„საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“

მიღების თარიღი 17.12.1997
გამომცემი ორგანო საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი №195
სარეგისტრაციო კოდი 430.012.003.158
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 17/01/1998
matsne.gov.ge 1,237 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №195 1997 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს ინსტრუქციის „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“. 2. დაევალოს საკონსულო დეპარტამენტს (დირექტორი ჰ. ჭიპაშვილი) განახორციელოს კონტროლი აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულებაზე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                 მ. უკლება დანართი №1 ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა საკონსულო მოსაკრებლის შესახებ I. ზოგადი დებულებანი მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის და „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 22 ნოემბრის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ამ კანონების გამოყენების წესს. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ და „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და ნაცვალგების საფუძველზე. ნაცვალგების პრინციპი გამომდინარეობს საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპიდან და განმტკიცებულია ხელშეკრულებებსა და ჩვეულებით სამართალში. ნაცვალგების პრინციპში იგულისხმება ერთი სახელმწიფოს მიერ გარკვეული უფლებების, შეღავათებისა და პრივილეგიების მინიჭება მეორე სახელმწიფოს ფიზიკური, იურიდიული პირებისათვის იმ პირობით, რომ ამ სახელმწიფოშიც პირველი სახელმწიფოს მოქალაქეები ისარგებლებენ ანალოგიური უფლებებით, შეღავათებით და პრივილეგიებით. ნაცვალგების პრინციპი, როგორც წესი, განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ნოტების გაცვლით ან სხვა სახის შეთანხმებებით, ან რეტორსიის​1 შემთხვევაში, შეთანხმების გარეშე. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე დადგენილი საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთები გამოიცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ბიულეტენებში, რომელიც წარმოადგენს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონის დანართს და სახელმძღვანელოდ მიეწოდებათ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს. II. საკონსულო მოსაკრებლების განაკვეთები და გადახდის წესი 1. საკონსულო მოსაკრებლების გადადა წარმოებს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთები „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონის მე-6 მუხლის მიხედვით დაწესებულია ლარებში. საქართველოს ტერიტორიაზე საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ლარებით. უცხოელს რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე საკონსულო პუნქტში გადაიხდის შესაბამის საკონსულო მოსაკრებელს როგორც ლარებით, ისე უცხოური ვალუტით, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად. უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებისათვის საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონის მე-7 მუხლის მიხედვით დაწესებულია აშშ დოლარებში, გადახდა წარმოებს აშშ დოლარებით ან მისი ეკვივალენტი ადგილსამყოფელი  ქვეყნის ვალუტით.​2 უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის შესაბამის ვალუტაზე გადაანგარიშება ხდება თვეში ერთხელ, წინა თვის ბოლო რიცხვში იმ ბანკის მიერ დადგენილი კურსით, რომელშიც გახსნილი აქვს ანგარიში საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას. იმ სახელმწიფოში, სადაც ინფლაცია მაღალია ან ძალიან მერყეობს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით საკონსულო მოსაკრებლის გადაანგარიშება შეიძლება მოხდეს კვირაში ერთხელ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ყოველდღიურად. „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე  მუხლის შესაბამისად საკონსულო ფუნქციების შესრულების დროს გაწეული დამატებითი ხარჯების ანაზღაურება მოხდება განმცხადებლის მიერ ამ ხარჯების დამადასტურებელი საბუთების (ქვითრები, ხელშეკრულებები, შესაბამისი ნორმატიული აქტები, სხვადასხვა უწყებების ტარიფები და სხვ.) შესაბამისად. ამოღებული ასეთი თანხები მოხმარდება საკონსულო დაწესებულების გაწეული ხარჯების დაფარვას. განმცხადებელს შეუძლია ასევე ასეთი თანხები პირდაპირ ჩაირიცხოს იმ ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ანგარიშზე, რომლის მეშვეობითაც იქნება დაკმაყოფილებული განმცხადებლის მოთხოვნა. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს საკონსულო მოქმედებების შესრულებამდე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის შემთხვევაში გადამხდელს საკონსულო დაწესებულებაში ეძლევა გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დანართი №2). უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში საკონსულო მოქმედება შესრულდება განმცხადებლის მიერ საკონსულო დაწესებულების მიმდინარე ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 2. ყველა სახის საკონსულო მოსაკრებელი აუცილებელია რეგისტრირებული იყოს შესაბამის სარეგისტრაციო და აღრიცხვის ჟურნალებში, სადაც მიეთითება რეგისტრაციის ნომერი, განმცხადებლის ვინაობა, მოქალაქეობა, საკონსულო მოსაკრებელი და შემოსავლის ორდერის №; სარეგისტრაციო ჟურნალებს აწარმოებენ საკონსულო დაწესებულების პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ასრულებენ შესაბამის საკონსულო მოქმედებებს. აღრიცხვის ჟურნალებს აწარმოებენ საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რომელთაც ევალებათ აღრიცხვის სისწორის უზრუნველყოფა. სარეგისტრაციო და აღრიცხვის ჟურნალების გვერდები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული. შემოსული ფულადი სახსრები, რომელიც საელჩოს შემოსავლის ორდერების შესაბამისად ასახულია სარეგისტრაციო ჟურნალში ‒ უნდა ედრებოდეს სალაროს დავთარს. სხვაობის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მიღებულ იქნეს სასწრაფო ზომები მის გასასწორებლად. 3. სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ მოქმედი დებულების შესაბამისად მოლარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი პირი ყოველდღიურად, სამუშაო დღის ბოლოს აჯამებს დღის განმავლობაში შესრულებელ ოპერაციებს, სალაროს დავთარში აკეთებს ჩანაწერებს და გამოჰყავს სალაროში დარჩენილი ფულის ნაშთი, რომელსაც სალაროს დავთარში ხელის მოწერით გადასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბუღალტერიას. საზღვარგარეთ ‒ საქართველოს საკონსულო დაწესებულების მოლარე (ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) ყოველი დღის ბოლოს სალაროში დარჩენილი ფულის ნაშთს შესაბამისი ხელმოწერით გადასცემს საელჩოს ბუღალტერიას. სალაროს დავთარში ჩანაწერები კეთდება ორ ცალად, პირის გადამღები ქაღალდის მეშვეობით. ერთი ცალი ჩამოიხევა როგორც მოლარის ანგარიში და შესაბამის საბუთებთან ერთად ჩაბარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბუღალტერიას, საზღვარგარეთ კი საელჩოს ან გენერალური საკონსულოს ბუღალტერიას. ჩანაწერის პირველი პირი, რომელზეც ხელს აწერს მთავარი ბუღალტერი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, რჩება სალაროს დავთარში. სალაროს დავთარს სწორად წარმოების კონტროლი ევალება საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოს ან გენერალური საკონსულოს მთავარ ბუღალტერს (ან მისი მოვალეობის შემსრულებელ პირს). III. საკონსულო მოსაკრებლისაგან გათავისუფლება და შეღავათები 1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები; ბ) საერთაშორისო სამთავრობათშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; გ) საქართველოში ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების მიზნით ჩამოსული პირები; დ) პირები სისხლის სამართლის საქმეების, შრომითი სტაჟის, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის, არასრულწლოვანთა სოციალურ-სამართლებრივი დაცვის, შვილად აყვანისა და საალიმენტო საქმეთა დოკუმენტების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისას; ე) ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრები ვიზების გაფორმებისას; ვ) პირები დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაფორმებისას; ზ) საქართველოს მოქალაქეების, უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას; თ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები ვიზების გაფორმებისას; ი) პირები საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის გაცემისას; კ) საქართველოს მოქალაქეები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას; ლ) საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიმავალი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ინვალიდი საქართველოს მოქალაქეები; მ) მრავალშვილიანი (სამი შვილი და მეტი) ოჯახები და უპატრონო ბავშვები დაბადების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობების გაცემისას; ნ) 16 წლამდე ასაკის პირები; ო) სხვა პირები ‒ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან: ა) ცნობილნი იძულებით გადაადგილებულ პირებად ‒ დევნილებად; ბ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებისა და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზოუკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახის წევრები. „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსულო დაწესებულების მეთაურებს უფლება ენიჭებათ საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან ნაწილობრივ ან მთლიანად გაათავისუფლონ განმცხადებელი შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში: - საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატური წარმომადგენლობების,  საკონსულო დაწესებულებების ან ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე; - როდესაც პირს მიუძღვის გარკვეული დამსახურება საქართველოს ან მსოფლიო საზოგადოების წინაშე; - როდესაც პირს არ გააჩნია საკონსულო მოსაკრებლის გადახდის შესაძლებლობა სხვადასხვა საპატიო მიზეზების გამო (გაქურდეს, გაძარცვეს, ფული დაკარგეს, მოყვა უბედურ შემთხვევაში და სხვ.). ასეთ შემთხვევაში პირი შეძლებისდაგვარად წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელთა ასლიც დაერთვება საქმეს. დანართი №2 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი Consular department of the Ministry of Foreign Affairs of Georgia სალაროს შესვლის ორდერი № Recept voucher No. განმცხადებელი  __________________________________________________      Applicant                     გვარი, სახელი ან ორგანიზაციის დასახელება ________________________________________________ name of a person or organization რეგისტრაციის № ______________________________________________ Registration No. საფუძველი _________________________________________________________                                                                                               საკონსულო მოქმედება Consular action Performed __________________________________________________________ მიღებული თანხით             ------------                                   ---------                                                   სიტყვიერად Received amount                   -------------                                   ---------                                                  In letters მათ შორის-საკონსულო მოსაკრებელი              _________________________________________________ Includes-consular free - დამატებითი დანახარჯების საზღაური _______________________________ - Value added tax “____” ____________________________________ 199 ______ წ. Date მოლარე _______________________________________________ Cashier    ბ ე ჭ ე დ ი                                                                                                                             S e a l                             To be cut         to be cut საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი Consular Departament of the Ministry of Foreign Affairs of Georgia სალაროს შემოსავლის ქვითარი Cash-Receipt განმცხადებელი ____________________ Applicant ორდერი №_______________________ Voucher No. - საფუძველი ______________________              (საკონსულო მოქმედება) Consular action Performed _______________________ - მიღებულია Received amount ________________________ მათ შორის; საკონსულო მოსაკრებელი________ Includes: Consular Free დამატებითი დანახარჯების საზღაური ____________ Value added tax “----“ _________________ 199 ___                       Date მოლარე __________________ Cashier ​1. რეტორსია (ლათ. retorsio – უკუმოქმედება) საერთაშორისო სამართალში ერთი სახელმწიფოს მოქმედება მეორე სახელმწიფოს არამეგობრული ან უსამართლო მოქმედების საპასუხოდ. ​2. საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის 18 აგვისტო №2302/4-512 წერილი.