დასათვალიერებლად ძაღლს უშვებენ საყელურისა და პირბადის გარეშე. პოლიციის მუშაკი ამ დროს იმყოფება ისეთ ადგილზე, რომ შესაძლებლობის მიხედვით ძაღლი იმყოფებოდეს მისი მხედველობის არეში.
13. პირადი დათვალიერების დროს დაკავებულს ეძლევა ბრძანება „ხელები მაღლა“, ძაღლი ამ დროს ბრძანებაზე „დაიცავი“ უნდა იმყოფებოდეს 2-3 მეტრზე დაკავებულიდან, პირბადის გარეშე.
14. ქვეითი წესით დამნაშავის გადაყვანისას პოლიციელი-კინოლოგი ძაღლით მიჰყვება დაკავებულის სამი მეტრის მანძილზე. ამ დროს ძაღლი უნდა გეკავოს მოკლე თასმით და უცილებლად პირბადის გარეშე. ამასთან პოლიციელი-კინოლოგს, ძაღლისა და დაკავებულ პირს შორის განწესების სხვა მონაწილეები ან უნდა იმყოფებოდნენ ავტომობილით ან სხვა სატრანსპორტო საშულებით დამნაშავის გადაყვანისას, პოლიციელი-კინოლოგი ძაღლითურთ მოთავსდება ისეთ ადგილზე, საიდანაც უფრო მოხერხებულად უთვალთვალებს დაკავებულს და საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ქმედით ზომებს გაქცევისა და თავდასხმის აღსაკვეთად.
15. ძაღლი გამოიყენება აგრეთვე მაშინ, როცა დამნაშავე ეწევა აქტიურ წინააღმდეგობას, მათ შორის შეიარაღებულსა და ცდილობს დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიმალვას.
16. სამსახურებრივი ძაღლი შეიძლება გამოყენებული იქნას:
ა) დასაცავ ობიექტებზე თავდასხმის ასაცილებლად;
ბ) მოქალაქეთა დაცვისას თავდასხმისაგან, როცა მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება თუ სხვა ხერხით და საშუალებით შეუძლებელია მათი დაცვა;
გ) პოლიციის მუშაკებზე, ბადრაგსა და სამსახურებრივ განწესებაზე თავდასხმისას.
16. დასაკავებლად ძაღლის გაშვების წინ პოლიციის მუშაკი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ძაღლი სხვას ზიანს არ მიაყენებს. ძაღლის გაშვება დამნაშავის დასაკავებლად არ შეიძლება, თუ პოლიციის მუშაკსა და დამნაშავეს შორის ადამიანები იმყოფებიან.
17. თუ დამნაშავე სარდაფში იმყოფება და იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს, აუცილებელია ცეცხლისაგან გვერდზე გადგომა და ძაღლის გაშვება ზურგის მხრიდან ანუ ფლანგიდან, ან მიზანშეწონილია უცადონ დამნაშავის უკანდახევას.
18. დამნაშავის დაკავებისას ძლიერი დაკბენის შემთხვევაში, დაზარალებულს უნდა აღმოუჩინოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ამასთანავე ძაღლი უნდა იმყოფებოდეს დაკავებულისაგან 2-3 მეტრზე.
თავი XVI
პოლიციის მუშაკთა ურთიერთობა მოქალაქეებთან
1. პოლიციელი მოქალაქეებისადმი მიმართვაში უნდა იყოს ზრდილობიანი, ტაქტიანი, მიმართოს მათ თქვენობით, მიმართვისას უნდა მიესალმოს მათ მარჯვენა ხელის აღებით და დაუსახელოს თავისი წოდება და გავრი, რის შემდეგაც მოკლედ უნდა გააგებინოს მიმართვის მიზეზი და მიზანი.
2. მოქალაქეთა მიმართვისას პატრული (გუშაგი) მოვალეა მარჯვენა ხელის აღებით მიესალმოს მათ, ყურადღებით მოუსმინოს და მიიღოს ზომები მათ განცხადებაზე. აუცილებლობის შემთხვევაში განუმარტოს მათ თუ სად უნდა მიმართონ დასმული საკითხის გადასაწყვეტად.
3. თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა მოთხოვნის მიხედვით გუშაგი მოვალეა დაასახელოს თავისი გვარი, სამუშაო ადგილი და წარუდგინოს პირადობის მოწმობა.
