„სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 02.02.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-64
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.174
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 05/02/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება № 2-64
1998 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულება / დანართი №1/ და ხარჯთა ნუსხა / დანართი №2/.
2. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ /ი. ლომთათიძე/ სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან /გ. ყალიჩავა/ ერთად უზრუნველყოს:
ა) კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 1992 წლის 23 მარტის № 2-57 ბრძანებით დამტკიცებული სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულება და 1997 წლის 31 დეკემბრის № 2-493 ბრძანება.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვლადიმერ გვარჯალაძეს.
მინისტრი ბ. გულუა
დებულება
სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1. სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტი (შემდგომში - სამეცნიერო ცენტრი) შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) დაქვემდებარებაში და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სამეცნიერო ცენტრის იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, 380062, ი. ჭავჭავაძის გამზირი, 82.
3. სამეცნიერო ცენტრს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.
4. სამეცნიერო ცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
5. ცენტრის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალიწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
II. სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები
6. სამეცნიერო ცენტრის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში ახალი ბიოტექნოლოგიის მიმართულებების, მეთოდებისა და სხვა ამ სფეროში შემავალი პერსპექტიული ღონისძიებების მასალების შექმნა, გამოყენება და დანერგვა;
ბ) სასელექციო მასალის შექმნა გენური და უჯრედული ინჟინერიის მეთოდებზე დაყრდნობით;
გ) მცენარეზე ზრდისა და განვითარების რეგულატორების გამოყენება და მათი მოქმედების ფიზიკო-ქიმიური მექანიზმების შესწავლა;
დ) მცენარეზე გარეშე სტრესული ზემოქმედების არეალის შესწავლა.
III. სამეცნიერო ცენტრის უფლებამოსილებანი
-----------------------------------------------------------------------
7. სამეცნიერო ცენტრს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
ბ) განახორციელოს დაკისრებული პროგრამების, პროექტებისა და სხვა სამუშაოების შესრულების კონტროლი, დადგენილი წესით მიიღოს ანგარიშგება მონაწილეებისაგან და შესრულებაზე განპიროვნებული პირებისაგან;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და სფეროში არსებული წესის მიხედვით დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
დ) წარმართოს თავის სფეროში კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა ახალი მოთხოვნების თანახმად.
8. სამეცნიერო ცენტრი ვალდებულია:
ა) პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს დაკისრებული ამოცანების განხორციელების შესახებ;
ბ) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;
გ) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სამინისტროს დავალებები და მითითებები;
დ) თავისი კომპეტენციის სფეროში ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე) შეასრულოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.
IV. სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
9. სამეცნიერო ცენტრი შედგება თანამდებობის პირების, სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (განყოფილებები, ლაბორატორიები, სექტორები და სხვა).
10. სამეცნიერო ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
11. დირექტორი, როგორც სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს სამეცნიერო ცენტრს და ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ბ) თვალყურს ადენებს სამეცნიერო ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას;
გ) სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელი არის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
დ) სამეცნიერო ცენტრი იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად (განყოფილებები, ლაბორატორიები და სხვ), სამეცნიერო ცენტრის დებულების შესაბამისად;
ე) თავისი მმართველობისა და მოქმედების სფეროში, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საორგანიზაციო საკითხების განსახილველად სამეცნიერო ცენტრის დირექტორი სათათბირო ორგანოს თანხმობით ქმნის სამეცნიერო საბჭოს. საბჭოს შემადგენლობაში, გარდა სამეცნიერო ცენტრის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებისა, შეიძლება შევიდნენ აგრეთვე სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ან დაინტერესებულ უწყებათა ხელმძღვანელები;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეცნიერო ცენტრის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
ზ) არსებული წესების დაცვით ახორციელებს ფულადი და სხვა სახსრების გაცემას, უზრუნველყოფს მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლს;
თ) ანგარიშმგებელია მინისტრის წინაშე სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის შესახებ;
ი) ასრულებს მინისტრის ბრძანებებს და მასზე დაკისრებულ ამოცანებს;
კ) წარმოადგენს სამეცნიერო ცენტრს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ლ) წარმართავს სამეცნიერო ცენტრისა და მის გამგებლობაში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
მ) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და მათ პასუხისმგებლობას;
ნ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამუშაო გეგმებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას.
V. დირექტორის სამართლებრივი აქტები
-----------------------------------------------------------------------
12. დირექტორი თავისი კომპეტენციის სფეროში გამოსცემს ბრძანებებს.
13. დირექტორი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია ბრძანების კანონზომიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
14. დირექტორის ბრძანება უფლებააღჭურვილი ან ამკრძალავი აქტია, მასში მითითებული უნდა იყოს ის საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცემა ბრძანება.
15. დირექტორის ბრძანებას უნდა ჰქონდეს საფასური, მითითებული უნდა იყოს მიღების თარიღი და ადგილი, ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული). ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და დაუყოვნებლივ ეცნობა დაინტერესებულ პირებს.
II. დასკვნითი დებულებანი
16. სამეცნიერო ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და აპარატის შენახვის ხარჯთაღრიცხვას, როგორც სამინისტროს სისტემაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებას ამტკიცებს მინისტრი.
17. სამეცნიერო ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.
სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის
სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი გ. ყალიჩავა