2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლის და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში (შემდგომში – შენობა) თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1 მ და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ დაცილებით, იატაკიდან 1,2-1,5 მ სიმაღლეზე.
3. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება შენობას, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ დაცილებით, მიწიდან 1,2-1,5 მ სიმაღლეზე.
4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისაგან არანაკლებ 0,5 მ-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ.
5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა.
6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით:
ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წმ-ის განმავლობაში არ იქნება 0,5 დბ A-ზე ნაკლები;
ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში, გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წმ-ის განმავლობაში.
7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა.
8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა