„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 31.12.1997
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №693
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.149
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 31/12/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,749 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.1997 მიღება
28.01.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრძანება №693 1997 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისში მოქალაქეთა და წარმოება-დაწესებულებათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შემდგომი განმტკიცების მიზნით, ვბრძანებ : 1. დამტკიცდეს „დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შესახებ“ (თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1996 წლის 5 იანვარს დამტკიცებული „დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შესახებ“. 3. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ. მინისტრი, პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                                       კ. თარგამაძე  დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შესახებ თავი 1 ზოგადი დებულებანი 1. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ქ. თბილისის მერიაში შემავალი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ქ. თბილისის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას. აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო ქმნის და აფინანსებს შესაბამის სამმართველოებსა და სამსახურებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან იცავენ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების კონსტიტუციურ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. 2. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის დადგენილებები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები და დირექტიული მითითებები; ქ. თბილისის მერიის დადგენილებები და განკარგულებები; წინამდებარე დებულება და სხვა საკანონმდებლო-ნორმატიული აქტები. 3. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შს სამინისტროს მომსახურე №2 სახაზინო სამსახურის მეშვეობით და ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად, ქ. თბილისის მერია ადგენს წლიურ ხარჯთაღრიცხვას და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე. 4. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების, პიროვნების ღირსების პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, კეთილგონიერებისა და საჯაროობის პრინციპებზე. მას არა აქვს უფლება გაამჟღავნოს მოქალაქის პირადი ცხოვრების, მისი პატივის და ღირსების შემლახავი ინფორმაცია, აგრეთვე სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება. ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის და წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურება დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. თავი II მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები 1. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია : 1.1. დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების აღკვეთა-აცილება, დანაშაულის გახსნა, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება; 1.2. მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; 13. საკუთრების დაცვა; 1.4. საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა; 1.5. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 1.6. საპასპორტო-სავიზო მუშაობის წარმართვა და მოქალაქეთა რეგისტრაცია; 1.7. უცხოეთის წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური კორპუსის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გატარება; 1.8. ძებნილთა დაკავება; 1.9. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 1.10. ეკოლოგიური დანაშაულისა და ეკოლოგიური კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევების გამოვლენა და მათთან ბრძოლა. 2. ძირითადი ფუნქციების განხორციელების მიზნით ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო : 2.1. აყალიბებს დანაშაულობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითად მეთოდებს, კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს სისტემაში შემავალი სამმართველოებისა და სამსახურების საქმიანობას, განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოებისა და დანაყოფების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს მასზე დაკისრებული ამოცანების გადაჭრისათვის საჭირო ხერხებსა და მეთოდებს; 2.2. ახორციელებს კონტროლს კანონებისა და სხვა ნორმატული აქტების შესრულებაზე, შეიმუშავებს წინადადებებს მთავარი სამმართველო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის და წარუდგენს ქ. თბილისის მერიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასამტკიცებლად; 2.3. განახორციელებს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებს, ხელს უწყობს მოსახლეობის სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას; 2.4. ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას; 2.5. აწარმოებს მიმალულ ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, სამართალში მიცემულთა, მსჯავრდებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნას; 2.6. უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახურების მეშვეობით სასამართლოს განაჩენებისა და სხვა იძულებით ღონისძიებათა განხორციელებას; 2.7. უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და საზოგადოებრივ უშიშროებას მოქალაქეთა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების დროს; 2.8. კანონით დადგენილი წესით აღკვეთს აკრძალულ მოქალაქეთა შეკრებებსა და მანიფესტაციებს; 2.9. კონტროლს უწევს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და სანებართვო სისტემით რეგლამენტირებული სხვა საგნებისა და მასალების შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის დადგენილი წესების დაცვას; 2.10. ახორციელებს ღონისძიებებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს; 2.11. აწესებს კონტროლს ეკოლოგიის სფეროში სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებაზე; 2.12. ხელმძღვანელობს კადრების შერჩევას, განაწილებას და აღზრდას ყველა სამმართველოში, სამსახურში და დანაყოფში, გეგმავს და ახორციელებს კადრების პროფესიულ, საბრძოლო და სამწყობრო მომზადებას. აკეთებს განაცხადს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წინაშე ქ. თბილისის პოლიციისათვის კადრების გამოყოფა-მოვლინების შესახებ. 3. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სტრუქტურა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შედის: 3.1. კრიმინალური პოლიციის სამმართველო, რომელშიც შედიან: - მართვის სამსახური; - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური; - კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახური; - ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური; - არასრულწლოვანთა მიმღებ-განმანაწილებელი; 3.2. ადმინისტრაციული პოლიციის სამმართველო, რომელშიც შედიან: - მართვის სამსახური; - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური; - საგზაო პოლიციის სამსახური; - ეკოლოგიის პოლიციის სამსახური; - საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური; 3.3. საკუთრების დაცვის პოლიციის სამსახური; 3.4. ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის სამსახური; 3.5. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური; 3.6. მოკვლევის ჯგუფი; 3.7. მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი; 3.8. სპეციალური დანიშნულების განყოფილება;  3.9. მეტროპოლიტენის დაცვის პოლიციის სამმართველო; 3.10. შტაბი; 3.11. კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო; 3.12. მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური; 3.13. სამდივნო; 3.14. კავშირგაბმულობის ქვეგანყოფილება; 3.15. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოები. თავი III მთავარი სამმართველოს საერთო ხელმძღვანელობა 1. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ქ. თბილისის მერიასთან შეთანხმებით. 1.1. შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს სისტემაში შემავალი სამმართველოების, სამსახურებისა და დანაყოფების საქმიანობას დანაშაულთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. 1.2. შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი პასუხს აგებს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ქ. თბილისის მერიის წინაშე დანაშაულებთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის განხორციელებისათვის. 2. შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების უფროსებს და მათ მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, რაიონული სამმართველოებისა და დამოუკიდებელი დანაყოფების უფროსებს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით, დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობას კი ნიშნავს მთავარი სამმართველოს უფროსი. 2.1. სამმართველოების, სამსახურებისა და დანაყოფების უფროსები ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ იმ სამმართველოებს, სამსახურებსა და დანაყოფებს, რომლებსაც ბრძანებით დაავალებს შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე. 3. მთავარ სამმართველოში შემავალი რაიონული სამმართველოების, სამსახურების დანაყოფების უფროსები უფლებამოსილნი არიან დანიშნონ და გაათავისუფლონ თანამდებობიდან რიგითი შემადგენლობა და ნებით დაქირავებული პირები. 3.1 მთავარი სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია მიანიჭოს ატესტირებულ თანამდებობაზე მყოფ პირად შემადგენლობას სპეციალური წოდება პოლიციის რიგითიდან - ზემდეგამდე, ხოლო ოფიცრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ პირველადი წოდების მინიჭების შემდეგ მომდევნო წოდებები პოლიციის კაპიტანის ჩათვლით. იგი წყვეტს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური ზემოქმედების საკითხებს კანონით დადგენილი წესით.  თავი IV ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ოპერატიული თათბირი გადაუდებელი, მიმდინარე საქმიანობის, საშემსრულებლო დისციპლინისა და სხვა საკითხების განსახილველი მთავარი სამმართველოს უფროსი რეგულარულად იწვევს ოპერატიულ თათბირს. ოპერატიული თათბირის მუშაობაში მონაწილეობენ მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი, კრიმინალური და ადმინისტრაციული პოლიციის სამმართველოების უფროსები, მოადგილეები, მთავარი სამმართველოს სამმართველოების, სამსახურების, რაიონული სამმართველოების, სამწყობრო დანაყოფების უფროსები, მთავარი სამმართველოსთან არსებული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის რექტორი და სხვა მოწვეული პირები. ოპერატიული თათბირის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა მთავარ სამმართველოში შემავალი ყველა სამმართველოს, სამსახურისა და დანაყოფისათვის. თავი V მთავარი სამმართველოს კომპეტენცია 1. მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მთავარი სამმართველო: 1.1. ახორციელებს პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებებს; 1.2. კოორდინაციას და სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების, სამსახურებისა და დანაყოფების საქმიანობას; 1.3. ხელმძღვანელობს კადრების შერჩევას, მათ სამსახურებრივ, საბრძოლო და პროფესიულ მომზადებას; 1.4. საგანგებო მდგომარეობის დროს და ექსტრემალურ სიტუაციებში უზრუნველყოფს პოლიციის პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე; 1.5. ქმნის კომპიუტერულ ცენტრს (ქსელს), აყალიბებს და განაგებს საცნობარო-საინფორმაციო ბანკს; 1.6. ამყარებს კავშირს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა პოლიციის ორგანოებთან; 1.7. აკონტროლებს პოლიციის თანამშრომელთა საშემსრულებლო დისციპლინას; 1.8. შეიმუშავებს საშტატო ერთეულებს, ტიპობრივ ნორმატივებს და საჭიროების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროში შედის ცვლილებების შესახებ საჭირო წინადადებებით, 1.9. შეიმუშავებს საპოლიციო სამსახურების ერთიან განაწესს, მოთხოვნებს და პირობებს; 1.10. წარმოადგენს შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ინტერესებს ქ. თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში; თავი VI მთავარი სამმართველოს ცალკეული სამმართველოები და დანაყოფები კრიმინალური პოლიციის სამმართველო 1. მართვის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - საქართველოს კანონმდებლობის, პრეზიდენტის ბრძანებულებების, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შს მთავარი სამმართველოს ბრძანებების და მითითებების შესრულების უზრუნველყოფა; - საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცება; - მუშაობის სტილის, მართვის ფორმისა და მეთოდების სრულყოფა; - თანამდებობის პირთა პერსონალური პასუხისმგებლობის ამაღლება; - კრიმინალური პოლიციის სამსახურებში პერსპექტიული და მიმდინარე სამუშაო გეგმების შედგენის კოორდინირება და მათ შესრულებაზე ქმედითი კონტროლი დაწესება; - სამსახურების მუშაობის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა. 2. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარება კორუმპირებული კავშირების მქონე დანაშაულებრივი ფორმირებების გამოვლენისა და მათი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთის მიზნით; - დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების, ქურდული ტრადიციების მატარებელი პირების, ყაჩაღების, ადამიანთა გამტაცებლების, რეკეტისა და პროფესიონალი გამომძალველების დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა; - დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენის, დამზადებისა და რეალიზაციის, ანტიკვარული ნივთებისა და კულტურული ფასეულობების საქართველოს ფარგლებს გარეთ უკანონოდ გატანისა და შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლა; - ქ. თბილისის შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში შემავალი სისხლის სამართლის სამძებრო აპარატების საქმიანობის კოორდინაცია, მათზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, მათი საქმიანობის ანალიზი და კონტროლი; - რეგისტრირებული სისხლის სამართლის დანაშაულის გახსნის, მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთა-აცილების, ბოროტმოქმედთა დადგენა-დაკავების, მიმალულ ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, სამართალში მიცემულთა, მსჯავრდებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა დაძებნის უზრუნველყოფა; - არასრულწლოვანთა და სტუდენტ-ახალგაზრდობას შორის დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების აღკვეთა-აცილებისა და პროფილაქტიკური მუშაობის წარმოება და კონტროლი; - სასამართლოს, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოების დავალებების შესრულების ორგანიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია დანაშაულის გარემოებებისა და დამნაშავის დადგენასთან. 3. კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - კორუფციასთან, მექრთამეობასთან და სხვა თანამდებობრივ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის წარმოება; - ეკონომიკის სფეროში, ტრანსპორტზე, მრეწველობაში, საბანკო-საკრედიტო სისტემასა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წარმოება; - მოქალაქეების, სახელმწიფო და არასახელმწიფო წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ინტერესების დაცვა დამნაშავეთა სამყაროსაგან და დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. 4. ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - დედაქალაქის დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებებთან ერთად ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია, პირველ რიგში არასრულწლოვანებსა და მოზარდებში ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; - რაიონული პოლიციის სათანადო დანაყოფების მუშაობის ორგანიზაცია ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულის აცილებისა და გახსნის მიზნით; ნარკოტიკების გამსაღებელი განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა იმ ჯგუფების მხილება, რომელთაც დანაშაულებრივი კავშირები აქვთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი სინთეტიკური ნაირსახეობების უკანონო წარმოების, ნარკოტიკების შემცველი მცენარეების, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებებიდან მათი დატაცების, ძლიერმოქმედი პრეპარატების ლეგალური ტვირთბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება. 5. არასრულწლოვანთა მიმღებ - გამანაწილებელი სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი - დროებით ღებულობს 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან