⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.02.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2020
ძალის დაკარგვა 02.02.2021
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.168.016308
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 399 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2020 მიღება
02.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 ქ. სიღნაღი, ქ. წნორი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
ნორმ. ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ნორმ. ფასი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2020 წლის 30 იანვარი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“  ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო  და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის 13  თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge,18/02 2019, 200140030.35.168.016288). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  – არის ქ. სიღნაღის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,28-ს;  გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც  უდრის 1-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 104-ს.  2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ სიღნაღისა  და  ქალაქ წნორის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით: № ზონა IMG ITL C K CN (ლარი) ნორმ. ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ნორმ. ფასი 1 ქ. სიღნაღი, ქ. წნორი 0,28 1 0,24 104 6.9888 3.  სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ  წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 50 პროცენტით.  4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დასახლებათა არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ  წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 25 პროცენტით. 5. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ  წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის  50 პროცენტით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება  მე-3 და   მე-4 პუნქტებში აღნიშნული წესი.