„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ფუნქციების შეჩერების და საგანგებო ყრილობის მოწვევის შესახებ“
მიღების თარიღი 21.11.1997
გამომცემი ორგანო იუსტიციის სამინისტრო
ნომერი №5/51
სარეგისტრაციო კოდი 230.012.003.122
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 24/11/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.1997 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ფუნქციების შეჩერების და საგანგებო ყრილობის მოწვევის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №5/51
1997 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ფუნქციების შეჩერების და საგანგებო ყრილობის მოწვევის შესახებ
ვბრძანებთ:
1. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგიის 1997 წლის 6 სექტემბრის №4-39 დადგენილების, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეციერების და კულტურის კომიტეტის სხდომის 1997 წლის 10 ნოემბრის №16/4922 გადაწყვეტილებათა საფუძველზე და სპორტის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ პუნქტის შესაბამისად, სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შეუსრულებლობის და კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის, შეუჩერდეთ ხელმძღვანელის ფუნქციები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს და გენერალურ მდივანს დავით კვინიკაძეს.
2. აღნიშნული ბრძანება ეცნობოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს, რათა 1997 წლის 1 დეკემბრამდე განიხილოს საკითხი აღმასკომის სხდომაზე საგანგებო ყრილობის მოწვევის შესახებ, რომელზედაც დეტალურად იქნება გაანალიზებული მდგომარეობა, მისი გამომწვევი მიზეზები და დაისახება კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული ღონისძიებანი.
3. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მიერ 1 დეკემბრამდე საგანგებო ყრილობის მოუწვევლობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შექმნან საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც სპორტის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ პუნქტის შესაბამისად, 1997 წლის 31 დეკემბრამდე მოიწვევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო ყრილობის არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბატონ ვახტანგ გვარამიას და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ ჯანსუღ ბაგრატიონს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტ. კულულაშვილი
საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე კ. ასათიანი