4. მიმართვისას დაუშვებელია:
ა) ქედმაღლური ტონი, უხეშობა, ყოყოჩობა;
ბ) ირონიული ან არათავაზიანი შენიშვნებით მიმართვა;
გ) ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი გამოთქმები და რეპლიკები;
დ) დამუქრებითი ჟესტები და ნიშნები;
ე) დაუმსახურებელი ბრალდების წაყენება;
ვ) მუქარა, ჭკუის სწავლება და უმართებულოდ გამტყუნება;
5) პატრულთა და გუშაგთა განწესებანი არ უნდა ჩაებნენ კერძო ოჯახური ხასიათის მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, როდესაც ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებისას ამა თუ იმ დოკუმენტს უნდა მოეპყრას ფრთხილად და არ გაუკეთონ იქ რაიმე აღნიშვნები. თუ საბუთებში ჩაწყობილია ფული ან სხვა ნივთები, აუცილებელია იგი დაუბრუნდეს მფლობელს, რის შედეგადაც უნდა შეამოწმოს საბუთები. გაყალბების აშკარა ნიშნების მქონე, ან სხვისი დოკუმენტებით მოსარგებლე პირები წარადგინონ პოლიციაში.
თავი XVII
პოლიციის განწესების მოქმედება შემთხვევის ადგილზე
1. დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისას, პოლიციის განწესება გამოარკვიოს განმცხადებლის გამოკითხვით შემდეგს:
ა) რა დანაშაულია ჩადენილი, მისი ჩადენის ადგილი და აღმოჩენის დროს (საათ, წუთი);
ბ) ვინ ჩაიდინა დანაშაული ან ვინაა ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში და მისი ნიშნები;
გ) იყვნენ თუ არა დანაშაულის თვითმხილველნი და რა არის ცნობილი მათ შესახებ;
დ) რა მდგომარეობაში იმყოფება დაზარალებული და გაეწია თუ არა მას დახმარება;
ე) დანაშაულის შემტყობინებელი პირის გვარი, სახელი , მამის სახელი და მისამართი;
2. ეს მონაცემები ჩაიწერება სამსახურებრივ წიგნაკში, სასწრაფოდ მოხსენდება მორიგეს, რის შემდეგაც პოლიციის განწესება მიემართება შემთხვევის ადგილზე და მოქმედებს მორიგის მითითებით.
3. პოლიციის განწესებანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე მისვლისას მოვალენი არიან:
ა) მიიღონ გადამწყვეტი ზომები დანაშაულის აღსაკვეთად
ბ) ორგანიზაცია გაუკეთონ დამნაშავეთა დევნის და დააკავონ ისინი
გ) აღმოუჩინონ დახმარება დაზარალებულებს
დ) დაადგინონ მოწმეები (თვითმხილველნი)
ე) უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის დაცვა
4. შემთხვევის შესახებ მოახსენონ მორიგეს და იმოქმედონ მისი მითითებების მიხედვით.
5. მოქმედებათა თანმიმდევრობა დამოკიდებულია ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე, პოლიციის განწესების შემადგენლობაზე და სხვა გარემოებებზე.
6. დამნაშავეთა დევნა გრძელდება მანამ, სანამ ისინი არ იქნებიან დაკავებულნი და განიარაღებულნი.
7. დევნის დროს პოლიციის განწესებამ უნდა გამოიჩინოს თავდადება, ინიციატივა, აუცილებლობის შემთხვევაში მოუხმოს დასახმარებლად სამხედრო მომსახურეებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს, მეზობელ განწესებებს.
8. ჩადენილი დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან გაიყვანებიან მოქალაქეები, მათ შორის დაზარალებულებიც ისეთ მანძილზე, რომ მათ არ შეეძლოთ მოსპონ ან დააზიანონ დანაშაულის კვალი და ნივთიერი მტკიცებანი. არავის და მათ შორის პოლიციის განწესების პირად შემადგენლობას არ ეძლევა უფლება შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეეხოს ან გადაადგილოს, აუცილებლობის შემთხვევაში, შემთხვევის ადგილზე ახორციელებს ალყას. ალყისათვის გამოიყენება სხვადასხვა საგნები - თოკები, ფიცრები, მავთულები და სხვა საშუალებები.
9. შემთხვევის ადგილზე გუშაგმა პირველ რიგში უნდა დაიმახსოვროს და შესაძლებლობის მიხედვით გააკეთოს აუცილებელი ჩანაწერი იმ გარემოებათა შესახებ, რაც შეიძლება დროის განმავლობაში გაქრეს ან შეიცვალოს % სუნი, ამინდის მდგომარეობა, ტემპერატურა, ქარის მიმართულება, განათების ხასიათი და ა. შ.
10. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა შეუცვლელად იქნეს დაცული:
ა) იარაღები, რომლებიც დანაშაული ჩადენილი
ბ) ხელის თითების, ფეხსაცმლისა და სატრანსპორტო საშუალებათა კვალი
გ) სისხლის ლაქები, თმა, ტანსაცმლის საგნები, ქსოვილთა ნაწილები და სხვა.
დ) მინის ნამსხვრევები, ხოს ნაჭრები, ნამწვავები, ასანთი და ა. შ.
11. პოლიციის მუშაკებმა შემთხვევის ადგილზე უნდა იმოქმედონ გაბედულად და აზრიანად, არ წარმოთქვან ისეთი ფრაზები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მოქალაქეებთან ურთიერთდამოკიდებულების გამწვავება.
