⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2021)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2020
ძალის დაკარგვა 02.03.2021
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.142.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 418 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2020 მიღება
02.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია IMG
ქ. ნინოწმინდა 0,23
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №1 2020 წლის 4 თებერვალი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი  ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №4 დადგენილება (www. matsne.gov.ge 22/02/2019, 200140030.35.142.016228). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ქ. ნინოწმინდის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ნინოწმინდის საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:                                             CN = IMG X ITL X C  X K,  სადაც: ა) CN  არის კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ)   IMG   არის ქ. ნინოწმინდის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს; გ)    ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ნინოწმინდის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი) ქ. ნინოწმინდა 0,23 1,0 0,24 20 1,10 3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,33 ლარს. 4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის   დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,28 ლარს. 5.  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის  არეალებში  გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,55 ლარს.