„ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 02.02.1998
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.177
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 02/02/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.1998 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| რიგითი № | ოქმის ნომერი |
დოკუმენტის ტექსტი
„ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძანება
№33
1998 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ
სამმართალდარღვევების საქმეების
წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების
შესახებ
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის „საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები 1996 წლის № 19-20, გვ. 32-34.) და 1997 წლის 12 ივნისის კანონიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები (საკანონმდებლო დამატება) 1997 წლის 31 ივლისი №33, გვ.3-10) გამომდინარე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების წარმოების ინსტრუქცია (თან ერთვის დანართებით).
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, ქ. თბილისისა და სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსებმა ადგილებზე ორგანიზაცია გაუკეთონ დამტკიცებული ინსტრუქციის შესწავლას.
3. მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა უზრუნველყოს: დამტკიცებული ინსტრუქციის დანართების - (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, საჯარიმო ქვითრების და სხვა ბლანკების) დამზადება და მომარაგება შს სამხარეო, საქალაქო (რაიონული) დანაყოფებისა 1998 წლის 10 თებერვლამდე; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებიდან ამოღებული საჯარიმო თანხების, შესაბამისად, შს სამინისტროს ანგარიშზე და ბიუჯეტში გადმორიცხვაზე კონტროლი და მისი დანიშნულებისამებრ განაწილება.
4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ეკოლოგიის პოლიციის მთავარ სამმართველოს.
5. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი
გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
ინსტრუქცია
ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების წარმოების შესახებ
I. ზოგადი დებულებები
1. ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანაა: თითოეული საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილებების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ეკოლოგიის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევათა ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლინება, სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, კანონიერების განმტკიცება.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს:
ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო;
ბ) იმ პირთა მიმართ, ვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის არ შეუსრულდა თექვსმეტი წლის ასაკი;
გ) მართალსაწინააღმდეგო მოქმედების თუ უმოქმედობის ჩამდენი პირის შეურაცხადობის გამო;
დ) თუ პირი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის ან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;
ე) ამნისტიის აქტის მიღების გამო, თუ იგი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;
ვ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმების გამო;
ზ) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა;
თ) თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან გაუუქმებელი დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობისას;
ი) იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმის წარმოება.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება ღიად.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების აღმზრდელობით და გამაფრთხილებელი როლის ამაღლების მიზნით ასეთი საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს გარემოს დაცვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების უშუალო თანდასწრებით.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, კანონით განსაზღვრული წესით, თანამდებობის პირი დაადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას. მტკიცებულებები დგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ნივთებისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და აგრეთვე სხვა დოკუმენტებით.
II. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმის შედგენა
7. ეკოლოგიის პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 48-49-ე, 52-531, 571, 60-ე, 62-65-ე, 71-75-ე, 791-792, 82-ე, 85-854, 86-ე, 103-104-ე, 1461, 151-ე და 1582 მუხლებით.
8. თუ დამრღვევი უარს ამბობს ოქმზე ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდამრღვევი პირი უფლებამოსილია წარადგინოს ოქმზე თანდასართებად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ეკოლოგიის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმა შემუშავებული და დამტკიცებულია შს მინისტრის მიერ (ბრძანების დანართი 1) რომელიც არის დანომრილი და გაიცემა შს სამინისტროს ზურგის დეპარტამენტის მიერ და გათანაბრებულია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად.
10. ოქმის შემდგენი პირი ვალდებულია სამართალდარღვევის გამოვლენისას ყურადღება გაამახვილოს, გამოიწვია თუ არა სამართალდარღვევამ მატერიალური ზარალი და მიიღოს ზომები დაზარალებულის მხრიდან სარჩელის წარდგენის მხარის დასაჭერად.
11. მიყენებულ ზარალს გამოიანგარიშებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ადგილობრივი ორგანოები, სატყეო მეურნეობები, დაცული ტერიტორიების მმართველობითი და სხვა ორგანოები (ბრძანების დანართი 2).
12. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ასევე, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, სამართალდამრღვევი შეიძლება მიყვანილ იქნეს პოლიციაში. სამართალდამრღვევი მიყვანილ უნდა იქნეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში.
13. როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, ადმინისტრაციულ სამართალდარჟვევის აღსაკვეთად, პიროვნების დასადგენად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებულ დადგენილებათა აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
14. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შედგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და მოტივი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
15. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებული პირის თხოვნით მის ადგილსამყოფელს აცნობებენ ნათესავებს, ადმინისტრაციას სამუშაო თუ სწავლის ადგილის მიხედვით. არასრულწლოვანის დაკავების შესახებ აუცილებლად აცნობებენ მის მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს.
16. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს სამ საათზე მეტ ხანს.
ადმინისტრაციული დაკავების დრო გამოიანგარიშება ოქმის შესადგენად დამრღვევის მიყვანის მომენტიდან.
17. ადმინისტრაციული დაკავებისას პირადი გასინჯვა შეუძლია აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა, იმავე სქესის ორი პირის თანდასწრებით. ნივთების, სანადირო და თევზსაჭერი იარაღების, მოპოვებული პროდუქციის და სხვა საგნების გასინჯვა წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი. გადაუდებელ შემთხვევაში ნივთები, საგნები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი, ანდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
18. დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთები და დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს, სამართალდარღვევის განხილვამდე ინახება სამართალდარღვევის განხილვის უფლების მქონე თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას, ხოლო საქმის განხილვის დროს გადაწყვეტენ მათ ბედს.
III. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების აღრიცხვა და წარმოება
19. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკები გათანაბრებულია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებთან. ოქმის ბლანკების მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა ხორციელდება იმავე წესით, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტისა. მათი მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში. (ბრძანების დანართი 3).
20. ჯარიმის აღრიცხვის ქვითარი წარმოადგენს მკაცრი საფინანსო აღრიცხვის ბლანკს და ინახება ფასიანი ქაღალდების თანაბრად. ქვითრების გაცემა ხდება ანგარიშვალდებულებით გასაცემი უწყისის ან გასავალი საკასო ორდერების მეშვეობით საქალაქო განყოფილებათა ხელმძღვანელის ნებართვის საფუძველზე. შს საქალაქო რაიონული) განყოფილებათა დანაყოფებში ქვითრების მიღების და პირადი შემადგენლობისათვის გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების აღრიცხვის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
21. ეკოლოგიის პოლიციის დანაყოფებსა და შს სამხარეო და საქალაქო (რაიონული) ორგანოებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით და ჯარიმის აღრიცხვის ქვითრებით უზრუნველყოფს საქართველოს შს სამინისტროს ზურგის დეპარტამენტი.
22. გამოუყენებელი ქვითრები, აგრეთვე გაფუჭებული ოქმის ბლანკები ბარდება მათი მიღებისა და გაცემისათვის პასუხისმგებელ პირს, მის შესახებაც ჟურნალში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
23. ოქმები და სხვა ჩამორთმეული ნივთიერი მტკიცებულებები რეგისტრირდება დღე-ღამის განმავლობაში შს განყოფილების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეგისტრაციის ჟურნალში.
24. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ეკოლოგიის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებზე შემოსული ოქმები და სხვა თანდართული მასალები რეგისტრირებული უნდა იქნეს აუცილებლად ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მასალების აღრიცხვის ჟურნალში (ბრძანების დანართი 4).
25. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მასალების აღრიცხვის ჟურნალში შესაბამის ჩანაწერებს აფიქსირებს ეკოლოგიის პოლიციის ინსპექტორი, რომელსაც დაკისრებული აქვს ამ მოვალეობის შესრულება სპეციალური ბრძანებით.
26. ქვედანაყოფში ოქმები და თანდართული სხვა დოკუმენტები თანამშრომლებიდან თანამშრომლებს გადაეცემა ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მასალების აღრიცხვის ჟურნალის შესაბამის გრაფაში ხელმოწერით.
27. ოქმები და თანდართული მასალები სხვა დანაყოფში ან ქვემდებარეობით იგზავნება ხუთდღიან ვადაში შს ორგანოს კანცელარიის მეშვეობით და შესაბამისი აღნიშვნა კეთდება ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მასალების აღრიცხვის ჟურნალის შესაბამის გრაფაში.
28. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მასალების ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული შინაგან საქმეთა საქალაქო (რაიონული) ორგანოს სამდივნოში (კანცელარიაში).
29. ოქმებში, ჟურნალებში ჩანაწერები კეთდება მელნით (პასტით).
30. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სახდელის დადებისა ინახება შს სამდივნოში ცალკე საქაღალდეში, რის შესახებ აღნიშვნა კეთდება ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მასალების აღრიცხვის ჟურნალში.
IV. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების განხილვა
31. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მასალები, რომლებზეც გამოტანილ იქნადადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის განსახილველად მომზადებისას უნდა გადაწყდეს შემდეგი საკითხები:
ა) თანახმა არის თუ არა სამართალდამრღვევი საქმე განიხილოს შს სამხარეო, საქალაქო (რაიონულმა) ორგანომ.
ბ). განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;
გ). სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;
დ). ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;
ე). გამოთხოვნილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები.
32. თუ სამართართალდამრღვევი წინააღმდეგია შინაგან საქმეთა ორგანომ განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა შედგენილი სრულყოფილი მასალები ადმინისტრაციული სახდელის დასადებად გადაიგზავნება ადგილობრივ სასამართლოში (ბრძანების დანართი 6.) ან ქვემდებარეობით, რაზეც შესაბამისი შენიშვნა კეთდება ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჟურნალში.
33. შინაგან საქმეთა ორგანოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვის უფლებამოსილი თანამდებობის პირებია:
ა). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 62-ე, 65-ე, 71-75-ე, 82-ე, 85-ე, 853-854-ე მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 89-ე, 103-104-ე, 1461-ე შს სამინისტროს ეკოლოგიის პოლიციის მთ. სამმართველოს განყოფილების უფროსებს, შს სამინისტროს ეკოლოგიის პოლიციის ინსპექტორებს (უფროსი ინსპექტორი).
ბ).ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48-49-ე, 52-531, 571, მე-60, 62-65-ე, 71-75-ე, 791-792, 82-ე, 85-854, 86-ე, 89-ე, 103-104-ე, 1461, 151-ე და 1582 მუხლებით ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველოსა (სამმართველოს) და ინსპექციის უფროსსა და მის მოადგილეებს, ადმინისტრაციული პოლიციის უფროსებს, შს სამხარეო საქალაქო (რაიონული) ორგანოების ეკოლოგიის პოლიციის სამხარეო (საქალაქო) განყოფილების უფროსს, შს ეკოლოგიის პოლიციის რაიონული (სამხარეო) ქ/განყოფილების უფროსს. ამგვარი საქმეების განხილვაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის საზოგადოებრივი ორგანოების წარმომადგენლებს.
34. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან სამი დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ქვემდებარეობით, ხოლო სამართალდამრღვევ პირს ამის შესახებ ეცნობება წერილობით ან სიტყვიერად, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
35. საქმის განხილვა იწყება აღნიშნული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის წარდგენით, რომელიც აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, ვინ არის მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, იღებს წერილობით თანხმობას, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები წინააღმდეგი არ არიან საქმე განხილულ იქნეს შს ორგანოში. ამის შემდეგ საჯაროდ კითხულობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, მოუსმენს საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევენ მტკიცებულებებს და გადაწყვეტს შუამდგომლობებს.
36. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას უნდა დადგინდეს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზიანი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგურ სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შექმნილ კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
37. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება:
ა). ბრალეულის გულწრფელი მონანიება;
ბ). ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;
გ). სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო;
დ). სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ.
ე). სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს.
შემამსუბუქებელ გარემოებებად შეიძლება აგრეთვე მიჩნეულ იქნას ისეთი გარემოებები რომელიც არ არის მოყვანილი ამ მუხლში.
38. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:
ა). მართალსაწინააღმდეგო ქცევის განგრძნობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;
ბ). წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი; სამართალდარღვევის ჩადენა დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ;
გ). არასრულწლოვანის ჩაბმა სამართალდარღვევაში;
დ). სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;
ე). სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში ან სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;
ვ). სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში, თანამდებობის პირს შეუძლია ეს გარემოება არ ცნოს დამამძიმებელ გარემოებად.
39. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ თანამდებობის პირს გამოაქვს დადგენილება საქმეზე (ბრძანების დანართი 5). დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილება;
40. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან ერთდროულად უნდა გადაწყდეს ბრალეულის მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხი, მაშინ საქმეზე მიღებულ დადგენილებაში აღინიშნება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, მისი ანაზღაურების ვადა და წესი. ასევე მიღებულ დადგენილებაში უნდა გადაწყდეს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი.
41. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი.
42. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ თანამდებობის პირს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:
ა). ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
ბ). საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ მიიღება ზეპირი შენიშვნების გამოცხადების, ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად, ანდა პროკურორის, წინასწარი გამოძიების ან მომკვლევის ორგანოსათვის მასალების გადაცემის დროს, აგრეთვე ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას.
43. საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ. საქმის განხილვის დამთავრებისთანავე. დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ჩაბარდება ან გადაეგზავნება დაზარალებულ პირს ან ორგანიზაციას. სამართალდამრღვევს დადგენილების ასლი ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის გადაგზავნის შემთხვევაში საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
44. საქმის განმხილველ თანამდებობის პირს სამართალდარღვევის ჩადენის ხელისშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას შესაბამის საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და თანამდებობის პირთან შეაქვს წინადადებები ამ მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად ზომების მიღების საჭიროების შესახებ და ითხოვს ერთი თვის ვადაში მათი შესრულების მდგომარეობას.
V. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება
45. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან.
46. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოტანილი დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში მასალები საჩივართან ერთად დაუყოვნებლივ გადაიგზავნება განსახილველად ადგილობრივ სასამართლოში.
47. ადგილობრივი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს გადახდევინებული ფულადი თანხების, სასყიდლით ჩამორთმეული ან კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას, თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.
48. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან თხუთმეტი დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებულ ჯარიმას დამრღვევი იხდის შს ორგანოში, რაზეც მას მიეცემა დადგენილი ნიმუშის ჯარიმის აღრიცხვის ქვითარი (ბრძანების დანართი 8), ან შეაქვს შესაბამისი თანხა შემნახველი ბანკის დაწესებულებაში.
49. სამართალდამრღვევი საჯარიმო თანხას შს ორგანოში იხდის:
ა) ადგილზე უშუალოდ ეკოლოგიის პოლიციის თანამშრომელთან, ვინც განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაზეც მას გამოეწერება საჯარიმო ქვითარი (ბრძანების დანართი 8.), რომლის ერთი ნაწილი ჩაბარდება სამართალდამრღვევს, ხოლო მეორე ნაწილი რჩება თანხის მიმღებ თანამშრომელს საქმეზე დასართავად.
ბ). უშუალოდ შს ორგანოს მოლარესთან, ამ ინსტრუქციის 49 მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად.
50. ეკოლოგიის პოლიციის თანამშრომელი, ვინც მიიღო საჯარიმო თანხა, ვალდებულია 24 საათის განმავლობაში თანხა გადასცეს იმ შს ორგანოს მოლარეს სადაც განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მიიღოს შესაბამისი სალაროს შემოსავლის ქვითარი, რომელიც რჩება ეკოლოგიის პოლიციის თანამშრომელთან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილში კეთდება მოლარის ხელმოწერა თანხის მიღების შესახებ და საჯარიმო ქვითარი თან ერთვის საქმეს.
51. შს ორგანოს მოლარე ეკოლოგიის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევაზე ამოღებული ჯარიმის 15%-ს გადარიცხავს (საქართველოს სახელწმიფოს მეთაურის 1994 წლის 12 ივლისის № 227 ბრძანებულების შესაბამისად): საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველო კოდი 22011107 ანგარიში 115141908, ხოლო დანარჩენი 85%-ს ბიუჯეტში.
