1. ამ წესის ამოქმედებამდე კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე:
ა) რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი საქართველოს/უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდ-ველი არის ამ წესის შესაბამისად დანიშნული/აღიარებული ავიაგადამზიდველი და მათი მოთხოვნის შემ-თხვევაში, ადმინისტრაცია ვალდებულია გასცეს შესაბამისი წერილობითი დადასტურება;
ბ) ფრენის სიხშირეებზე შეზღუდვის არსებობისას, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, საქარ-თველოს დანიშნული ავიაგადამზიდველების დამტკიცებული განრიგით განსაზღვრული ფრენის სიხშირეების რაოდენობა წარმოადგენს ამ წესის შესაბამისად მათზე განაწილებულ ფრენის სიხშირეებს და მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ადმინისტრაცია ვალდებულია გასცეს შესაბამისი დადასტურება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავიაგადამზიდველ(ებ)ის მიმართ ვრცელდება ამ წესით განსაზღვრული დანიშვნის/ფრენის სიხშირის/აღიარების გაუქმების მოთხოვნები