⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.02.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 03.02.2020
ძალის დაკარგვა 04.02.2021
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 431 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.02.2020 მიღება
04.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,3 1,0
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2020 წლის 3 თებერვალი დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის  8 ოქტომბრის №784  ბრძანებულების შესაბამისად,  ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დადგინდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 თებერვლის №2 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა დანართი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 დაბა ჩხოროწყუში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქალაქ ჩხოროწყუს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს (რადგან ჩხოროწყუში ზონირება არ ხორციელდება); დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს. მუხლი 2🔗 პირველი პუნქტის მიხედვით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ ცენტრში - ქალაქ ჩხოროწყუში მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0,3 1,0 0,24 100 7.2 მუხლი 3🔗 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრის – ქალაქ ჩხოროწყუსთვის დადგენილის ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,6 ლარს. მუხლი 4🔗 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის – ქალაქ ჩხოროწყუსთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,8 ლარს. მუხლი 5🔗 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ჩხოროწყუში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,6 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება   მე-3 და მე-4 მუხლებში   აღნიშნული წესი.