52. თუ დაჯარიმებულმა პირმა არ მოახდინა თხუთმეტი დღის ვადაში ჯარიმის გადახდა, მასალები გადაიგზავნება სასამართლოში (ბრძანების დანართი 7.), სადაც შს ორგანოს თანამდებობის პირის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევით კოდექსით გათვალისწინებული წესით.
53. საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილების საფუძველზე ჩამორთმეული საგნები გადაეცემა სარელიაზაციოდ მაღაზიას ჩამორთმეული ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით. სასყიდლით ჩამორთმეული საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა გადაეცემა ყოფილ მესაკუთრეს ჩამორთმეული საგნის სარეალიზაციოდ გაწეული ხარჯების გამოკლებით.
54. იმ საგნის კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულება, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს, წარმოებს კონფისკაციაქმნილი საგნის ჩამორთმევის და სახელწმიფო საკუთრებად ამ საგნის იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემით. კონფისკაციაქმნილი საგანი გადაეცემა სარეალიზაციოდ მაღაზიას და მიღებული თანხა გადაირიცხება სახელწმიფო ბიუჯეტში საგნის სარეალიზაციოდ გაწეული ხარჯების გამოკლებით.
VI. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაზე კონტროლის განხორციელება
55. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეებზე მიღებულ კანონიერ გადაწყვეტაზე, საქმეთწარმოებისა და აღრიცხვის მდგომარეობაზე კონტროლი ხორციელდება ყოველდღიურად ეკოლოგიის პოლიციის რაიონული ქვეყანყოფილებების (ჯგუფის უფროსების), შს საქალაქო (რაიონულ) განყოფილებათა უფროსის, ადმინისტრაციული პოლიციის უფროსის მიერ.
56. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველოების მიერ ორ წელიწადში ერთხელ მაინც აწყობენ სამხარეო, საქალაქო (რაიონული) შს ორგანოებში ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალწარმოების შემოწმებას.
57. შემოწმებისას შეისწავლება შემდეგი საკითხები:
ა). ეკოლოგიის პოლიციის მუშაკების მიერ ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული კანონებისა და ნორმატიული აქტების ცოდნას;
ბ). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას;
გ). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვა და ანალიზი;
დ). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების მასალების რეგისტრირება, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, ჯარიმის გადახდის ქვითრების შენახვისა და გაცემის მდგომარეობა.
ე). ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების შედგენის სისწორე, ამ საქმეების განხილვის დადგენილი წესების და ვადების შესრულება;
ვ). ჯარიმის სახით დადებული სახდელის ამოღება.
ზ). მოქალაქეთა წერილების, საჩივრებისა და განცხადებების განსახილველად გაწეული მუშაობის მდგომარეობა.
ი). ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილებების (ჯგუფის უფროსების), შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო (რაიონული) დანაყოფების ხელმძღვანელების მხრიდან კონტროლის ორგანიზება ეკოლოგიის პოლიციის სამართალგამოყენებით მოღვაწეობის მართლზომიერებაზე, გამოვლენილ ნაკლოვანებებზე და კანონიერების დარღვევათა ფაქტებზე რეაგირება, მათი ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები.
58. შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლენილი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ უკანონოდ გამოტანილი დადგენილება უქმდება. მიიღება ზომები დარღვეულ უფლებათა აღსადგენად და მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დასაცავად.
59. შემოწმები შედეგები მოხსენდება შემოწმების დამნიშვნელ შინაგან საქმეთა ორგანოს თანამდებობის პირს, რომელიც გაეცნობა რა შემოწმების მასალებს, ღებულობს გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის, დანაყოფის ადმინისტრაციული მოღვაწეობის გაუმჯობესებისა და კანონიერების განმტკიცებისათვის გამიზნულ ზომებს.