12. გუშაგი აღმოუჩენს რა დაზარალებულს პირველად დახმარებას, ათვალიერებს მის გარეგნობას, ტანსაცმელს და სხეულის ღია ადგილებს ამა თუ იმ დანაშაულისათვის დამახასიათებელი ნიშნების აღმოსაჩენად. ამავე დროს შესაძლებლობის მიხედვით ადგენს მის პიროვნებას, რის შემდგომ აგზავნის სამედიცინო დაწესებულებაში.
13. ადგილი და პოზა, რომელშიც აღმოჩნდება დაზარალებული, აღინიშნება ცარცით, ნახშირით ან სხვა საგნებით.
14. თუ დაზარალებული სასიცოცხლო ნიშნებს არ ავლენს, მაშინ უწინარეს ყოვლისა უნდა შემოწმდეს ცოცხალია თუ არა იგი, შეძლებისდაგვარად არ უნდა შეიცვალოს მისი პოზა და გარშემო არსებული ვითარება.
15. გვამი, როგოც წესი, ოპერატიული ჯგუფის მოსვლამდე შემთხვევების ადგილიდან არ მიაქვთ და არც გადაადგილებენ.
16. წვიმის, ქარის, თოვლისა და სხვა გარემოებებთან კვალისა და ნივთიერ მტკიცებათა დაცვის მიზნით, პოლიციის განწესებები ღებულობენ ზომებს მათი შენარჩუნებისათვის, როსთვისაც ფარავენ მათ სხვადასხვა საშუალებებით (ბრეზენტი, მუყაოთი, შიფერით და სხვა საგნებით) ვერტიკალურ ზედაპირზე კვალის დაცვისათვის აწყობენ ლითონის, ტოლისა და სხვა ულპობი მასალის წინსაფრებს.
17. გამოყენებულ საგნებისა და მასალებს არ უნდა ჰქონდეთ მკვეთრი სუნი, რათა არ გაძნელდეს სამსახურებრივი ძაღლის გამოყენება.
18. პოლიციის განწესებას, საცხოვრებელ სადგომში ან სათავსოში შესვლის უფლება აქვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
19. გუშაგი მოახსენებს ოპერატიული ჯგუფის უფროსს ან იმ მუშაკს, რომელსაც დანაშაულის მოკვლევა ევალება, მათ მიერ მიღებული ზომებისა და შედეგების შესახებ, რის შემდეგ მოქმედებს მათი მითითების ან მორიგის განკარგულების შესაბამისად.
თავი XVIII
დამნაშავეთა და დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავება და პოლიციაში წარდგენა
1. დამნაშავეთა და დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავებისას გუშაგს მოეთხოვება სიფხიზლე, გადამწყვეტი მოქმედება, თავშეკავება, ვითარებაში სწრაფი ორიენტირება.
2. გუშაგი საეჭვო პირების გამოჩენისას აწესებს მათზე მეთვალყურეობას, ისე, რომ არ გამოიწვიოს ეჭვმიტანილთა და გარშემო მყოფი მოქალაქეების ყურადღების მიქცევა. მიიღებს რა გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილის დასაკავებლად, იგი მოვალეა ზუსტად გაარკვიოს თავისი მოქმედებათა კანონიერება და შეარჩიოს ხელსაყრელი მომენტი.
3. ამავე დროს მან მხედველობაში უნდა მიიღოს:
ა) ეჭვმიტანილის პიროვნება და შესაძლო საშიში შედეგები მისი თავისუფლად დატოვების შემთხვევებში;
ბ) შესაძლო გართულებანი დაკავებისას, რომელშიც შეიძლება წარმოიშვას დაკავებულთა, მის თანამზრახველთა და თანამდგომთა მხრიდან;
გ) შეიარაღებული წინააღმდეგობის ან თავდასხმის შესაძლებლობანი;
დ) იარაღის გამოყენების პირობები, თუ ეს აუცილებელი გახდება;
4. დამნაშავეთა დაკავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აქვთ თუ არა მათ ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი ან სხვა მჩხვლეტავი საგანი და უზრუნველყონ სიფრთხილის ზომების მიღება.
5. ერთდროულად პოლიციის განწესება ამოწმებს თავისი იარაღის საბრძოლო მზადყოფნის მისი აუცილებელი გამოყენების შემთხვევისათვის.
6. ვითარების შესაბამისად ტანსაცმლისა და იმ ნივთიერების გარეგანი დათვალიერება, რომლებიც დასაკავებელს აქვს, ხდება დაუყოვნებლივ.
7. ეჭვმიტანილზე აღმოჩენილი იარაღი და სხვა საგნები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიციის განწესების მიმართ, წინააღმდეგობის გასაწევად, თავდასხმისა ან გაქცევისათვის, დაუყოვნებლივ ჩამოერთმევათ.
