გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 07.02.2020
ძალის დაკარგვა 01.04.2020
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.166.016473
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გია შაოშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის №8 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.03.2020
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2020 წლის 7 თებერვალი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 34-ე მუხლის, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი, შენობის საწყისი საპრივატიზაციო ფასის 5%-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური ქირა განისაზღვროს თითოეული ზონისათვის, დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს:
2.1. ცენტრალური ზონისთვის – 7,02 ლარი;
2.2. შუალედური ზონისთვის – 5,40 ლარი;
2.3. პერიფერიული ზონისთვის – 3,78 ლარი.
მუხლი 3🔗
დასახლებათა შორის არეალებში მიწის საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისთვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 2,70 ლარს.
მუხლი 4🔗
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 2,70 ლარს.
მუხლი 5🔗
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 2,70 ლარს.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 04/03/2015, 200230000.35.166.016205)
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი