„მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის „სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 30.01.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-46
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.176
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 30/01/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.10.2000
დოკუმენტის ტექსტი
„მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის „სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
.MsoChpDefault {}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
@page WordSection2 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.WordSection2 {page:WordSection2;}
საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს
ბრძანება №
2-46
1998 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამსტრესტის“ დებულება (დანართი
№1) და ხარჯთა ნუსხა (დანართი
№2).
2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტთან“ (ი. ვასაძე) ერთად უზრუნველყოს:
ა) კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია;
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 30 იანვრის
№2-19 ბრძანებით დამტკიცებული მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის“ დებულება.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ ნ. დუჩიძეს.
მინისტრი ბ. გულუა
მოამზადა:
მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტმა „სამტრესტმა“ (ი. ვასაძე)
შეთანხმებულია:
ვლ. გვარჯალაძე
გ. დიდბარიძე
ნ. დუჩიძე
დ. კეკენაძე
ს. უზუნაშვილი
გ. გორდეზიანი
თ. ლოლაძე
ი. ვასაძე
ი. ლომთათიძე
ა. დანდურიძე
ქ. შენგელია
ეგზავნება: სახელმწიფო კანცელარიას, იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტს“.
დამტკიცებულია
საქართველოს სოფლის მეურნეობისა
და სურსათის სამინისტროს 1998 წლის
30 იანვრის № 2-46 ბრძანებით
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებული მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის“
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულება
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებული მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი „სამტრესტი“ (შემდგომი - დეპარტამენტი) შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 4 იანვრის № 2-1 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის არსებული მევენახეობისა მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების რესპუბლიკური გაერთიანება „სამტრესტის“ ბაზაზე.
2. დეპარტამენტი არის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელსაც ეკისრება საქართველოში ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის, ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ხელმძღვანელობს ქვეყანაში მოქმედი სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინაშე
4. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და კუთხოვანი შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში ხარჯთა ნუსხა.
დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც ასახვას პოულობს დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსში.
დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
5. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: 380023, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ.41.
II. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები
7. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის, ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და განხილვის ორგანიზება, მათში მონაწილეობა;
გ) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის, ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება-ორგანიზება, განხილვა, დამტკიცება, ხოლო არსებული წესით რეგისტრაციაში გატარების შემდეგ - მათი განხორციელების კონტროლი;
დ) იმ საწარმოთა ერთიანი რეესტრის წარმოება, რომლებიც ამ დებულების თანახმად ეწევიან დეპარტამენტის მიერ რეგულირებად სამეურნეო საქმიანობას;
ე) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სახელმწიფო რეგისტრაცია;
ვ) ვაზის ნერგის, ყურძნის ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის სახელმწიფო დეკლარირებაზე კონტროლის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების ნაშთების შენარჩუნებისა და მათი კვლავწარმოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
თ) „ლიცენზიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, დამტკიცებული დროებითი წესის შესაბამისად, ლიცენზიების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა სამეურნეო საქმიანობაზე, რომლებიც ეწევიან ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოებას, შენახვას, ჩამოსხმასა და ბითუმად ვაჭრობას;
ი) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის, ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის ტექნოლოგიურ დისციპლინაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება სამეურნეო საქმიანობის ყველა სტადიაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეურნე ობიექტის საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მქონე იმ იურიდიული და ფიზიკური პირების, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ;
კ) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოშობის დადგენა და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა;
ლ) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის მოქმედ სტანდარტებთან და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის ორგანიზება და პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემა;
მ) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის, ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის ყველა ეტაპზე როგორც სახელმწიფოს, ისე მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის, ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლისათვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
ნ) სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობა, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებისა და დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა, პროდუქციის რეალიზაციის მიზნით პოტენციური პარტნიორების მოძებნა და მათთან ურთიერთობების ჩამოყალიბება, პროდუქციის მიწოდებაზე დაკვეთების მიღება და საწარმოების მიხედვით განთავსება, პროდუქციის მიწოდებათა ორგანიზება, საწარმოთა საკონსულტაციო, საშუამავლო და აუდიტორული მომსახურება;
ო) დარგის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინაციისა და დარგობრივი სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პროექტების ექსპერტიზის ხელშეწყობა (უზრუნველყოფა);
პ) დეპარტამენტთან არსებული სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რომელიც იქმნება როგორც სათათბირო ორგანო;
ჟ) კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
რ) დეპარტამენტი მოვალეა დადგენილ ვადებში და ფორმით მოამზადოს და წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ანგარიში დარგში არსებული მდგომარეობის, პერსპექტივისა და დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, შეასრულოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
III. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
8. დეპარტამენტს უფლება აქვს: განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი მის მიერ დაფუძნებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირებისა და იმ სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვის უფლება დეპარტამენტზე დელეგირებული იქნება შესაბამისი წესით, უშუალოდ წარმართოს მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობა.
IV. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
9. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი.
10. თავმჯდომარე, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს და აწესრიგებს დეპარტამენტის
გამგებლობის სფეროსადმი მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასა და მის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტაზე;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
დ) დეპარტამენტის სახელით დებს ხელშეკრულებას, გასცემს რწმუნებებსა და მინდობილობებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს ბრძანებების სახით, ამტკიცებს ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებსა და სხვა დოკუმ ენტებს , ამოწმებს მათ შესრულებას;
ვ) განსაზღვრავს დეპარტამენტის მართვის აპარატის სტრუქტურას და ამტკიცებს მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ზ) განსაზღვრავს თავისი მოადგილეების, აგრეთვე სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ფუნქციებს და პერსონალურ პასუხისმგებლობას მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისათვის;
თ) ქმნის საკონსულტაციო საბჭოს, მუდმივმოქმედ და დროებით კომისიებს;
ი) ამტკიცებს დეპარტამენტის აპარატის საშტატო განრიგს.
კ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის აპარატის მუშაკებს.
11. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი.
V. დასკვნითი დებულებები
12. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი. მასში ცვლილებების შეტანა ხდება სამინისტროს ბრძანებებით.
13. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.