8. დოკუმენტების შემოწმებისა და ეჭვმიტანილის გამოკითხვის დროს პატრული უნდა იდგეს ნახევრად შებრუნებული შესამოწმებლიდან ერთ ნაბიჯზე და ყურადღებით უწევდეს მეთვალყურეობას მის მოქმედებას, ამასთანავე მზად იყოს თავდასხმის მოსაგერიებლად.
9. დაკავებულთა პოლიციაში წარდგენა როგორც წესი, წარმოების თანახმად ამ წესდების 62 მუხლისა.
10. პოლიციის ორგანოებში ეჭვმიტანილის წარდგენისას, გუშაგმა უნდა გაითვალისწინოს და მიიღოს ზომები ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როცა მისი თანამზრახველები შეეცდებიან შექმნან პირობები დაკავებულთა გაქცევისა და ძალით განთავისუფლებისათვის, თვალყური ადევნონ, რომ დაკავებულმა არ გადააგდოს ან არ გადასცეს ვინმეს ნივთიერი მტკიცებანი, ან არ მიიღონ თანამონაწილეთაგან იარაღი ან თავდასხმის სხვა საშუალებანი.
11. პოლიციის ორგანოში დაკავებულის ქვეითად წარმოდგენა, როგორც წესი ხორციელდება პოლიციის ორი ან მეტი მუშაკის მიერ, რომელთაგან ერთს დაკავებული უნდა მიჰყავდეს, მეორე, რომელიც უკან მიჰყვება, მეთვალყურეობას უწევს დაკავებულსა და გარშემომყოფთა ქცევებს. თუ წარდგენას პოლიციის ერთი მუშაკი ახდენს, იგი უნდა მოჰყვებოდეს უკნიდან ან გვერდიდან, დაკავებულს მარჯვენა მხრიდან, ამასთანავე აკრძალულია წინიდან გადაუაროს წარსადგენს ან დაიხაროს მის გვერდით.
12. პოლიციაში დაკავებული დამნაშავის წარმდგენი გუშაგი ორგანოს უფროსის სახელზე წერს პატაკს. მასში აღინიშნება: წარდგენილი პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, საცხოვრებელი მისამართი, მისი დაკავების დრო, ადგილი ვითარება და მიზეზი, მოწმეებისა და აგრეთვე იმ პირების გვარები და მისამართები, რომლებმაც დახმარება აღმოუჩინეს დამნაშავის დაკავებისა და წარდგენის დროს.
თავი XIX
დამნაშავეებსა და სხვა ანტისაზოგადოებრივი ელემენტების შესაძლო თავშესაფარი ადგილების დათვალიერება
1. საპატრულო-საგუშაგო განწესებები ვალდებულნი არიან აუცილებლობის შემთხვევაში დაათვალიერონ მარშრუტებზე არსებული დამნაშავეთა და სხვა ანტისაზოგადოებრივი ელემენტების შესაძლო თავშესაფარი ადგილები, სარდაფები, სხვენები, მიტოვებული ნაგებობანი, პარკები, სკვერები, მშენებარე შენობები, ნანგრევები და ა. შ.
2. დამნაშავეთა თავშესაფარი ადგილების დათვალიერება უნდა მოხდეს არა უმცირეს ორი პოლიციელის მიერ და აუცილებელ შემთხვევაში გამოყენებული იქნეს სამსახურებრივი ძაღლი.
3. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი დათვალიერების დროს შეიძლება ჩავრთოთ კომენდატურისა და სხვა ძალები.
4. თუ არის მონაცემები იმის შესახებ, რომ დასათვალიერებლ ადგილზე იმალებიან შეიარაღებული პორები, განწესების უფროსს ევალება:
ა) დაცვის დასათვალიერებელი ობიექტები, შეისწავლოს მათი განლაგება, შესასვლელები, გამოსასვლელები და ფარული მისასვლელები გზები;
ბ) განსაზღვროს გუშაგის ვალდებულებანი და საზოგადოებრიობის ძალები, მიაქციოს ყურადღება აუცილებელი სიფრთხილისა და პირადი უშიშროების საკითხებს.
5. მოქმედებათა უეცრობის თვალსაზრისით დათვალიერება ჩატარდეს გვიან ღამით ან დილით ადრე.
6. დასათვალიერებელ ობიექტთან მისვლა უნდა მოხდეს უხმაუროდ, ლაპარაკი და თამბაქოს მოწევა დაუშვებელია.
7. დათვალიერებაში მონაწილე ყველა წევრი მოქმედებს მხოლოდ განწესების უფროსის ბრძანებით, რის გარეშე ნებისმიერი მოქმედება კატეგორიულად აკრძალულია. ბრძანებები გაიცემა ხმადაბლა ან სპეციალურად დაწესებული სიგნალებით.
