„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5705-IIს
სარეგისტრაციო კოდი
040110030.05.001.019768
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა და ამ მუხლის 2პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.“;

ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23−25 პუნქტები:

„23. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის შემდგომი გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით დასაშვებია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, არაუმეტეს 49 წლის ვადით, დამოუკიდებელი აუდიტო­რის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი სარგებლობის საფასურის სანაცვლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და მასზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის (გადამამუშავებელი ქარხანა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და სხვ.) ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით გამოყენების პირობით. მიწის სარგებლობაში გადაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადას. ამასთანავე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაუქმება გამოიწვევს ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლების შეწყვეტას.

24. ამ მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების ქონების მმართველის თანხმობით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაცემული არ არის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების მმართველი ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე. ამასთანავე, სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა მისი საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 3 ჰექტარს.

25. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების დამოუკიდებელი აუდიტო­რის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ სარგებლობის საფასურზე ნაკლებ ფასად სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 თებერვალი 2020 წ.

N5705-IIს