„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 6 ნოემბრის №208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №34 |
|
2020 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 6 ნოემბრის №208 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016166) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:
„მუხლი 3 1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ახორციელებდა საკიდელით ტვირთის გადატანას ან/და ადამიანების გადაყვანას ან პლანერის/ბანერის ბუქსირებას, ვალდებულია, 2020 წლის 31 დეკემბრამდე სააგენტოში წარმოადგინოს ამ წესის მე-8 და მე-10 დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ეკრძალება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|