8. ობიექტის დათვალიერების წინ აუცილებელია შემოწმდეს იარაღის მზადყოფნა.
9. თუ სათავსში შეუმჩნევლად შეღწევა შეუძლებელია, წინასწარ გაიცემა ბრძანება: „ვინ არის აქ, გამოდი!“ დასათვალიერებელ ობიექტზე ასეთი პირის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის მოქმედება და სხვა მონაცემები იძლევიან მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის საფუძველს, განწესებამ უნდა იმოქმედოს თანახმად აღნიშნული წესებისა.
თავი XX
მეთვალყურეობა საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებით ადმინისტრაციულ ზედამხედველობაში მყოფ პირებზე
1. ამოცანები იმ პირებზე თვალყურის სადევნებლად, რომლებიც იმყოფებიან პოლიციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ, დაისახება ინსტრუქტაჟზე და უშუალოდ სამსახურის შესრულების დროს. მეთვალყურეობისათვის დასახული ამოცანების მოცულობა და ხასიათი განისაზღვრება თითოეული მარშრუტზე შექმნილი ოპერატიული ვითარების გათვალისწინებით.
2. ამოცანების დასახვის დროს განწესებებს ატყობინებენ იმ პირების გვარებს, სახელებს, სახლის მისამართებს, სამუშაო ადგილებს და სხვა მონაცემებს.
3. აუცილებელ შემთხვევაში განწესებას მიეცემათ იმ პირების ფოტოსურათები, რომლებზედაც მათ უნდა გასწიონ მეთვალყურეობა.
4. გუშაგები შეძლებისდაგვარად უნდა იცნობდნენ სახით ყველა იმ მოქალაქეს, რომლებზედაც ევალებათ მათ მეთვალყურეობა.
5. გუშაგ პოლიცილებეს ასეთ პირებს აჩვენებენ უბნის ინსპექტორები და სამძებრო დანაყოფთა თანამშრომელები.
6. ადმინისტრაციულ ზედამხედველობაში მყოფ პირებზე მეთვალყურეობას განწესებები ეწევიან ისეთ ადგილებში, სადაც მათ ყოფნისას ნება არ ეძლევათ.
7. თუ გუშაგი მიიღებს ცნობებს ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელ ადგილებზე იმ საათებში არყოფნის შესახებ, როცა მას სადმე წასვლა ეკრძალება - ამის შესახებ იგი ტელეფონით ან სხვა საშუალებებით ატყობინებს მორიგეს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად.
8. ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ დაწესებულ შეზღუდვათა დარღვევის შემთხვევაში, შენიშვნები ჩაიწერება სამსახურებრივ წიგნში, სადაც მიეთითება ამ პირს გვარი, სახელი, მამის სახელი, დარღვევის ხასიათი, სად და როდის არის იგი დაშავებული. მარშრუტზე ან საგუშაგოზე სამსახურის დამთავრების შემდეგ გუშაგი მოახსენებს პატაკით ორგანოს მორიგეს ან უფროსს.
თავი XXI
იარაღისა და სპეცსაშუალებების გამოყენება
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მუშაკებს უფლება აქვთ გამოიყენონ ხელბორკილები, რეზინის ხელჯოხები, ცრემლმდენი საშუალებანი, სათავსოს გამღები მოწყობილობა, ავტოტრანსპორტის იძულებითი გამჩერებელი, წყლის გამზომი ხელსაწყო, სხვა სპეციალური საშუალებანი, საბრძოლო ილეთები, სამსახურებრივი ცხენები და ძაღლები, აგრეთვე გამოიყენონ ჯავშოსანი მანქანები და სხვა სატრანსპორტო საშუალებანი შემდეგ შემთხვევებში:
ა) პოლიციის მუშაკისა და მოქალაქეთა დასაცავად, რომლებიც ასრულებენ სამსახურებრივ და მოქალაქეობრივ მოვალეობას, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, დამნაშავეობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ტყვედჩავარდნილთა გასათავისუფლებლად;
ბ) მასობრივ უწესრიგობათა და საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფურ დარღვევათა აღსაკვეთად;
გ) იმ შენობებზე, ნაგებობებზე, სათავსოებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმის მოსაგერიებლად, რომლებიც ეკუთვნიან მოქალაქეებს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, წარმოება-დაწესებულებებს. მიტაცებული შენობების, ნაგებობების, სათავსოებისა და სატრანსპორტო საშუალებათა გასათავისუფლებლად;
დ) სამართალდარღვევათა დასაკავებლად, მათ გადასაყვანად პოლიციის განყოფილებაში ან სხვა სამსახურებრივ შენობაში, იმ პირთა ბადრაგირებისას, რომლებიც მიცემულნი არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან იმყოფებიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში, თუკი ისინი პოლიციის მუშაკს ას სხვა პირს, რომლებიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, უწევენ წინააღმდეგობას ან იჩენენ და დაუმორჩილებლობას.
