შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/34505-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/34505-18

330216918002741809

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

 2019 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ჭელიძე

განმცხადებელი (კრედიტორი) – სსიპ „შემოსავლების სამსახური“

მოვალე – შპს „ჯეომეტ ლიმიტედი“

გაკოტრების მმართველი - სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“

მოთხოვნა – შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

  გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ (ს/კ 215133898) მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და მეურვედ დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ივნისის განჩინებით შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ (ს/კ 215133898) მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით, გაკოტრების მმმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო.

2019 წლის 15 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც, შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში (იხ. ტ.2, ს.ფ. 208-218, განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის N-3097034, 15.07.2019 წელი).

ამავე მომართვით, გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.

გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ მოვალე საწარმოს ფულად სახსრები არ გააჩნია, არ გააჩნია მესამე პირთა მიმართ დებიტორული მოთხოვნები. კომპანიის ბალანსზე აღრიცხულია 1 ერთეული სედანის ტიპის ავტომობილი (MERCEDES-BENZ 250D სახ. ნომრით BMS 668 ) და ელექტრო საავტომობილო სასწორი.

ზემოთ ჩამოთვლილი მოძრავი ქონება, აღწერილი და შეფასებული იქნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შეფასების სამსახურის მიერ 26 750 ლარად (იხ.დანართი).

მოვალე საწარმოს აღიარებული კრედიტორი არის მხოლოდ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფილი მოთხოვნით 2 959 869 ლარი და 21 თეთრი (ორი მილიონ ცხრაას ორმოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცდაცხრა ლარი და ოცდაერთი თეთრი).

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა მოვალე კომპანიის ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. 2019 წლის 01 ივლისს დასრულებულ აუქციონზე შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ ქონების ერთიანი კომპლექსის სახით შემძენი გახდა შპს „გეგმეტი“ (ს/კ 406038639).

შპს „გეგმეტიმ“ ქონება შეიძინა 13 642.5 ლარად. შემძენმა სრულად გადაიხადა შეძენილი ქონების საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 2081.06 ლარს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761-ე მუხლის შესაბამისად ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.

შესაბამისად, შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების მმართველის მიერ აუქციონის შედეგად ამოღებული თანხა შეადგენს (13 642.5 - 2081.06 = 11 561.44) 11 561.44 ლარს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური, წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად:

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;

შესაბამისად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5000 ლარს.

ამავე ბრძანების „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

შესაბამისად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა, გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას შეადგენს 5000 ლარს.

ჯამში სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 10 000 ლარს, შესაბამისად ამოღებული თანხიდან 11 561.44 ლარიდან 10 000 ლარი სრულად უნდა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.

მომდევნო რიგის მოთხოვნას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული მე-4 რიგის უზრუნველყოფილი მოთხოვნები, უზრუნველყოფილი კრედიტორი არის სსიპ შემოსავლების სამსახური - აღიარებული მოთხოვნაა 2 959 869.21 ლარი;

მე-4 რიგში გასანაწილებელი თანხის ნაშთი შეადგენს 1 561,44 ლარს (11 561.44 -10 000= 1 561,44 ) შესაბამისად, შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ (ს/ნ 215133898) ამონაგები თანხიდან ნაშთი, 1 561,44 ლარი სრულად უნდა გადაერიცხოს შემოსავლების სამსახურს:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, გაკოტრების მმართველმა სასამართლოს მომართა თხოვნით, შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ (ს/ნ 215133898) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, 2019 წლის 16 დეკემბერს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოუსმინა გაკოტრების მმართველს და მიაჩნია, შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს .

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით დაადგინა:

1. დასრულდეს შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ (ს/ნ 215133898) გაკოტრების საქმის წარმოება (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ქ. №15) და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ (ს/ნ 215133898) რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა);

3. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge);

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე  თამარ ბურჯანაძე .