შს მინისტრის 1998 წლის
„2“ „02“ ბრძანება № 33-ის
დანართი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ოქმი № 000 000
____________________________________________________________ ფაქტზე
_____________________________ _____________________
(შედგენის ადგილი) (თარიღი)
1. ____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, წოდება, გვარი, სახელი, მამი სახელი)
2. მონაწილეები: ______________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________
(თანამდებობა, წოდება, გვარები, ინიციალები)
მოწმეები:_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
3. ცნობები დამრღვევის შესახებ: ______________________________________________
_____________________________________________________________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, სამუშაო ადგილი, მისამართი)
______________________________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________________________
___________
4. დარღვევის ჩადენის დრო და არსი: ___________________________________________
_____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________
5. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ______________________________________________
_____________________________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
6. დამრღვევის მოქმედებით რომელი ნორმატიული აქტია დარღვეული:
_____________________________________________________________________________________________________________
_____________________________________________
7. ჩამორთმეული იარაღების ან ფასეულობის ზუსტი აღწერილობა და ვის ჩააბარა:
____________________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________________________________
8. მიყენებული ზარალის ოდენობა:
___________________________________________________________________________________________________________
_______________________________________________
(ნორმატიული აქტი, რითაც იხელმძღვანელა ზარალის დაანგარიშებაზე)
9. დაზარალებული ____________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________________________
_____________________________________________
10. სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები დარღვევაზე ________________________________
____________________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________________________________
11. დამატებითი მონაცემები დარღვევაში თანამონაწილე პირებზე ________________
_____________________________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
(დამატებითი მონაცემები № 3 პუნქტზე)
12. შენიშვნები ოქმის შედგენაში მონაწილე პირების _________________________
_________________________________________________________________________
დამრღვევს თავისი უფლება მოვალეობანი ასკ 252 მუხლის შესაბამისად განემარტა
______________________ ხელის მოწერა
ოქმის შემდგენის ხელის მოწერა დამრღვევის ხელის მოწერა
_______________________________ _____________________________
დარღვევის გამოვლენაში მონაწილე
პირების ხელის მოწერები:
________________________________
________________________________
________________________________
მოწმეები: ______________________
______________________
______________________
ასკ 261 მუხლის საფუძველზე სამართალდარღვევის განხილვა ჩატარდება 199 _______ წლის __________ დღის ____________ საათზე.
_____________________________________________________________________________
(მისამართი, ორგანოს დასახელება, თანამდებობის პირის გვარი)
შს მინისტრის 1998 წლის
„2“ „02“ ბრძანება № 33-ის
დანართი 2
_________________________ უფროსს
გაცნობებთ, რომ მოქალაქე __________________________________________________
გვარი, სახელი
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________
მამის სახელი, სამუშაო ადგილი, თანამდება, მისამართი
მხილებულ იქნა ______________________________________________________________
(წელი, თვე, რიცხვი, დარღვევის ჩადენის ადგილი, დარღვევის არსი)
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
რომელსაც აღმოაჩნდა უკანონოდ მოპოვებული _________________________________
_____________________________________________________________________________
(მ3 ხე-ტყე, მ3 წიაღი, კგ თევზი ცალების და სახეობის აღნიშვნით და სხვა)
მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით გთხოვთ დაგვიდგინოთ და გვაცნობოთ: ზარალის ოდენობა, დაზარალებული ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც უნდა ჩაირიცხოს ზარალის თანხა.
