📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2020
ძალის დაკარგვა 03.02.2021
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016429
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,004 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2020 მიღება
03.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2020 წლის 29 იანვარი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 6​1 მუხლის პირველი პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“, თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას. თავი I სოციალური  პროგრამების სახეები, ბენეფიციართა ჯატეგორიები და პროგრამებში ჩასართავად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტთა სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსება პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის  თანაგადახდაში  მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი  წესით: ა) თუ  საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული  თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია, დაფინანსდება პაციენტის  გადასახდელი  თანხის ნახევარი; ბ) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე  ნაკლებია – დაფინანსდება საყოველთაო  დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%; გ) ამ ორივე  შემთხვევაში პროგრამით გასაცემი თანხით დაფინანსებას ექვემდებარება არანაკლებ 50 და არა უმეტეს 500 ლარისა. პროგრამა არ ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევების თანადაფინანსებას; დ)  პროგრამით   განსაზღვრულია საგარანტიო  წერილის  გაცემა, რომელიც  დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის  მიერ გაწეულ  მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის  შემდეგ.  საგარანტიო  წერილის  გასაცემად  საჭიროა შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 და საყოველთაო  დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი, ან იგივე ინფორმაციის მატარებელი სხვა  დოკუმენტი (კალკულაცია).  დასაფინანსებელი თანხის ოდენობას ადგენს  „სოციალური კომისია“,  ხოლო  საგარანტიო  წერილს გასცემს მუნიციპალიტეტის  მერი.  იშვიათ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება გაწეული სამედიცინო  მომსახურების შემდგომ არაუგვიანეს 3 თვის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორებით პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. მუხლი 2🔗. ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის გარდა დამატებით საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას, ამ ეტაპზე პროგრამა გათვლილია 45 ბენეფიციარზე. 2. ბენეფიციართა შერჩევა ხდება სოციალური კომისიის მიერ ფსიქონარკოლოგიური დისპანსერიდან ყოველკვარტალურად მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით. 3. ბენეფიციარმა უნდა  წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო ფორმა №100 საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის  მითითებით; გ) პირადი საბანკო ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში ოჯახის  წევრის ან მეურვის შესაბამისი დოკუმენტაცია). 4. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან მეურვეზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად  ანგარიშზე  50 ლარის  ჩარიცხვას. მუხლი 3🔗. მუდმივად ან/და  სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა  1. პროგრამის  ბენეფიციარები  არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული  არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული  სკლეროზი, სირინგომიელია, მოტონეირონთა დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, პარკინსონის დაავადება, სისტემური სკლოროდერმი, აუტოიმუნური ჰეპატიტი, ლეიკემია(ლეიკოზი)) და მუდმივად ან სისტემატურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას. 2. ბენეფიციარმა  უნდა  წარმოადგინოს: ა) შესაბამისი  დაავადების დამადასტურებელი მიმდინარე ან წინა წლის ფ №100, საჭირო მედიკამენტის მუდმივად, ან სისტემატურად მიღების საჭიროების მითითებით; ბ) პირადობის  მოწმობის  ასლი; გ) პირადი  საბანკო  ანგარიში. 3. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ  ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო  ანგარიშსწორებით პირად  ანგარიშზე 100 ლარის  ჩარიცხვას, გარდა პარკინსონით დაავადებულისა, პარკინსონით დაავადებულ პაციენტებზე კი ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას. აღნიშნულ დოკუმენტაციას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია. მუხლი 4🔗. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა  1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ასა-ს მქონე 2 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლთა მშობლები წარმოადგენენ:  ნეიროგანვითარების  ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირი „საქართველოს ბავშვები“ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრისა და სხვა ლიცენზირებული დაწესებულებების ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელ ფ  №100, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთ ერთი მშობლის პირადობის ასლს. 2. დოკუმენტაციის სოციალური კომისიის მიერ განხილვის  საფუძველზე წელიწადში ერთხელ (ფინანსური შესაშძლებლობის შემთხვევაში წელიწადში ორჯერ)  მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%- ის ოდენობის დაფინანსებაზე (არაუმეტეს 1000 ლარისა), რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ. მუხლი 5🔗. სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარება პროგრამა ითვალისწინებს არასაპენსიო ასაკის სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მხარდაჭერას, რომლებსაც მკურნალობა უგრძელდებათ ბინაზე და ხანგრძლივად საჭიროებენ მეთვალყურეობას და ზრუნვას, წარმოდგენილი სამედიცინო ფორმა №100-ის საფუძველზე, სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის ოჯახზე ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი. მუხლი 6🔗. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. პროგრამის ფარგლებში ძირითადად გათვალისწინებული იქნება ის შემთხვევები, რომლებიც ვერ ფინანსდება სხვა ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით და აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები, რომელიც დადასტურებულია ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ. 2. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა ხდება ოჯახის რომელიმე წევრზე,  წელიწადში  ერთხელ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის რეკომენდაციით ( მის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციით) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულისთვის შემუშავებული თვიური ლიმიტის ფარგლებში. 3. დაფინანსება მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე, 50 დან 200 ლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვით. მუხლი 7🔗. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლადშობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით (ტყუპების შეძენისას თანხის  გაორმაგებით და ა.შ.). 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ახალშობილის დაბადებისა და ერთ ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის რიგითობის შესახებ. 3. დაფინანსება მოხდება „სოციალური კომისიის“ გადაწყვეტილებით უნაღდო ანგარიშსწორებით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. მუხლი 8🔗. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა ყოველთვიური ფულადი დახმარება 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან  მეტი   შვილი და წარმოადგენენ: ა) შვილების დაბადების  მოწმობის  ასლებს; ბ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლს – ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს; დ) პირად საბანკო ანგარიშის ნომერს. 2. მრავალშვილიან ოჯახებზე რომელთა სარეიტინგო ქულა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალია, თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად  გაიცემა 30 ლარი, ხოლო ოჯახებზე 100000-ზე მეტი ქულით – 50 ლარი. 3. დაფინანსება მოხდება ბენეფიციარისთვის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. 4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს „სოციალური  კომისია“. მუხლი 9🔗. საზეიმო და ღირსშესანიშნავ  დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები და აშ.) აფხაზეთისა და 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა ასევე სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული საჯარო და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა ოჯახები. 2. სტატუსის შესაბამისად სხვადასხვა საზეიმო დღესთან დაკავშირებით ბენეფიციართა შერჩევას და თითოეულ ბენეფიციარზე წელიწადში ერთხელ გასაცემი ფულადი მატერიალური დახმარების ოდენობას განსაზღვრავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია. 3. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიდან. 4. სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი საომარი  მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის   შესრულების  დროს დაღუპულთა ოჯახების სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტის გარდა წარმოდგენილი უნდა იქნეს ოჯახის ერთერთი  წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო  ანგარიში. ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების შუამდგომლობა. მუხლი 10🔗. შშმ  პირთა და მოვლის  საჭიროების  მქონე ავადმყოფთა ფინანსური  მხარდაჭერა 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის  ზღვარს  მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალი სარეიტინგო  ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არ  არიან ასაკით პენსიონერები და  წარმოადგენენ: ა) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების  აქტის  ამონაწერს სტატუსით მკვეთრად  გამოხატული (I  ჯგუფი) და  არიან სახლს (ეტლით  მოსარგებლე), ან საწოლს  მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ  მომვლელს, ასევე ჯამრთელობის ფ №100 მუდმივად  მოვლის საჭიროების მითითებით; ბ) პირადობის მოწმობის  ასლს; გ) სარეიტინგო  ქულის დამადასტურებელ  დოკუმენტს; დ) პირად  საბანკო  ანგარიშს. ე) საჭიროების  შემთხვევაში ბენეფიციარის უფლებამოსილი  პირის პირადობის  მოწმობის  ასლს და საბანკო  ანგარიშს. 2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან ოჯახის წევრზე/უფლებამოსილ პირზე უნაღდო ანგარიშსწორებით  ყოველთვიურად 100 ლარის ჩარიცხვას. პროგრამა გათვალისწინებულია 25 ბენეფიციარზე, პროგრამაში სხვადასხვა პერიოდში ჩართვის გათვალისწინებით. მუხლი 11🔗. თირკმლის დიალიზზე მყოფი  პაციენტების საჭირო  ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნვრელყოფა 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში. 2. პროგრამა ითვალისწინებს  თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად  ანგარიშზე 100 ლარის  ჩარიცხვას. 3. ბენეფიციარმა უნდა  წარმოადგინოს: ა) პირადობის  მოწმობის  ასლი; ბ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის  დამადასტურებელი ფ №100; გ) პირადი  საბანკო ანგარიში.  4. პროგრამა გათვალისწინებულია 20 ბენეფიციარზე, პროგრამაში სხვადასხვა პერიოდში ჩართვის გათბვალისწინებით. მუხლი 12🔗. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება 1. პროგრამის ბენეფიციარები  არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები, რომლებიც სოციალური  მომსახურების სააგენტოდან  წარმოადგენენ: ა) სტასუსის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) დაბადების  მოწმობის  ასლს; გ) პირადობის მოწმობის  ასლს, ასეთის  არსებობის  შემთხვევაში; დ) მათზე მეურვეობის დამადასტურებელ  დოკუმენტს; ე) მეურვის პირადობის მოწმობის ასლს; ვ) პირად ანგარიშს. 