„სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილთათვის შეღავათების დადგენის შესახებ“

მიღების თარიღი 17.02.1998
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.186
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 17/02/1998
matsne.gov.ge 130 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილთათვის შეღავათების დადგენის შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №6 1998 წლის 17 თებერვლი ქ. თბილისი სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილთათვის შეღავათების დადგენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №764 ბრძანებულების „დევნილთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების და ზამთრის პერიოდისათვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს დროებით მიეცეთ შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლება ყველა კატეგორიის მატარებლებზე ტარიფის 50 პროცენტის ფასდაკლებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2. შეღავათიანი (50-პროცენტიანი) სამგზავრო ბილეთი გაიცეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის მიერ მინიჭებული ლტოლვილისა ან იძულებითი გადაადგილების პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. 3. ბილეთში შეტანილ იქნეს ლტოლვილისა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი. ვადაგასულ მოწმობაზე ბილეთი არ გაიცემა. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს ამა წლის 18 თებერვლიდან. მინისტრი    მ. ადეიშვილი შეთანხმებულია: საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე     ა. ჩხაიძე