_____________________________ _______________________
(ორგანოს უფროსი, წოდება) (გვარი, ინიციალები)
შს მინისტრის 1998 წლის
„2“ „02“ ბრძანება № 33-ის
დანართი 3
მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოსავლისა და გასავლის
ჟურნალი
-----------------------------------------------------------------------------------------------
(შს სამხარეო, საქალაქო (რაიონული) ორგანოს დანაყოფის დასახელება)
დასაწყისი 19 წლის „---------“ ------------------------
დასრულება 19 წლის „----------“ -----------------------
რიგითი №
შემოსვლის თარიღი
საიდან იქნა მიღებული ბლანკები
ბლანკების დასახელება
სერია № ------- დან № ----------მდე
ბლანკები მივიღე (თანამდებობა, გვარი და ხელმოწერა)
1
2
3
4
5
6
7
I. ნაწილი ბლანკების შემოსავალი (საწყისი 10 ფურცელი)
II. ნაწილი ბლანკების გასავალი
რიგითი №
გაცემის თარიღი
ბლანების დასახელება
რაოდენობა
სერია
№------- დან
№ ------ მდე
ბლანკები მივიღე (თანამდებობა, გვარი და ხელმოწერა)
აღნიშვნა გაფუჭებული ბლანკების მიღების შესახებ, დასახელება, სერია, №, თარიღი, მიმღების თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
შს მინისტრის 1998 წლის
„2“ „02“ ბრძანება № 33-ის
დანართი 4
ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების მასალების აღრიცხვის
ჟურნალი
_____________________________________________________________________________
(შს სამხარეო, საქალაქო (რაიონული) დანაყოფის დასახელება)
დასაწყისი 19 წლის „--------“ --------------------------
დასრულება 19 წლის „--------“ -------------------------------
რიგითი №
ოქმის ნომერი
დამრღვევის გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი, სამუშაო ადგილი
დარღვევის მოკლე არსი და თარიღი
ოქმის შემდგენელის თანამდებობა გ.ს.მ.
ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი
საქმის განიხილავის თარიღი თანამდებობა გ.ს.მ. სახელი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის № თარიღი
საქმის განხილვის ზომა
მიღებული სახდელისზომა
ჯარიმის ამოღების თარიღი
მასალების კანცელარიაში ჩაბარების თარიღი, მიმღების ხელმოწერა
სამართალდარღვევაზე მიღებული დადგეილების სასამართლოში
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
დანართი 5
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დადგენილება №
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
(დგება 3 ეგზემპლარად)
„-------“ _________________ 199 წელი ქალაქი _________ რაიონი ___________
მე ___________________________________________________________________________
(თანამდებობა, წოდება, გვარი, სახელი, მამის სახელი)
განვიხილე მასალები მოქალაქე (ორგანიზაცია) __________________________________
______________________________________________________________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი, სამუშაო ადგილი)
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
(დარღვევის ზუსტი აღწერილობა და ადმინისტრაციულ სამართალარღვევის კოდექსის მუხლი)
ვიხელმძღვანელე რა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის მე-200 მუხლის მე- 2 პუნქტით, დაედოს ადმინისტრაციული სახდელი მოქ. _________________________________________________________________________________________________________________________________________________________
ლარის ოდენობით.
აღნიშნული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დამრღვევის მიერ ასკ 272-273-ე მუხლების საფუძველზე შეიძლება გასაჩივრებული იქნეს __________________________ სასამართლოში 10 დღის ვადაში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.
ჯარიმა შეტანილი უნდა იქნეს შსს-ში, ---------------------------------------------------------
შსს ორგანოს დასახელება
შემდეგ ანგარიშზე საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველო კოდი 220101107 ანგარიში 115141908, ხოლო მიყენებული ზარალი უნდა ჩაირიცხოს _____________________________________________________________________________ ანგარიშზე
თანამდებობის პირის ხელის მოწერა: ____________________________________________
დადგენილება ჩამბარდა _______________________________________________________
(თვე, რიცხვი და დამრღვევის ხელის მოწერა)
აღნიშვნა დადგენილების ფოსტით გაგზავნის შესახებ.
გაფრთხილება: ჯარიმის 15 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში (ასკ 290-ე მუხლი) თანახმად ასკ 291-ე მუხლისა, ჯარიმის გადახდევინება მოხდება სასამართლოს აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გზით.
დანართი 6
______________________ სასამართლოს თავმჯდომარეს
გეგზავნებათ მასალები ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გატარების მიზნით მოქალაქე ___________________________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის ------------- მუხლის დარღვევის ფაქტზე, რაც გამოიხატა მასში, რომ მან _______________________
_____________________________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
(დარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)
რითაც მიაყენა ზიანი_________________________________________________________
(სახელმწიფო, ორგანიზაცია)
___________________________________________________________ ლარის ოდენობით.
გთხოვთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 267-268-ე მუხლების საფუძველზე განუსაზღვროთ მოქალაქე ______________________________
_____________________________________________________________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
ჯარიმის ოდენობა და მოახდინოთ მისი ამოღება.
