აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 27.01.2020
ძალაში შესვლა 01.03.2020
ძალის დაკარგვა 19.09.2022
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 13.09.2022
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა მინისტრის
ბრძანება №05-ძ/ს
2020 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – აღმოსავლეთ საქართველოს; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრიკონსტანტინე კუჭუხიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის) თანდართული ტიპური დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანოების – აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ოგანოების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) სტატუსს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.
2. ტერიტორიული ორგანო არის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის რეგიონში და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
3. ტერიტორიული ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
4. ტერიტორიული ორგანო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
5. ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი, შტამპი და ტიტულოვანი ქაღალდი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, რომელთა სტანდარტულ ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.
7. ტერიტორიული ორგანოს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. ტერიტორიული ორგანოს საბუღალტრო საქმიანობის წარმოებას ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორია და ადგილსამყოფელი
1. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ქ. თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 89/24 (მე-13 სართული).
2. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის №27.
3. სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ.№35.
მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს ამოცანები
1. ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია:
ა) სამოქმედო ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული პროექტების განხორციელება და/ან განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში მისი გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებები
სამინისტროს მიერ დასახული ამოცანების სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელების მიზნით ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ბ)მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვა და შესაბამისი კომისიის დასკვნისა და/ან ცნობის გაცემა.
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი დოკუმენტის მომზადებაში ხელშეწყობა;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის, წვევამდელების, რეზერვისტების და სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები) შესახებ სამინისტროს ელექტრონული ბაზის შექმნის/განახლების ხელშეწყობა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ,სოციალურად დაუცველ კატეგორიაზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სამინისტროს მიერ დაგეგმილი მცირე და გადაუდებელი და სარემონტო – აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ხელშეწყობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების/პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დებულებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის ორგანიზება
1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ტერიტორიული ორგანოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის წინაშე.
3. ტერიტორიული ორგანოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას.
გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის, მივლინების, (ტერიტორიული ორგანოს უფროსისა და უფროსის მოადგილის შვებულებისა და მივლინების გარდა), წვევამდელთა აღრიცხვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო ძალების რეზერვში გადარიცხვის საკითხებზე.
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) მინისტრის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის დადგენილებებით, მინისტრის ბრძანებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს.
4. ტერიტორიული ორგანოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილეს ტერიტორიული ორგანოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
6. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 6🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახური;
ა.ა) სოციალური პროგრამების განყოფილება;
ა.ბ) რეგიონული მართვის განყოფილება;
ბ) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.
2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულს (სამსახური/ განყოფილება) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს და პასუხისმგებელია სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.
3. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას /განსახილველად მომზადებას;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების, აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;
გ) დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას, მათი შექმნისა და მათ მიერ მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის კონსულტირებას/ხელშეწყობას;
3.1. სოციალური პროგრამების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების მიღებას და მინისტრის ბრძანებით შექმნილი სპეციალური კომისიისათვის განსახილველად მომზადებას/წარდგენას;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (დევნილი ოჯახი) სოციალური პირობების შესწავლას;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის, წვევამდელების, რეზერვისტების და სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, შშმპ, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები და სხვა) შესახებ სამინისტროში შექმნილი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნის/განახლების ხელშეწყობას;
3.2. რეგიონალური მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სამოქმედო რეგიონში დროებით მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის მომსახურება;
ბ) სამინისტროს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
4. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ბ) დევნილ მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას;
გ) დევნილ ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;
დ) დევნილ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიზნით ზოგადი განათლების დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან დევნილ წვევამდელთა აღრიცხვასა და შესაბამის მონაცემთა დამუშავებას/ანალიზს;
ვ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;
ზ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი თანმდევი პროცესების განხორციელებას;
თ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, ასევე წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.