„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №19/ნ |
|
2020 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი |
|
2. ცენტრი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. ცენტრი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №7.
ა) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა;
ბ) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი ახალგაზრდების საერთაშორისო აკადემიურ და ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
გ) პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და მათ მიერ პროფესიული და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) აკადემიური, ადმინისტრაციული, სასწავლო პრაქტიკაზე ორიენტირებული ან/და ტრენინგპროგრამებით საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
ე) საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ვ) სწავლასთან დაკავშირებული ხარჯებისა და ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტის გაცემა;
ზ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით;
თ) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების მიერ პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა სასტიპენდიო/საგრანტო/ტრენინგპროგრამების განხორციელების გზით;
ი) საქართველოში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო/საჯარო ან/და კერძო დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. აღნიშნული პროექტები/პროგრამები განხორციელდება უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით;
კ) საქართველოს სახელმწიფო/საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პროფესიული სრულყოფისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა როგორც ინდივიდუალური სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების, ასევე საქართველოს სახელმწიფო/საჯარო დაწესებულებებთან ერთობლივი, თანადაფინანსებითი სასტიპენდიო/საგრანტო/ტრენინგ პროგრამების განხორციელების გზით. აღნიშნული პროგრამები განხორციელდება უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე.
3. დირექტორს ჰყავს 1 მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს ცენტრის მართვას, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას და წარმოადგენს ცენტრს;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
გ) აკონტროლებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
დ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ე) იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე;
ვ) ცენტრის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ზ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრის თანამშრომლებზე გასცეს ფულადი ჯილდო;
თ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრის თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი;
ი) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სახელფასო (შრომის ანაზღაურების) ფონდს;
კ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ლ) განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა ფუნქციებს;
მ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ნ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას;
ო) კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავებას;
პ) უფლებამოსილია, შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის წესი;
ჟ) უფლებამოსილია, მოახდინოს საკუთარ უფლებამოსილებათა დელეგირება დირექტორის მოადგილეზე ან/და დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე;
რ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
ა) ზედამხედველობას უწევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ამავდროულად არის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და ახორციელებს შესაბამის ფუნქციებს;
გ) ასრულებს ცენტრის დირექტორის ცალკეულ დავალებებს;
დ) ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური;
ბ) პროფესიული განათლების და განვითარების საერთაშორისო პროექტების სამსახური;
გ) ადმინისტრაციული სამსახური;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით, ამ დებულების შესაბამისად.
4. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი.
5. დირექტორის ბრძანებით ცენტრის სტრუქტურულ ერთეულში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფი სამმართველოს, საკონსულტაციო ერთეულის ან სამუშაო ჯგუფის სახით.
6. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის;
ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;
დ) ცენტრის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.
7. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების დამატებითი მოვალეობები კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია დამტკიცდეს ცენტრის დირექტორის ბრძანებით.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად, მინისტრი კონტროლის განსახორციელებლად უფლებამოსილია ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება, გარდა დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა.
4. დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) ცენტრის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ცენტრის მიმდინარე ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ცენტრის დირექტორი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
2. ცენტრის დირექტორი ვალდებულია სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით წარუდგინოს ცენტრის საქმიანობის ფინანსური ანგარიში, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში – კვარტალში ერთხელ.
2. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი.
3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
4. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
5. ამ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.