„სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილთათვის შეღავათების დადგენის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №6 |
|
1998 წლის 17 თებერვლი ქ. თბილისი |
1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს დროებით მიეცეთ შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლება ყველა კატეგორიის მატარებლებზე ტარიფის 50 პროცენტის ფასდაკლებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. შეღავათიანი (50-პროცენტიანი) სამგზავრო ბილეთი გაიცეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის მიერ მინიჭებული ლტოლვილისა ან იძულებითი გადაადგილების პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.
3. ბილეთში შეტანილ იქნეს ლტოლვილისა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი. ვადაგასულ მოწმობაზე ბილეთი არ გაიცემა.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს ამა წლის 18 თებერვლიდან.
მინისტრი მ. ადეიშვილი
შეთანხმებულია:
საქართველოს რკინიგზის
დეპარტამენტის თავმჯდომარე ა. ჩხაიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილთათვის შეღავათების დადგენის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილთათვის შეღავათების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილთათვის შეღავათების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას დევნილთათვის შეღავათების დადგენის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/47950/