თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.021783
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი − თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ ენერგოეფექტურობის შესახებ ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №74
2020 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი
1. თბური ტუმბოებიდან მიღებული აეროთერმული, გეოთერმული ან ჰიდროთერმული ენერგიის რაოდენობა, რომელიც „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის უნდა ჩაითვალოს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიად – ERES, გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
ERES = Qusable *(1 - 1/SPF).
2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში გამოყენებულ სიმბოლოებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) Qusable = თბური ტუმბოების მიერ მიწოდებული სავარაუდო მთლიანი გამოყენებადი სითბო, რომელიც აკმაყოფილებს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს. მისი გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ისეთი თბური ტუმბოები, რომელთათვის SPF > 1.15 * 1/η;
ბ) SPF = სავარაუდო საშუალო სეზონური მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ თბური ტუმბოებისთვის;
გ) η არის თანაფარდობა ელექტროენერგიის მთლიან წარმოებასა და ელექტროენერგიის წარმოებისთვის პირველადი ენერგიის მოხმარებას შორის და გამოითვლება, როგორც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი, რაც ეფუძნება ევროსტატის მონაცემებს.