დანართი
№
1
ბრ. შ. ს. ს №603 18.11.97 წ
„ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ „
სამსახურეობრივი
სარგებლობისათვის
------------------------------------------------------------------------------------
შს მთავარი სამმართველოს (სამმართველო, საქალაქო და რაიონული განყოფილება) უფროსი
------------------------------------------------------------------------------------
(წოდება, გვარი, სახელი, მამის სახელი)
------------------------------------------------------------------------------------
შს მთავარი სამმართველოს (სამმართველოს, საქალაქო და რაიონული განყოფილება)
------------------------------------------------------------------------------------
(ქალაქი, რაიონი) საპატრულო-საგუშაგო სამსახურის საგუშაგოებისა და მარშრუტების ერთიანი
დ ი ს ლ ო კ ა ც ი ა
№
განწესების სახე
ცვლა
პატრულის მარშრუტი, საგუშაგოების საზღვრები
საგუშაგოს ცენტრი და გაჩერების პუნქტები მარშრუტზე
მუშაობის რეჟიმი
პატრულთა რაოდენობა
1
2
3
4
5
6
7
შენიშვნა:
პატრულის უფლება-მოვალეობანი:
----------------------------------------- შს მთავარი სამმართველოის (სამმართვ. საქალაქო და რაიონული განყოფილება) ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესების ჟურნალის წარმოების წესი
განწესების ჟურნალის პასუხისმგებელია საპატრულო-საგუშაგო სამსახურის დანაყოფის უფროსი
განწესების ჟურნალი ივსება საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესებამდე ერთი საათით ადრე, განწესებათა სამსახურის შემოწმების შედეგების გრაფის გარდა
განწესებათა სამსახურის შემოწმების შედეგების გრაფა შეივსება, საპატრულო-საგუშაგო სამსახურის უფროსის მიერ, განწესების სამსახურის დამთავრების შემდეგ, სამსახურებრივი წიგნაკებში ჩანაწერების მიხედვით საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესების ჟურნალში, განწესების სამსახურის დამთავრების შემდეგ ხელს აწერს, შს სამმართველოს (საქალაქო და რაიონული განყოფილების) უფროსი
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული.
გახსოვდეს!
პოლიციის უმთავრესი ამოცანაა ერთგულად და კეთილსინდისიერად ემსახუროს ხალხს.
შენ ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, ამიტომ შენი ყველა მოქმედება უნდა იყოს კანონიერი, სამართლიანი, ზრდილობისა და კულტურის მაგალითი.
სამსახურის შესრულების დროს
გეკრძალება!
- ტაბელური იარაღის ვინმესთვის გადაცემა ან ჩვენება, გარდა შენი უშუალო უფროსებისა.
- სიფრთხილის მოდუნება, ძილი, სამუშაო ადგილის მიტოვება და სხვა, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც საპატრულო-საგუშაგო წესდებით არის გათვალისწინებული
- რაციით ღია ეთერში საიდუმლო მონაცემების გადაცემა და სხვა გარდა ამისა პატრულს ტრანსპორტით ეკრძალება:
- ტრანსპორტში უცხო პირის ჩასმა;
- გზებზე მოძრაობის წესების დარღვევა და სხვა.
წივილის გამოყენების წესები
„დააკავე“- ერთი გრძელი სიგნალი
„დამეხმარე“ -ორი მოკლე სიგნალი
პოლიციელი, რომელიც გაიგონებს სიგნალს „დამეხმარე“ წივილით იძლევა ერთ მოკლე სიგნალს და დაუყოვნებლივ მიდის დასახმარებლად
იცოდე!
ტაბელური იარაღი, სპეცსაშუალებები და ფიზიკური იძულების გამოყენება შეგიძლია პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
წიგნაკში ყველა ჩანაწერი უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.
დანართი
№
2
ბრ. შ. ს. ს №603 18 XI 97 წ.
