„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5753-IIს
სარეგისტრაციო კოდი
430040000.05.001.019800
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

„მუხლი 181. დაწესებულების პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა

დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლით განსაზღვრული დაწესებულება ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულად მიაწოდოს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დასაქმების ადგილი და თანამდებობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების მისთვის მიწოდებიდან 3 თვის ვადაში ამოწმებს აღნიშნულ პირთა ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას. თუ გამოვლინდა, რომ დაწესებულებაში დასაქმებული პირი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის (მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის თაობაზე აცნობებს აღნიშნულ დაწესებულებას, რომელიც ვალდებულია ამ პირთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5753-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2020.
როდის იქნა მიღებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.03.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5753-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 430040000.05.001.019800.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5753-IIს, 17.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.019800 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4787948/