ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველ წლიურა
საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს) · რედაქცია 21.02.1921
მუხლი 111. სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს
თავი 12 — სწავლა-განათლება და სკოლა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 37. საერთაშორისო არბიტრაჟი მიზნად ისახავს სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტას საკუთარი არჩევანის მიხედვით დანიშნული მოსამართლეების მიერ და სამართლის პატივისცემის საფუძველზე
- მუხლი 343. მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთგაგებასა და ორმხრივ თანამშრომლობას რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პოლიტიკის სფეროში, რაც მიზნად ისახავს კომუნიკაციის არხების ჩამოყალიბებასა და ინფორმაციისა და გამ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 105. იმ საგნებს, რომლის შესახებაც ადგილობრივი თვითმართველობის დადგენილება დამტკიცებულ უნდა იქნეს ცენტრალ ხელისუფლების მიერ, განსაზღვრავს კანონი
- მუხლი 106. ადგილობრივ თვითმართველობას ენიჭება საბიუჯეტო უფლება, ცალკე კანონით განსაზღვრული
- მუხლი 107. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა
- მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით
- მუხლი 109. ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია; სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას
- მუხლი 110. პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა. საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანიულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც პირველდაწყებითი სკოლა საფუძველია საშვალო და უმაღლესი სკოლისა
- მუხლი 112. კერძო თაოსნობით დაარსებული სკოლა ემორჩილება საერთო სასკოლო კანონს
- მუხლი 114. საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. ჩამორთმეულ ქონებაში მიეცემ
- მუხლი 115. რესპუბლიკას აქვს საკუთარი სააღებ-მიმცემო და სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია
- მუხლი 116. წვრილი მწარმოებლის – სოფლის მეურნის, ხელოსანის, შინამრეწველის-შრომის ნაყოფის დაცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავი საგანია
- მუხლი 117. შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს), კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.1921. გამოქვეყნება: გაურკვეველი, -, 21/02/1921.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კონსტიტუცია „საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)“, მუხლი 111, №-, 21.02.1921, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.1921). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4801430/muxli-111/