საპატრულო-საგუშაგო სამსახურის განწესების ჟურნალი
------------------------------------------------------------ შს სამმართველო
(საქალაქო და რაიონული განყოფილება)
დაიწყო: 199 წ. -----------------------
დამთავრდა: 199 წ. ------------------------
განწესების განლაგება
„ “ -------------------- 199 წელი
ძალები და საშუალებები
შტატით
სიით
პოლიციელები
ავტომობილი
მოტოციკლი
აქედან გამოიყენება
პოლიციელები
ავტომობილი
მოტოციკლი
საგუშაგოებსა და მარშრუტებზე
სხვა განაწესებში
პოლიციელები, რომლებიც არ იმყოფებიან სამსახურში
შვებულებაში
შეკრებაზე
მივლინებაში
ისვენებს
ავადაა
გამოიყენება სხვა სამსახურში
განწესების განლაგება
განწესების სახე
მარშრუტის ან საგუშაგოს დასახელება
პოლიციელის გვარი და ინიციალები
სამსახურის შესრულების დრო
პოლიციელზე გაიცა
მიღებაზე პოლიციელის ხელისმოწერა
ჩაბარებაზე მორიგის ხელმოწერა
პისტოლეტი
№
ავტომატი
№
1
2
3
4
5
6
7
8
ინსტუქტაჟი ჩაატარეს:
ინსტრუქტაჟი ჩაატარეს:
1. -------------------------
ორგანოს მორიგე: --------------
2. -------------------------
მორიგის თანაშემწე -----------
3. -------------------------
------------------------------------
განწესების სამსახურის შემოწმების შედეგები
შემოწმების დრო
რომელი განწესება შემოწმდა
შემოწმების შედეგები
შემმოწმებლის თანამდებობა და გვარი
შს საქალაქო, რაიონული განყოფილების (დანაყოფების) უფროსი:
დანართი:
№
3
ბრ. შ. ს. ს №603 18.11.97 წ.
სამსახურებრივი სარგებლობისათვის
სამსახურებრივი წიგნაკი
--------------------------------------- შს სამმართველოს
(განყოფილება) პოლიციელი ---------------------------
(წოდება)
-----------------------------------------------------------------------------
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
დაიწყო: 199 წ. „------“ ---------------
დამთავრდა:199 წ. „-------“ ----------------
თარიღი
სამსახურის დაწყების და დამთავრების დრო
მარშრუტის (საგუშაგოს) ნომერი
ხელისმოწერა საგუშაგოს მიღებაზე
თარიღი
ინსტრუქციაზე და სამსახურის შესრულების დროს მიღებული შეტყობინების მოკლე შინაარსი
რა გაკეთდა
შემოწმების თარიღი და დრო
შემოწმების შედეგები, ვინ შეამოწმა (დაიწერება გარკვევით)
ელსმენები და მისამართები
ორგანიზაციები
ელსმენები
მისამართი
შს განყოფილება მორიგე უშუალო მეთაურის პროკურატურის სახანძრო სამსახურის სასწრაფო სამსახურის საკუთრების დაცვის
დანართი
№
4
ბრ. შ .ს. №603 18.11.97 წ.
სამარშუტო ბარათი
ავტოპატრულის (მოტოციკლის) მარშრუტი № ------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------
(შს სამმართველო)
-------------------------------------------------------------------------------------------------
(შს განყოფილება)
დანართი 4
სამსახურის შესრულების წესი და განსაკუთრებული მოვალეობანი
მარშრუტი: რუსთაველის პროსპ. ჭავჭავაძის ქ. მოსულიშვილის ქ. დადიანის ქ. პუშკინის ქ. კანკავას ქ. ა. ყაზბეგის ქ. რუსთაველის პროსპ.
მარშრუტის სიგრძე 6 კმ
- სამსახურის შესრულების დრო - 16
00
– 24
00
- 16
00
– 16
50
- მარშრუტის შემოვლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.
- გაჩერება № 1 - კინოთეატრი „რუსთაველი „ პრ. რუსთაველი, სახლი № 5
- სამსახურის შესრულების დრო - 16
50
- 17
30
21
20
-21
50
დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი კინოთეატრ „რუსთაველთან“ კინოფილმის დაწყებისას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაღში.
- სეანსის დამთავრების შემდეგ მიაცილონ მოქალაქეები უახლოეს ტრანსპორტის გაჩერებამდე.
თვალყური ადევნონ, რათა დაიცვან ქუჩაში მოძრაობის წესები და დაეხმარონ სკოლის მოწაფეები ქუჩაზე გადასვლისას. არ დაუშვან ბავშვების ცელქობა ქუჩებზე და თამაში ა\მანქანის სავალ ნაწილზე. პერიოდულად შეამოწმონ ბაღი, აწარმოონ შემოვლები გაუნათებელ ადგილებში, აღკვეთონ ალკოჰოლური სასმელების მიღება, ხულიგნობა და
სხვა სამართალდარღვევები.
გაჩერება №3 - საკოლმეურნეო ბაზარი
- სამსახურის შესრულების დრო 17
40
– 18
10
- პერიოდულად შეიარონ საკოლმეურნეო ბაზართან, უზრუნველყონ საზოგადოებრივი და სანიტარული წესრიგის დაცვა.
- უზრუნველყონ ინკასატორზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა.
- სავაჭრო ორგანიზაციების დაკეტვის შემდეგ უზრუნველყონ მეთვალყურეობა დაცულ ობიექტებზე.
- აღკვეთონ და ებრძოლონ ა\ტრანსპორტის გაჩერებაზე ჯიბის ქურდობას და სხვა სამართალდარღვევებს.
გაჩერება № 4-სასურსათო მაღაზია № 20 კანკავას ქ.
- სამსახურის შესრულების დრო 19
10
– 19
40
22
20
- 23
20
- თვალყური ადევნონ მაღაზიაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სპირტიანი სასმელების მიღებას. უზრუნველყონ უსაფრთხოება მაღაზიიდან, კაფედან და შემნახველ სალაროსთან ფულის ინკასაციას. აღკვეთონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა მაღაზიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამოწმონ ობიექტის დაცვის მდგომარეობა დაკეტვის შემდეგ. პერიოდულად შეიმუშაონ ობიექტთან მდებარე ეზოები და სადარბაზოები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.
შენიშვნა:
1. სამართალდარღვევებზე მიღებული ინფორმაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ მორიგეს და უმოკლესი გზით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ა\პატრული შექმნილი ვითარების გამო ვერ მივა შემდეგ გაჩერებაზე იგი აცნობებს ამის შესახებ მორიგეს.
დანართი №5
ბრ. შ. ს. ს. №603 18.111 97 წ.
სამარშრუტო ბარათი
ქვეითი პატრულის მარშრუტი № -------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------
(შს სამმართველო)
-----------------------------------------------------------------------------------------
(შს განყოფილება)
დანართი 5
სამსახურის შესრულების წესი და განსაკუთრებული მოვალეობანი
მარშრუტი: თავისუფლების მოედანი, ი. ნინოშვილის ქ. გ. ლეონიძის ქუჩის გადაკვეთამდის, გ. ლეონიძის ქ. კინოთეატრ „ ვარძიამდე “, გ. გულუას ქ. სახლი № 9-მდე
მარშრუტის სიგრძე 1.5 კმ.
სამსახურის შესრულების დრო 1600 - 2400
უზრუნველყონ საზ. წესრიგის დაცვა კინოთეატრთან, კინოსეანსის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ. აღკვეთონ კინოთეატრთან მიმდებარე ქუჩებში, ბაღებში, ეზოებში და სადარბაზოებში სპირტიანი სასმელების მიღება. დააწესონ მეთვალყურეობა შემნახველ სალაროზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა - აცილების მიზნით.
პერიოდულად აწარმოონ შემოვლები ბაღებში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, რათა უზრუნველყონ საზ. წესრიგის დაცვა. უზრუნველყონ უსაფრთხოება მაღაზიიდან ფულის ინკასაციის დროს. ყურადღება მიაქციონ ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირებს. აღკვეთონ და ებრძოლონ ა\ტრანსპორტის გაჩერებებზე ჯიბის ქურდობის სხვა სამართალდარღვევებს აღკვეთონ და აიცილონ ქუჩაში მოსიარულეთა მხრიდან გადასასვლელებზე, გაჩერებებზე საგზაო წესების დარღვევა.
დასასკანებელია
.............................................................. სამხარეო შს მთავარ სამმართველოში შემავალი შს სასამართლოების (საქალაქო და რაიონული განყოფილებების) საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მიერ ქუჩებსა და საზ. თავშეყრის ადგილებში დამნაშავეობის წინააღმდეგ გაწეული მუშაობის შესახებ
ა ნ გ ა რ ი შ ი
მომხდარი და გამოვლენილი დანაშაულობანი
199 წ. გასული წ-ან პერიიოდ შედ.
მკვლე-ლობა
მკვლე-ლობის მცდე-ლობა
ყაჩა-ღობა
ძარცვა პირადის ქონების
სხეულის განზრახ დაზიანება
ხული-გნობა
ავტოტრან-სპორტის გატაცება
სახელ-მწიფო ქონების ქურდობა
სახელ-მწიფო ქონების ძარცვა
პირადი ქონების ქურდობა
გაუპა-ტიურება
გაუპატი-ურების მცდელობა
სხვა სახ. დანაშ. გან. სამმ. ტერი-ტორიაზე
1 2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
რეგ. დანაშაული ქუჩ. და საზ. თავშ ადგილებში
ქუჩ. და საზ. თავშ.
ადგილებში
გახსნ. ქუჩ. და საზ. თავშ. ადგ. მომხდ. დანაშაული
საპ. საგუშაგო სამსახ. მიერ
საპ. საგუშაგო სამსახ. მონაწი-ლეობით
დაკავე-ბულია ძებნილი
სსს მიერ
სსს მონაწი-ლეობით
ამოღებულია ცეცხლსას-როლი იარაღი
სსს მიერ
სსს მონაწი-ლეობით
სსს მიერ გამოვლინდა
წვ. ხულიგნობა
წვ. დამტაცებელი
ნარკომანი
მთვრ. მოქალაქე
საგზაო მოძრაობის წესების დამრღვ.
ქუჩაში მოძრაობის წესების დამრღვევი
უზედამხედველო არასრულწლოვანი
საპ. რეჟიმის დამრღვევი
გამოვლ. გარე ვაჭრობის ფაქტი
სსს მიერ
სსს მონაწი-ლეობით
ამოღებულია თანხა მთლიანად