„საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 100.013.003.139
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო
დეპარტამენტი ბრძანება №122-ს
ქ. თბილისი 1997 წლის
12 დეკემბერი
„საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დამტკიცდეს, საქართველოს ეკონომიკის,ფინანსთა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროებთან შეთნხმებული, „ინსტრუქცია საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და შემოვიდეს მოქმედებაში გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს პრეზიდენტის“ საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“1997 წლის 9 ივნისის №295 და „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 1997 წლის 14 ივლისის №363 ბრძანებულებების შესაბამისად მიმდინარე ძირითადი ფონდების გადაფასების პროცესში გამოსაყენებლად.
დეპარტამენტის თავმჯდომარე თ. ბერიძე
ინსტრუქცია
„საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრულია ცვლილებები და დამატებები „ინსტრუქციაში საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ" (შემდგომში _ „ინსტრუქცია“).
2. ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვების: “... იურიდიული პირის (შემდგომში _ საწარმოების, ორგანიზაციების) ... „შემდეგ დაემატოს ტექსტი შემდეგი რედაქციით: “.... აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმეების (ფიზიკური პირების, რომლებიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 2.2. მუხლის შესაბამისად მიეკუთვნებიან საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას) .. “, შემდეგ,როგორც ტექსტშია;
3. ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი დასრულდეს სიტყვებით: “... მიღებულია 1998 წლის 1 იანვრამდე, რჩება უცვლელი“, ნაცვლად სიტყვებისა: “... მიღებულია 1997 წლის 1 ივლისამდე, რჩება უცვლელი“;
4. ინსრუქციის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი დაიწყოს სიტყვებით:„1997 წლის 31დეკემბრის შემდეგ ...“, შემდეგ როგორც ტექსტშია, ნაცვლად სიტყვებისა:“1997 წლის 31 ივლისის შემდეგ...“;
5. ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 მუხლის დასაწყისში სიტყვები: „1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით...„შეიცვალოს სიტყვებით: „1997 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით..“.
6. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს მეორე და მესამე აბზაცები შემდეგი რედაქციით:
„ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი ბალანსზე აღურიცხავი ძირითადი ფონდები, დაუმთავრებელი მშენებლობის ობიექტები და დასადგმელად განკუთვნილი მოწყობილობა უნდა შეფასდეს საბაზრო ღირებულებით და აყვანილ იქნეს შემოსავალში. გადაფასების სტატისტიკურ ანგარიშში (ინსტრუქციის დანართი № 5) ეს თანხა არ აისახება.
ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი და ბალანსზე რიცხული დაკაგრული ობიექტები უნდა გადაფასდეს ინდექსაციის მეთოდით, აისახოს გადაფასების ანგარიშში, ხოლო შემდეგ გადატანილ უნდა იქნეს №84 საბალანსო ანგარიშზე "დანაკლისები და დანაკარგები ფასეულობათა გაფუჭებიდან“, მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა იგი დამნაშავე პირზე ან წარმოების დანახარჯებზე ჩამოწერას“;
7. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მესამე აბზაცად დაემატოს შემდეგი: „ნულოვან“ აუქციონზე 1997 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილი ძირითადი ფონდების ობიექტები გადაფასდება მათი რეგისტრირებული საწესდებო კაპიტალის (საბალანსო) ღირებულებიდან გამომდინარე“;
8. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: “... რომლებიც სავალდებულო წესით ადასტურებენ გადაფასების სისწორეს შესაბამისი დასკვნით,სადაც მიუთითებენ გადაფასების შედეგებს მოცემულ საწარმოში (ორგანიზაციაში) ძირითადი ფონდების ღირებულების შესახებ გადაფასებამდე და გადაფასების შემდეგ, რაც უნდა დაერთოს გადაფასების დოკუმენტებს (ინსტრუქციის დანართები №№3 და 4), აგრეთვე სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა № 1-ძფ-გადაფასებას(დანართი № 5).
9. ინსტრუქციის მე-6 მუხლს მე-2 პუნქტად დაემატოს შემდეგი სიტყვები: „ძირითადი ფონდების გადაფასების ანგარიშებში დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობის ობიექტები (N 08 საბალანსო ანგარიში) და დასადგმელი მოწყობილობები (№07 საბალანსო ანგარიში), რომლებიც ასევე უნდა გადაფასდეს ძირითადი ფონდების გადაფასების ინსტრუქციის თანახმად, ანგარიშებში (დანართები№№4 და 5) ასახული უნდა იყოს ცალ-ცალკე სტრიქონებზე (იხ. ქვემოთ), ხოლო მათი ღირებულება არ უნდა შევიდეს სტრიქონში - „ძირითადი ფონდები, სულ“.
________________________________________________________________ სტრ. №
________________________________________________________________დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობა (საბალანსო ანგარიში № 08) 390
________________________________________________________________დასადგმელი მოწყობილობა (საბალანსო ანგარიში № 07) 400
________________________________________________________________სულ (სტრ.100 + სტრ 390 + სტრ. 400 410
________________________________________________________________ ცნობისათვის:
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე განლაგებული
გადაუფასებელი ძირითადი ფონდები:
________________________________________________________________ ძირითადი ფონდები (სტრ. 100-დან) 420
________________________________________________________________ დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობა (სტრ. 390-დან)) 430
________________________________________________________________ დასადგმელი მოწყობილობა (სტრ. 400-დან) 440
________________________________________________________________ სულ (სტრ. 420 + სტრ. 430 + სტრ. 440) 450
________________________________________________________________
10. ინსტრუქციის მე-6 მუხლს მე-3 პუნქტად დაემატოს შემდეგი სიტყვები: „ძირითადი საშუალებები, რომლებიც ირიცხება №№: 01, 07 და 08 საბალანსო ანგარიშებზე და იმყოფება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, არ უნდა გადაფასდეს და ძირითადი ფონდების ინვენტარიზაციისა და გადაფასების უწყისში (დანართი№ 3) ნაჩვენები უნდა იყოს ცალკე სტრიქონზე ერთსა და იმავე ფასებში „გადაფასებამდე“ და „გადაფასების შემდეგ“ ამასთან, მე-2 სვეტში მითითებულ უნდა იქნეს „აფხაზეთის ტერიტორიაზე“, ან „ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე“; მათი საერთო ღირებულება ჩაიწერება მე-11 სვეტში, მე-16 სვეტში _ ცვეთის საერთო თანხა; სვეტი 17=სვეტი 16, სვეტი 20=სვეტი 11, სვეტი 21=სვეტი 16“.
11. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ძირითადი ფონდების გადაფასების შედეგები საბუღალტრო აღრიცხვაში აისახება 1998 წლის იანვარში, ხოლო ანგარიშგებაში -1998 წლის Iკვარტალში (საწარმოებში) და II კვარტალში (საბიუჯეტო დაწესებულებებში), შესაბამისად ბალანსის მე-3 და მე-4 სვეტებში.
12. მე-4 თავის მუხლი 7 გადაკეთდეს მე-8 მუხლად.