„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ამოქმედდეს 1996 წლის 15 აპრილიდან.
2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტს 1996 წლის 15 მარტამდე შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტები.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის ამოქმედდეს 1996 წლის 1 ივნისიდან.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის ამოქმედებამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს ადგილსამყოფელად განისაზღვროს ქალაქი თბილისი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 31 იანვარი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4797448/