⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.02.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2020
ძალის დაკარგვა 02.02.2021
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.108.016444
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,288 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2020 მიღება
02.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
IMG ITL
0,58 0,7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2020 წლის 30 იანვარი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქ. სენაკის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2). მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №2  დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗.  სენაკის მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე სახელმწიფო და სენაკის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდეგში–მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი x ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. სენაკის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; გ.ბ)შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) Kარის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 120-ს. მუხლი 2🔗. ამ დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. სენაკში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი  სახით: IMG ITL C K CN (ლარი) ცენტრალური ზონა 0,58 1,3 0,24 120 21,72 შუალედური ზონა 0,58 1 0,24 120 16,70 პერიფერიული ზონა 0,58 0,7 0,24 120 11,70 მუხლი 3🔗. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,01 ლარს. მუხლი 4🔗.  სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის  შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის  ოდენობით და იგი  შეადგენს 4,18 ლარს. მუხლი 5🔗.  სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალ „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407  დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 8,35 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება დადგენილების დანართი №1-ს მე-3 და მე-4  პუნქტით დადგენილი ფასი.“. დანართი №2 ქ. სენაკის ზონების აღწერა ცენტრალური ზონა 1. მშვიდობის ქუჩა №156-197-დან ბოლომდე; 2. მიშა ღვინჯილიას ქუჩა; 3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე); 4. შოთა რუსთაველის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩი დან ბოლომდე); 5. ცოტნე დადიანის ქუჩა; 6. ნოე შონიას ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე); 7. დავით აღმაშენებლის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე I  შესახვევით; 8. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დასაწყისიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე; 9. ბათუმის ქუჩა; 10. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; 11. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა; 12. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად  გამსახურდიას ქუჩამდე; 13. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა; 14. დავით ვაჰანიას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე  დადიანის ქუჩამდე; 15. აკაკი წერეთლის ქუჩა; 16. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე; 17. ახალგაზრდობის ხეივანი; 18. ვახტანგ გოგოლაძის სახელობის მოედანი; 19. წმინდა ნინოს ქუჩა; 20. მერაბ კოსტავას ქუჩა (ცოტნე დადიანის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე); 21. თამაზ კანკიას ქუჩა; 22. თავისუფლების ქუჩა; 23. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან  შოთა რუსთაველის ქუჩამდე; 24. შოთა რუსთაველის ქუჩის I და II ჩიხი; 25. შოთა ჩიქობავას ქუჩა; 26. ნესტორ ესებუას ქუჩა; 27. სოსო  გეგელიას ქუჩა; 28. აკაკი ხორავას ქუჩა; 29. აპალონ გუნიას ქუჩა. შუალედური ზონა 1. შოთა რუსთაველის ქუჩა დასაწყისიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე; 2. ზურაბ ნაფეტვარიძის ქუჩა; 3. ნიზან ცერცვაძის ქუჩა შესახვევით; 4. გივი კარტოზიას ქუჩა; 5. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა; 6. ნიკო ფიროსმანის ქუჩა; 7. აბესალომ საჯაიას ქუჩა; 8. ალექსანდრე დავითაიას ქუჩა; 9. დუტუ მეგრელის ქუჩა; 10. სამეგრელოს ქუჩა; 11. კონსტანტინე  გამსახურდიას   ქუჩა; 12. გიორგი ურიდიას ქუჩა; 13. ომიანე  კაჭარავას  ქუჩა; 14. ფოთის  ქუჩა; 15. ვახტანგ მეფის ქუჩა; 16. უნივერსტიტეტის  ქუჩა; 17. რაკვერეს ქუჩა; 18. დავით ჭონქაძის ქუჩა; 19. დამიანე ჯიჯელავას ქუჩა; 20. ნიკო კეცხოველის ქუჩა; 21. კონსტანტინე სანაიას ქუჩა; 22. მერაბ კოსტავას ქუჩა მშვიდობის ქუჩიდან ბოლომდე; 23. გია ნადარეიშვილის ქუჩა; 24. გიორგი ლეონიძის ქუჩა; 25. რომან რუსიას ქუჩა; 26. დედის  ქუჩა; 27. მოსე ნაროუშვილის ქუჩა; 28. სამტრედიის ქუჩა; 29. მშვიდობის ქუჩა  დასაწყისიდან №156-მდე (შესახვევებით); 30. ალექსანდრე არჩაიას ქუჩა; 31. იგორ ნარმანიას ქუჩა; 32. ანტონ ნადარეიშვილის ქუჩა; 33. შავი ზღვის ქუჩა (შესახვევებით); 34. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე; 35. ილია ჭავჭავაძის ქუჩა გიორგი ჭყონდიდელის ქუჩიდან    აკაკი ხორავას ქუჩამდე; 36. ტეხურის ქუჩა; 37. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩის  ბოლომდე; 38. გიორგი ბრწყინვალის ქუჩა; 39. არქეოპოლისის ქუჩა; 40. სოლომონ შამათავას ქუჩა (შესახვევით); 41. აკაკი ელიავას ქუჩა (შესახვევით); 42. სიმონ    ჩიქოვანის ქუჩა; 43. ალექსი ბერის ქუჩა;                          44. მედეას ქუჩა; 45. მიხეილ  ჯავახიშვილის ქუჩა; 46. ნოკო ხურციას  ქუჩა; 47. სულხან-საბას ქუჩა; 48. არსენას ქუჩა; 49. დავით  ლოლუას   ქუჩა   ჩიხით; 50. დავით კლდიაშვილის  ქუჩა; 51. თეოფანე  დავითაიას ქუჩა; 52. აპოლონ   გარუჩავას  ქუჩა; 53. მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა (შესახვევით); 54. ზუგდიდის  ქუჩა (შესახვევით); 55. დავით  აღმაშენებლის  ქუჩა ჩიხებით  ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან ბოლომდე; 56. ზვიად გამსახურდიას ქუჩა; 57. ლევან II დადიანის ქუჩა (შესახვევით); 58. სანკტ-პეტერბურგის ქუჩა; 59. თბილისის ქუჩა ჩიხებით; 60. ვაჟა-ფშაველას ქუჩა; 61. ბაგრატიონის ქუჩა; 62. ნოე  ცხვიტავას ქუჩა; 63. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა; 64. ძმები კანკავების ქუჩა; 65. კალისტრატე გრიგოლიას ქუჩა; 66. ჟიული შარტავას ქუჩა; 67. დომენტი ქობალავას ქუჩა; 68. ქუთაისის ქუჩა  ჩიხებით; 69. ლევან თეფანიას ქუჩა ჩიხით; 70. ვარლამ განგიას ქუჩა; 71. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა; 72. დავით ვაჰანიას ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე; 73. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე; 74. მერაბ კოსტავას ქუჩა დასაწყისიდან   ცოტნე  დადიანის ქუჩიდან  ბოლომდე; 75. სოხუმის ქუჩა; 76. კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა; 77. ვენე   არჩაიას ქუჩა ჩიხებით; 78. გუბაზ მეფის ქუჩა  ჩიხით; 79. ანა კალანდაძის ქუჩა; 80. 26 მაისის ქუჩა; 81. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა; 82. ბორჯომის ქუჩა ჩიხებით; 83. სენაკის ქუჩა; 84. იაკობ  გოგებაშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის ქუჩიდან ბოლომდე; 85. სურამის ქუჩა; 86. დავით გურამიშვილის ქუჩა; 87. ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა; 88. ავქსენტი ცაგარელის ქუჩა; 89. აგარაკის ქუჩა; 90. ალეკო შენგელიას ქუჩა; 91. ლეო ქიაჩელის ქუჩა; 92. ტიციან ტაბიძის ქუჩა; 93. აკაკი ხორავას ჩიხი; 94. გოჩა კაშიბაძის ქუჩა; 95. სერგო შენგელიას ქუჩა; 96. ვლადიმერ დემურიას ქუჩა; 97. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა; 98. კოტე მარჯანიშვილის ქუჩა; 99. შალვა დადიანის ქუჩა; 100. ინდიკო სანაიას ქუჩა; 101. გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა; 102.კოლხეთის ქუჩის დასავლეთი ნაწილი; 103. ლადო   ასათიანის ქუჩა; 104. დავით დემურიას ქუჩა (ჩიხით); 105. ხოფერიას ქუჩა; 106. დემეტრე თავდადებულის ქუჩა; 107. შალვა ნუცუბიძის ქუჩა; 108. ნოდარ  კანკიას ქუჩა (ჩიხით და შესახვევით); 109. გენო    ადამიას ქუჩა; 110. სიმონ კალანდარაშვილის ქუჩა; 111. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა; 112. ვალერიან ჯანაშიას ქუჩა; 113. მელორ სტურუას ქუჩა ჩიხით; 114. შალვა ელიავას ქუჩა; 115. იპოლიტე ჩხეტიას ქუჩა ჩიხებით; 116. ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა; 117. გორის ჩიხი; 118. შეროზიას ქუჩა; 119.რეზო თაბუკაშვილის ქუჩა; 120. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა; 121. ლომიას ქუჩა; 122.რუსთავის ქუჩა; 123. გივი ღვინჯილიას ქუჩა; 124. ნატო ვაჩნაძის ქუჩა; 125. ივანე მაჩაბლის ქუჩა დასაწყისიდან  გივი ღვინჯილიას ქუჩამდე; 126. დავით აღმაშენებლის ქუჩის  I შესახვევი; 127. ნოე შონიას ქუჩა აკაკი ხორავას ქუჩამდე. პერიფერიული  ზონა 1. კოლხეთის ქუჩის აღმოსავლეთი ნაწილი შესახვევით; 2. სტალინის ქუჩა ჩიხებით; 3. ანტონ ფურცელაძის ქუჩა ჩიხებით; 4. პიერ კობახიძის ქუჩა; 5. ქუჯის ქუჩა; 6. ვახტანგ კალანდარაშვილის ქუჩა; 7. მთის კალთის ქუჩა; 8. შხეფის ქუჩა; 9. ჯიხას ქუჩა ჩიხით; 10. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა ჩიხებით; 11. თამარის ქუჩა; 12. თედო სახოკიას ქუჩა შესახვევით და ჩიხებით; 13.ილია ჭავჭავაძის ქუჩა დასაწყისიდან გიორგი ჭყონდიდელის ქუჩამდე; 14. ძმობის ქუჩა; 15. რემა შელეგიას ქუჩა; 16. ივანე მაჩაბლის ქუჩის მეორე  შესახვევი  ბოლომდე; 17. იგორ ნარმანიას  ქუჩის  გადაკვეთიდან   სიმონ ჯანაშიას ქუჩის  გადაკვეთამდე; 18. სიმონ  ჯანაშიას   ქუჩა   ჩიხებით ბოლომდე.