2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ დედ-მამით ობოლ  ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის   უნაღდო ანგარიშსწორებით  მეურვის პირად  ანგარიშზე ჩარიცხვას. მუხლი 13🔗. ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა  ფულადი  დახმარების პროგრამა  1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  მოქალაქეებს, რომლებიც  წარმოადგენენ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, ან/და სასამართლო  ორგანოს, ან/და ოჯახში  ძალადობის  მსხვერპლის სტატუსის  განმსაზღვრელი (მსხვერპლის იდენტიფიცირების) ჯგუფის მიერ მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტს. 2. ბენეფიციართა დაფინანსება  მოხდება უნაღდო  ანგარიშსწორებით ბენეფიციარის პირად ანგარიშზე წელიწადში ერთხელ 200 ლარის     ჩარიცხვით. მუხლი 14🔗. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა 1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური  მოვლენების (ხანძარი, მეწყერი, ქარბუქი, ღვარცოფი, კლდეზვავი, დენადი გრუნტი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას  ორი მიმართულებით: ა) პროგრამის ფარგლებში განიხილება საცხოვრებელი ფართის დაზიანება, ხანძრით დაზიანების გარდა იშვიათი გამონაკლისის სახით განიხილება აღნიშნული მოვლენების გამო, არამზარდად დაზიანებული, არამედ მოულოდნელად სტიქიის გამო, საცხოვრებლის იმ დონით დაზიანება, რომ იმ გამოუსადეგარია საცხოვრებლად. დაზიანება პირობითად იყოფა სამ კატეგორიად: 1. ორსართულიანი კაპიტალური ან ხის სახლის სრული დაზიანება. 2. ერთსართულიანი კაპიტალური ან ხის სახლის სრული დაზიანება. 3. სახლის ნაწილობრივი დაზიანება. დაზარალებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა, სტიქიით მიყენებული ზარალის ამსახველი ფოტომასალა, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა, დაზარალებულის ახლო მეზობლების დამოწმებით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი, დაზარალებული პირის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი  საბანკო ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის სემდგომ დახმარების გაწევაზე და გასაწევი თანხის ოდენობაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია. ა.ა) I კატეგორია – 15 000 ლარამდე; ა.ბ) II კატეგორია – 10 000 ლარამდე; ა.გ) III კატეგორია 5 000 ლარამდე. 2. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. მუხლი 15🔗. ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯები    1. პროგრამა ითვალისწინებს არსებული  კანონმდებლობით  დადგენილი გარდაცვლილი  დიდი სამამულო ომის  მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული  მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა  და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას. 2. გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე გაიცემა 100 ლარის ოდენობის ფულადი  დახმარება, სხვა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში – 250 ლარი. 3. გარდაცვლილის ოჯახისა წევრმა უნდა წარმოადგინოს: ა) ცნობა  გარდაცვალების შესახებ; ბ) გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გარდაცვლილის ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის  ასლი; ე) პირადი  საბანკო  ანგარიში. მუხლი 16🔗. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან მერიის მიერ მიზნობრივად გამოსახლებულ პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, კერძო სექტორში მათთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავებით (არაუმეტეს 200 ლარისა თვეში). თავი II სოციალური პროგრამების განხორციელება და ადმინისტრირება მუხლი 17🔗. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისია“. 2. კომისია პასუხისმგებელია მუნიციპალური პროგრამით მოსარგებლეთა სიების კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე. 3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 18🔗.  ბენეფიციართა განცხადებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი 1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. 2. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად; 3. ბიურო არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია განცხადებას არ განიხილავს. მუხლი 19🔗. გადაწყვეტილების მომზადება 1. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალური, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. კომისია უზრუნველყოფს პროგრამით მოსარგებლეთა სისტემატურ შემოწმებას და ახდენს შესაბამის ცვლილებებს (დახმარების დანიშვნა, შეწყვეტა, აღდგენა)  ბენეფიციართა საქმეებში. 4. კომისია თვის განმავლობაში სოციალური დახმარების გაცემის, დანიშვნისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 20🔗. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნი8ს ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. პროგრამაში ჩართვის, სოციალური დახმარების დანიშვნა ან/და გაცემის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 2. გადაუდებელ შემთხვევაში, როცა დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგი, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშე, მერის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით. 3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურისა და კომისიის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 21🔗. გარდამავალი დებულებები გასულ წელს გაცემული საგარანტიო წერილებით აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა განხორციელდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან. მუხლი 22🔗. დასკვნითი დებულებანი დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.