დახმარებას, ან ჩადენილი აქვთ სამართალდარღვევა. ატარებს ღონისძიებებს მათ ოჯახებში, საბავშვო ან სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში დასაბრუნებლად; - ადგენს მიმღებ-გამანაწილებელში წარმოდგენილი არასრულწლოვნების უზედამხედველობისა და სამართალდარღვევების მიზეზებს და პირობებს. გზავნის შესაბამის ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში; - უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა ყოფნის ისეთ პირობებს, რომლებიც გამორიცხავენ მიმღებიდან თვითნებური წასვლისა და სამართალდარღვევების ჩადენის შესაძლებლობას; - ხელმძღვანელობას აღნიშნული დაწესებულებების საქმიანობაზე ახორციელებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური. ადმინისტრაციული პოლიციის სამმართველო 1. მართვის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - საქართველოს კანონმდებლობის, პრეზიდენტის ბრძანებულებების, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შს მთავარი სამმართველოს ბრძანებების და მითითებების შესრულების უზრუნველყოფა; - საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცება; - მუშაობის სტილის, მართვის ფორმისა და მეთოდების სრულყოფა; - თანამდებობის პირთა პერსონალური პასუხისმგებლობის ამაღლება; - ადმინისტრაციული პოლიციის სამსახურებში პერსპექტიული და მიმდინარე სამუშაო გეგმების შედგენის კოორდინირება და მათ შესრულებაზე ქმედითი კონტროლის დაწესება; - სამსახურების მუშაობის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა. 2. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი ; - საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ლეგიონის მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მოქალაქეთა უსაფრთხოების, დანაშაულების აღკვეთა-აცილების მიზნით; - პოლიციის უბნის ინსპექტორების საქმიანობის წარმართვა და კონტროლი, მათზე გაპიროვნებულ უბნებში დანაშაულის პროფილაქტიკისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად;  - თავისუფლების აღკვეთის გარეშე მსჯავრდებულ პირთა აღრიცხვისა და მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; - სპეციალური დაწესებულებების, დაკავებულთა ბადრაგირების ორგანიზაცია და კონტროლი; 3. საგზაო პოლიციის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - ქ. თბილისში საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა; - საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის დისციპლინის განმტკიცება, ავტოსატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილება; - სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ორგანიზაცია; რაიონული სამმართველოების საგზაო პოლიციის დანაყოფებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; - სატრანსპორტო საშუალებათა გარემოზე მავნე ზემოქმედების კონტროლი. 4. საპასპორტო - სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - დედაქალაქის პოლიციის ორგანოების საპასპორტო სამსახურების საქმიანობის ორგანიზაცია და კონტროლი; - საქართველოს ტერიტორიიდან დროებით გასვლისა და შემოსვლისათვის დადგენილი წესების უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემის საქმიანობის წარმართვა და კონტროლი. 5. ეკოლოგიის პოლიციის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი: ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილების ღონისძიებათა განხორციელება; აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან ერთად საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობა. მეტროპოლიტენის დაცვის პოლიციის სამსახური სამსახურის ამოცანაა : - სამართალდარღვევების აღკვეთა აცილება, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა მეტროპოლიტენის სისტემაში.  მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი სამსახურის ძირითადი ამოცანებია : - დაკავებულ და პატიმრობაში აყვანილ პირთა იზოლატორში მოთავსების კანონიერების საიმედო დაცვის, მოთავსების რეჟიმის და პირობების უზრუნველყოფა; - სათანადო პირობების შექმნა ოპერატიული და საგამოძიებო აპარატების მუშაკებისათვის ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებათა განხორციელებისას. მოკვლევის ჯგუფი სამსახურის ძირითადი ამოცანაა : პოლიციის ადგილობრივ დანაყოფებში მოკვლევის საქმიანობის ორგანიზაცია და წარმართვა. საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი - საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების ჩატარება, - დაქვემდებარებული დანაყოფების მუშაობის ორგანიზაცია; - კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით სათანადო საინფორმაციო ბანკების შექმნა; - პოლიციის ადგილობრივი დანაყოფების ექსპერტ-კრიმინალისტების საქმიანობის კონტროლი, სათანადო სპეციალისტების მომზადება და ტექნიკით აღჭურვა. საკუთრების დაცვის პოლიციის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი - ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში განლაგებულ ყველა წარმოება-დაწესებულებების და სხვა ობიექტების, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, მოქალაქეთა ქონების და ცალკეულ პირთა დაცვის ორგანიზაცია და კონტროლი; - დასაცავ ობიექტებზე დაცვითი და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მონტაჟი და მისი მომსახურება.  ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი - სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელება; - ხანძრის, აფეთქებებისა და ავარიების, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება; - ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება, სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი; თავი VII ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კონტროლის , კოორდინაციის და უზრუნველყოფის სამსახურები 1. შტაბი შტაბის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, შინაგან საქმეთა მინისტრის, ქ. თბილისის მერიის დადგენილებების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანებებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების შესრულებაზე მიმდინარეობის კონტროლი. მთავარი სამმართველოს ცენტრალური აპარატის სამსახურების, სამწყობრო დანაყოფების, სპეციალური დაწესებულებების, შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოებისა და საქალაქო ქვეგანყოფილებების ინსპექტირება; - დედაქალაქში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მდგომარეობის ანალიზი, მთავარი სამმართველოს სამუშაო და სპეციალური ღონისძიებების გეგმების შედგენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; - ქ. თბილისის პოლიციის ორგანოებისა და დანაყოფების სამორიგეო ნაწილების მუშაობის წარმართვა და კონტროლი; - შესაბამისი სამსახურების მეშვეობით პოლიციის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის, დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირების, ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და სადღეღამისო კრებსების მომზადების უზრუნველყოფა; - მთავარი სამმართველოს ოპერატიული თათბირების მომზადება, მათი დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზაცია; - რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკური აღრიცხვა, ინფორმაციის ანალიზი, შესაბამისი საინფორმაციო მასალების შედგენა; - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობის პროპაგანდა, მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის პრესკონფერენციების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ორგანიზაცია; შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი და საერთო დისციპლინის ნორმების დაცვის გაკონტროლება; - შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სისტემაში არსებული ინფორმაციისა და მასალების სისტემატიზაციისა და კომპიუტერული მომსახურების უზრუნველყოფა; - მძიმე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და სხვა ექსტრემალურ სიტუაციებში დაზარალებულთათვის მოქალაქეთა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა. 2. კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო სამმართველოს ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარება; - კადრების ხარისხობრივი შემადგენლობის გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება პროფესიული დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება; - საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზაცია; - დედაქალაქის შინაგან საქმეთა ორგანოებისა და პირად შემადგენლობას შორის კანონიერების და დისციპლინის მდგომარეობაზე კონტროლის განხორციელება, თანამშრომელთა მიერ კანონიერების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომების ფაქტების გამოვლენა და მათი პროფილაქტიკა. შემოსული განცხადებებისა და სხვა ინფორმაციების შემოწმება და სათანადო რეაგირება; - შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა. 3. მატერიალურ - ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური სამსახურის ძირითადი ამოცანები : - ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა; - ხარჯთაღრიცხვის შედგენა, მისი შეთანხმება და წარდგენა სათანადო ინსტანციებში; - კვარტალური და წლიური საფინანსო სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი წარდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროში; - მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შემავალი ორგანოების სახარჯთაღრიცხვო და საკასო დისციპლინის მდგომარეობისა და კაპიტალდაბანდებათა მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი; მთავარი სამმართველოს ბალანსზე არსებული ყველა მატერიალურ ფასეულობათა და ძირითადი ფონდების ყოველწლიური ინვენტარიზაცია; - მთავარი სამმართველოსა და მისი ქვემდებარე დანაყოფების თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფა. 4 . სამდივნო სამდივნოს ძირითადი ამოცანები ; - ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება; - შინაგან საქმეთა ორგანოებსა და დანაყოფებში ბრძანებების გაგზავნა; - საიდუმლო საქმისწარმოება, საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაცია და კონტროლი; - მოქალაქეთა წერილებისა და საჩივარ-განცხადებების მიღება და მათი განხილვის ორგანიზაცია.  5. სპეციალური დანიშნულების განყოფილება განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - სწრაფი ოპერატიული რეაგირება ყველა სახის სამართალდარღვევაზე; - სტიქიური მოვლენების და სხვა უბედური შემთხვევების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; - მოქალაქეთა შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების უზრუნველყოფა. 6. კავშირგაბმულობის ქვეგანყოფილება ქვეგანყოფილების ძირითადი ამოცანაა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა. თავი VIII ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების , სამსახურების და დანაყოფების გაუქმების , გარდაქმნის და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების, სამსახურებისა და დანაყოფების გაუქმება ან გარდაქმნა, აგრეთვე წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო „ვიზირებულია“ ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლიციის გენერალ-მაიორი                                                         ი. ალავიძე 22.12.1997 წელი