„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №27/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017885
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე პროფესიული განათლების შესახებ არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №27/ნ
2020 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესი და პირობები.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
დანართი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი ადგენს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესსა და პირობებს (შემდგომში – გათანაბრების წესი და პირობები).
მუხლი 2🔗.
გათანაბრების წესი და პირობები
1. „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია საბაზო პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან, ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი უმაღლესი პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. 2006-2007 სასწავლო წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირებზე, რომლებმაც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულეს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მიიღეს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც გაიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალობების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, გათანაბრებულია:
ა) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბაზაზე - საბაზო პროფესიული განათლების დოკუმენტთან;
ბ) სრული ზოგადი განათლების ბაზაზე - უმაღლესი პროფესიული განათლების დოკუმენტთან.
3. სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია საბაზო პროფესიული განათლების დოკუმენტთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი - უმაღლესი პროფესიული განათლების დოკუმენტთან.
4. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული კვალიფიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები გათანაბრებულია:
ა) პროფესიული განათლების პირველი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პირველ დონესთან;
ბ) პროფესიული განათლების მე-2 საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონესთან;
გ) პროფესიული განათლების მე-3 საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3 დონის საბაზო პროფესიული განათლების დოკუმენტთან;
დ) პროფესიული განათლების მე-4 საფეხურისა და მე-5 საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
დ.ა) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხულ პირზე – ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3 დონის საბაზო პროფესიული განათლების დოკუმენტთან;
დ.ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხულ პირზე – ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონის საშუალო პროფესიული განათლების დოკუმენტთან.