ხოლო მოქალაქე _____________________________________________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
მიერ ჩადენილი სამართალდარღვევით მიყენებული ზარალი ______________________
___________________ ლარის ოდენობით, თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოახდინოს ამოღება და ჩაირიცხვა ____________________________________________________________________________________________________________
_________________________________________ ანგარიშზე.
დანართი ___________________ ფურცლად
___________________________ ______________________
(ორგანოს უფროსი, წოდება) (გვარი, ინიციალები)
დანართი 7
______________ რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეს
ასლი _____________________________________________
სამართალდამრღვევის გ.ს.მ. სახელი
გეგზავნებათ 199... წლის „......“ .................. № დადგენილება
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის № _______ მუხლის დარღვევის ფაქტზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 267-268 მუხლების საფუძველზე მოქალაქე _______
___________________________________________________________________________
მცხოვრები _________________________________________________________________
დაჯარიმებული იქნა _______________________________________________ ლარით, მასვე დაერიცხა ზარალის თანხა _______________________________________________ ლარის ოდენობით, რომელიც მიაყენა მან სახელმწიფოს და რომელიც მან ნებაყოფლობით არ გადაიხადა.
იმასთან დაკავშირებით, რომ დაჯარიმებული პირისაგან შეუძლებელია ჯარიმის და ზარალის გადახდევინება, ამიტომ გთხოვთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქე _________________________________
ჯარიმის და ზარალის გადახდევინება მოახდინოთ სასამართლოს აღმასრულებლის მიერ იძულების წესით, დამრღვევის პირად ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გზით. ზარალი უნდა ჩაირიცხოს _______________________________________________
____________________________________________________________________ ანგარიშზე.
დანართი ---------- ფურცლად.
--------------------------------- --------------------------
(ორგანოს უფროსი, წოდება) (გვარი, ინიციალები)
დანართი 8
საჯარიმო ქვითარი № ეკო 000 000
ადმინისტრაციულ სამართალდარრვევაზე
„ “ 199 წ . სთ. წთ
დარღვევის თარიღი დრო
__________________________________________________________________________
დამრღვევის გ.ს.მ. და მისამართი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რომელი მუხლი იქნა დარღვეული _____________________________________________________________
საჯარიმო თანხა _________________________________________________________ ლარი
თანხა სიტყვიერად
საჯარიმო ქვითრის მიმღების ხელმოწერა _____________________
საჯარიმო თანხა __________________________________ მივიღე __________________
თანხა სიტყვიერად თანამდებობა
_____________________________________________________________________________
გ.ს. მ სახელი
.............................................. „...........“.................... 199 წ.
ხელმოწერა თარიღი
ინახება სამართალდამრღვევთან ერთი წლის განმავლობაში
__________________________________________ გაჭრის ხაზი ______________________
საჯარიმო ქვითარი № ეკო 000 000
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე
„ “ 199 წ. სთ. წთ.
------------------------------------ -----------------------------
დარღვევის თარიღი დრო
----------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევის გ.ს.მ. და მისამართი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რომელი მუხლი იქნა დარღვეული _____________________________________________________________
საჯარიმო თანხა _________________________________________________________ ლარი
თანხა სიტყვიერად
საჯარიმო ქვითრის მიმღების ხელმოწერა _____________________
საჯარიმო თანხა __________________________________ მივიღე __________________
თანხა სიტყვიერად თანამდებობა
_____________________________________________________________________________
გ.ს. მ სახელი
---------------------------------- „..........“ ...................... 199 წ.
ხელმოწერა თარიღი
თანხა ჩაბარებულ იქნა შსს ______________________________________ მოლარესთან შსს ორგანოს დასახელება
მივიღე ----------------------------------------------------- ლარი. ------------------------------
თანხა სიტყვიერად მოლარის ხელმოწერა
„-------“ ---------------------- 199 წ
ქვითარი თან ერთვის საქმეს