„2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№298
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.157.016402
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №298

2020 წლის 31 იანვარი

ქ. თეთრიწყარო

„2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე,    თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს  შემდეგი ცვლილება „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №292 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  30/12/2019 წ., სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016396)  დამტკიცებულ დანართში, „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ :

1. „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს და არიან სოციალური დახმარების  მიმღები, ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - (დევნილის) დამადასტურებელი მოწმობა;

გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;“.

2. „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა და ვეტერანების დღის (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება

1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირებზე, წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა; მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შშმ ვეტერანებზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822), არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

 დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

 ე) ვეტერანის შემთხვევაში ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან;

ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დოკუმენტი მხარდამჭერ პირად ცნობის შესახებ.

3. განმცხადებელი შეიძლება იყოს მშობელი, მეუღლე, და/ძმა ან მხარდამჭერი პირი.“.

3. „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი

 წინამდებარე პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე დახმარება გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით (გარდა მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“.

4. „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. პროგრამის მეხუთე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი

 წინამდებარე პროგრამის მეხუთე თავში გათვალისწინებული სოციალური დახმარებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებზე კალენდარული წლის განმავლობაში, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, გაიცემა მხოლოდ ერთხელ (ხოლო 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარებებიდან გაიცემა ერთ-ერთი), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიავთანდილ მუხაშავრია