📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2020
ძალის დაკარგვა 01.03.2021
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016300
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 525 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2020 მიღება
01.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
IMG მაკრომდებარეობის ინდექსი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2020 წლის 5 თებერვალი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის  „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი – 230 ოდენობით, მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშება  მოხდეს ფორმულით CN=IMG   X ITL X C x K, სადაც CN  არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი 1 მ​2-ზე. IMG  არის ყაზბეგისათვის  დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია. ITLარის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დაბა სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით  (დაბა სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება). C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ​2-ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით. K არის მიწის  ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით. დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 მ​2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით: № IMG მაკრომდებარეობის ინდექსი ITL – ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი C საბაზისო განაკვეთი K –მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი CN=IMG   X ITL X C x K 0,2 1,0 0,24 230 11,04 მუხლი 3🔗 ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის  არეალებში გამავალ „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა – თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დ.სტეფანწმინდის . სარეკრეაციო-საკურორტო  და სამთო სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში. (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7,728 ლარს 1 მ​2-ზე. ბ) შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %-ით, რაც შეადგენს  6,624  ლარს  1მ​2-ზე . მუხლი 4🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო  ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და დადგინდეს  44,16 ლარი 1 მ​2-ზე. მუხლი 5🔗 ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60%-ით, რაც შეადგენს 6,624 ლარს 1 მ​2-ზე. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/03/2019 სარეგ.კოდი 210070000.35.151.016271) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე